08 იანვარი, 2014
რომელმა ცნობილმა ვარკვლავებმა მიმართეს სუროგაციას და ინვიტრო განაყოფიერებას?
ზოგიერთებს საერთოდ არ შეეძლოთ ბავშვის გაჩენა, ზოგმა კი მეორე და მესამე შვილის გასაჩენად გადადგა ეს ნაბიჯი მას მერე, რაც უწმინდესისა და უნეტარესის საშობაო ეპისტოლეს დიდი ხმაური მოჰყვა და სრულიად საქართველო განიხილავს ხელოვნური განაყოფიერებისა და სუროგაციის ავ-კარგიანობას, ალბათ საინტერესო იქნება გადავხედოთ ამ საქმის ''პიონერებს'' ცნობილთა შორის.

უშვილობის პრობლემა, რასაკვირველია, მხოლოდ ''უბრალო მოკვდავთ'' არ აღელვებთ. ჰოლივუდის ვარსკვლავებსა და სხვა ცნობილ ადამიანებს შორის მრავლად არიან ისეთები, ვისაც დედობის ბედნიერება არც ისე იოლად ხვდა წილად.

Rating

ზოგიერთებს საერთოდ არ შეეძლოთ ბავშვის
გაჩენა, ზოგმა კი მეორე და მესამე შვილის გასაჩენად გადადგა ეს ნაბიჯი. თუ გადავხედავთ, ვარსკვლავების უმეტესობა ამ გადაწყვეტილებამდე მიდის ან იმის გამო, რომ სამშობიაროდ უკვე დიდი ასაკის არის, ან სექსუალური ორიენტაციის საკითხი დგას.

Rating

ხელოვნური განაყოფიერების გზით გააჩინა თავისი პირველი შვილი 36 წლის ჯუდი ფოსტერმა. მეორე რომ ეყოლა, 39 წლის იყო. მამების ვინაობა უცნობია, თუმცა ცნობილია ის, რომ ორივე შემთხვევაში ჯუდიმ ხელოვნურ განაყოფიერებას მიმართა.


Rating

ასეთივე მეთოდით გახდა დედა ჯულია რობერტსი. მსახიობი მაშინ 37 წლის იყო და ტყუპი ქალ-ვაჟი სწორედ ხელოვნური ჩარევის შედეგად გააჩინა.

ასევე, მხოლოდ ხელოვნური განაყოფიერების მეშვეობით გახდა დედა სელინ დიონი. თანაც, ორჯერ. 26 წლისამ პირველი შვილი გააჩინა, ათი წლის შემდეგ კი იმავე მეთოდით - ტყუპი.

ასევე ხელოვნური განაყოფიერების გზით გააჩინეს ტყუპი შვილი მომღერლებმა ჯენიფერ ლოპესმა და მერაია კერიმ. ანჯელინა ჯოლის პირველი შვილის გაჩენის შემდეგ მეორედ დაფეხმძიმების პრობლემა ჰქონდა და ექიმებს მიმართა. ასე მოევლინა ქვეყანას მისი ტყუპი ქალ-ვაჟი.

Rating

მრავალშვილიანმა ვარსკვლავებმა ვიქტორია და დევიდ ბექჰემებმაც გამოიყენეს ხელოვნური განაყოფიერება და სწორედ ამგვარად გაჩნდა მათი ერთადერთი ქალიშვილი ჰარპერ სევენი.

Rating

რაც შეეხება სუროგატი დედის მომსახურებას, ესეც აპრობირებული მეთოდია ვარსკვლავებს შორის. ერთ-ერთი ბოლო იყო რეჟისორ ჯორჯ ლუკასისა და მისი ცოლის მელოდი ჰობსონის გადაწყვეტილება.

Rating

მხცოვანი ასაკის გამო წყვილმა გადაწყვიტა, სუროგატი დედის მომსახურებით ესარგებლა და 2013 წლის 9 აგვისტოს მათი ბავშვი მოევლინა ქვეყანას.

გასული წელი ამ მხრივ ასევე აღსანიშნავი იყო რუსეთის პრიმადონას ალა პუგაჩოვას და მაქსიმ გალკინისთვის, რომელთაც სუროგატი დედის დახმარებით ტყუპი შვილი გაუჩნდათ.

არც ალას ყოფილი ქმარი, ფილიპ კირკოროვი ჩამორჩა ''მოდას'' და სუროგატ დედას გააჩენინა შვილი.

