„რეიტინგი“ გუჯა ბურდულის მეუღლეს, ინესა ბურდულს დაუკავშირდა:
- გუჯი დაბერდა უკვე და სხვადასხვა წამლები სჭირდება. ჩვენ, მე, გუჯი და ჩემი და სამ თვეში ერთხელ ვწერდით განცხადებას და მთაწმინდის გამგებელი, გელა არჩვაძე გვიფინანსებდა წამლებს. ახლაც შევიტანეთ ეს განცხადება, მაგრამ ახალი გამგებელი დაგვხვდა დავით კირკიტაძე,
- რა თანხა არის საჭირო ამ წამლებისთვის?
- გუჯის ყოველთვიურად სჭირდება 490 ლარის წამალი, წნევის, თირკმელების მუშაობის და ა.შ. კარგი, ჩემთვის და ჩემი დისთვის უარის თქმის მიზეზსს გავიგებდი, მაგრამ გუჯის რომ ეთქვა დაფინანსებაზე უარი გული ძალიან მეტკინა.
თუმცა, როცა მაკამ, ინტერნეტში დაწერა, თბილისის მერიამ 290 ლარით დაუფინანსა გუჯის წამლები, დღეს დილით უნდა მივსულიყავით აფთიაქში და აუცილებელი წამლები აგვერჩია, მაგრამ კახი კალაძის ფონდმა სრულად დააფინანსა გუჯის წამლების თანხა და ძალიან გახარებულები ვართ.
ყველას უყვარს გუჯი, თურმე კახა კალაძესაც ყვარებია. გუჯი ძალიან გახარებულია და დიდ მადლობას ვუხდით კახა კალაძეს.
უკვე 75 წელს გადავცდით და წამლების გარეშე ყველაფერი დამთავრდებოდა.