მანამდე, მსახიობმა სარა ჯესიკა პარკერმა და მეთიუ ბროდერიკმა ისარგებლეს სუროგატი დედის მომსახურებით. სარას პირველი შვილი ჰყავდა, მეორედ დაორსულების კი შეეშინდა და სუროგაციის წყალობით ორი ჯანმრთელი შვილი გაუჩნდა.


Rating

მსახიობი ნიკოლ კიდმანი ჯერ კიდევ ტომ კრუზთან ცხოვრების დროს ვერ ფეხმძიმდებოდა. ამის გამო წყვილმა ორი ბავშვი იშვილა. მოგვიანებით, მუსიკოს კიტ ურბანთან თანაცხოვრების პერიოდში ნიკოლმა გადაწყვიტა, სუროგატი დედის მომსახურებით ესარგებლა. ასე გახდა ნიკოლი ორი ღვიძლი შვილის დედა.

Rating

ბოლო დრომდე ყველამ იცოდა, რომ შერონ სტოუნის სამივე შვილი აყვანილი იყო. ახლა კი გაირკვა, რომ მეორე ვაჟი შარონს სუროგატი დედისთვის გაუჩენინებია.
რობერტ დე ნიროს ექვსი შვილი ჰყავს, აქედან სამი - სუროგატი დედისგან. უკანასკნელად მსახიობი 68 წლის ასაკში გახდა მამა.

Rating

ცნობილ ფეხბურთელ კრიშტიანო რონალდოს 2010 წელს გაუჩნდა შვილი სუროგატი დედისგან.

Rating

თავიანთი ორიენტაციის გამო (როგორც ცნობილია, ისინი ღია გეები არიან), ასევე სუროგატი დედის მომსახურებით ისარგებლეს ელტონ ჯონმა და რიკი მარტინიმ. ელტონ ჯონი და მისი მეორე ნახევარი უკვე ორი შვილის მშობლები არიან.

Rating

ასევე ორი შვილი - ტყუპი ჰყავს რიკი მარტინის, რომელიც შვილებს თვითონ ზრდის და ამბობს, რომ ამით დიდ ბედნიერებას იღებს.

ქეთი მელაძე
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 20 /
მარიამი
ქართველებს აღარაფერი გვეშველება!!!! პატრიარქს და საპატრიარქოს კარგის მეტი არაფერი უნდა ჩვენთვის...პატრიარქი რომ არა დღეს რაც ვართ და რაც გვაქს ესეც აღარ გვექნებოდა და მთლიანად გადავჯიშდებოდით...თქვენ კიდე აქეთ ლანძღავთ ეკლესიას......ეპისტოლეში ეწერა რჩევა რაც უკეთესია ჩვენთვის მაგრამ თქვენ როგორც ყოველთვის პირიქით იგებთ და ტეხთ ერთ ამბავს...პატრიარქის მაინც მოგერიდოთ.
18:39 / 09-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინა
იმ კომენტარების ავტორებს მინდა მივმართო,ასე თავგამოდებით რომ გვარიგებენ ჭკუას:-სანამ თქვენს თავებზე არ გამოცდით უშვილობით გამოწვეულ ტანჯვა-წამებას,ტკივილს და დარდით თეთრად გათენებულ ღამეებს,მანამდე ეგ თქვენი დარიგებები თქვენთვის შეინახეთ!!!და თუ უკვე გყავთ შვილები,იცოდეთ რომ ასეთი გზით დაბადებული ნანატრი ბავშვები თქვენს შემთხვევით და დაუგეგმავად ჩასახულ შვილებზე არანაკლებ ბედნიერები და სრულფასოვნები იქნებიან!!!!!!!!! ვოტ ტაკ!!!!
17:01 / 09-01-2014
გამოხმაურება / 0 /
მარი
კარგით რა ხალხნოოო არავის არ აქვს უფლება ჩაერიოს ჩემ ჩხოვრებაში მე შვილი როგორი გზით მეყოლება მარტო ჩემი საქმეაა. მაამაომ რომ თქვა ასეთი სახით გაჩენილი ბავშვიი უსიყვარულობისთვის არის განწირულიოო რა იცის მაგან??? ის მაინც ვიცი რომ ცემი შვილი იქნება და რაგაც მაინც ექნება ჩემი და არაა სხვისი .. მომკალი და ვერ ავიყვანნ ბავშვს მეშინიაა რა იცი რა გაიზრდებაა რა აქვს გენეტიკაში ასე რომ ვერაფერს ვერ ვხედავ ცუდსს ხელოვნურ განაყოფიერებაში და სუროგატ დედებში .....
15:56 / 09-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ნანა
მე პირადად,ვერაფერს ვხედავ საგანგაშოს მშობლების მიერ ან ხელოვნური,ან სუროგაციის გზით,შვილების გაჩენის სურვილში.ისე კი, უკეთესი იქნება,ყველამ თავის ცხოვრებას მიხედოს და სხვის ცხოვრებაში ცხვირის ჩაყოფას მოეშვას,ასე ბევრად ბედნიერები ვიქნებით და დიდხანს ვიცოცხლებთ.
15:36 / 09-01-2014
გამოხმაურება / 0 /
რა საჭიროა
მოსახლეობამ ისედაც კარგად იცის, რომ სუროგაციის გზით გაჩენილ ბავშვს ბუნებრივი გზით ჩასახული სჯობია, მაგრამ რა ვუქნათ იმ წყვილებს , რომელთა შორისაც ერთი უშვილოა, ან ქალს , რომელისთვისაც ჯანმთელობის მდგომარეობის გამო ფეხძიმობა საშიშია, ან ადამიანებს, რომლებიც ისეთ ასაკში შეუღლდნენ, როდესაც შვილის ყოლის შანსი უკვე არ არის. გასაგებია, რომ შვილის აყვანა გამოსავალია, მაგრამ აქ ბევრი რისკებია მის გენეტიკურ მემკვიდრეობასთან დაკავშირებით და თუ შესაძლებელია, რომ ბავშვი ჰგავდეს დედას/მამას, მათი სრულფასოვანი შვილი იყოს , რატომ არ უნდა მიმართონ წყვილებმა სუროგაციას? ან კი ახლა რატომ "ამოტივდტივდა" ეს თემა, რომელიც არც ისე აქტუალრი იყო აქამდე, მე მგონი , სწორედ ეს არის პრობლემა, მრავალი რელიგიური ხინჯი აქვს როგორც საზოგადოებას, ისევე სამღვდელოებას,ხომ არ ჯობია საპატრიარქომ ამას მიაქციოს ყურადღება , და თითიდან გამოწოვილ თემებზე არ ისაუბორს. საპატრიარქო სუროგაციაზე"დარდობს" , პარლამენტი პრეზერვატივებზე და ხანჯლის ტარებაზე. ამიტომაა ქვეყანა რომ გვექცევა თავზე.
13:56 / 09-01-2014
გამოხმაურება / 0 /
კოკო
რა ხდება საქართველოში, ყველამ ანაფორა ჩაიცვა და ქადაგად იქცა. დაზოგადოებას სურს რაც თვითონ უნდა ის მოიმინოს პატრიარქისგან, ვინღა უნდა გამოგაფხიზლოს და გაგაფრთხილოს. საღმთო რჯული საქართველოს კონსტიტუცის არ არის შენი სურვილით რომ ჭრა და კერო
12:29 / 09-01-2014
გამოხმაურება / 0 /
მარიამი
იქ არ ყოფილა საუბარი ბავშვების დასჯაზე, ყველა ადამიანს თავისი ცხოვრების გზა აქვს გასავლელი. კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდაო, ნათქვამია. პატრიარქი არის ერის სულიერი მამა, წმინდა ადაიანი რომელიც გვარიგებს და განმარტებს გვაძლევს როგორ უნდა ვიცხოვროთ სწორად.
11:07 / 09-01-2014
გამოხმაურება / 0 /
შოდა
რა ხდება ხალხო, მართლა გამოვთაყვანდით? მართლა ვერ გაგვირჩევია შავიი თეთრისგან, თუ ეს ბინძურთა ხროვა გამხდარა ჩვენი კერპები?
03:39 / 09-01-2014
გამოხმაურება / 0 /
აბა რა არის
დასჯილია აბა რა არის, ცისფერების და ლესბოსელების ხელში რო გაიზრდები და პირდაპირი გზა გაქ გაკვალული ჯოჯოხეთისკენ, ნუთუ ამდენს ვერ ხვდებით. მაგრამ ყველამ მშვენივრად იციტ პატრიარქის სიმართლის სესახებ, უბრალოდ ბოროტია მოდებული ქვეყანას და ატანილი ყავხართ წერას. უფალი განსჯის ბოლოში, პატრიარქი ცვენს გადასარჩენად ხშირად გვეუბნება მწარე სიმართლეს მაგრამ ეშმაკებს ხომ ჯვრის ეშინიათ და ცოდვილებს კიდევ უფლის სიმართლის
21:37 / 08-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ლიკა
ახლა ეს ყველა ბავშვი ცოდვილი და დასჯილია?!
18:51 / 08-01-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS