საქართველოს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი გადაცემაში "რა დროს ძილია" საკუთარ შვილთან, რვა თვის მერიკოსთან ერთად გამოჩნდა. ბუნებრივია, მინისტრთან საუბრის ერთ-ერთი თემა, პატარა მერიკოს ამ ქვეყნად მოვლინებასაც შეეხო.
როგორც ქალბატონმა თეამ აღნიშნა, მისთვის განსაკუთრებით სასიხარულოა გოგო შვილის ყოლა, რაც შემდეგნაირად ახსნა: "ჩემი შვილი რომ გოგოა, ძალიან მიხარია, იმიტომ, რომ ვფიქრობ, ბევრი გოგო სჭირდება ჩვენს ქვეყანას იმისთვის, რათა უკეთესი მომვალი ჰქონდეს. უფრო მეტი ქართველი რომ გვყავდეს ჩვენს ქვეყანაში, ამისთვის აუცილებელია ბევრი ჯანმრთელი, განათლებული და ძლიერი ქალი...
ასევე
ძალიან მიხარია, ბავშვს ჩემი გამზრდელი ბებიის სახელი რომ ჰქვია, რადგან ის ასრულებს სიმბოლურად იმ როლს, რომელსაც მომვალში მიაქვს ის წარსული, რომელიც მინდა, რომ მუდამ იყოს ცოცხალი... ჩემთვის ვფიქრობდი, რომ ჩემი მაგალითი ქართველ ქალებსაც მისცემს იმის განცდას, რომ არასდროს არ არის შვილის ყოლა გვიანი, არასდროს არ არის ოჯახის შექმნა გვიანი", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.
გადაცემაში მან მოზარდების დანაშაულის მტკივნეულ თემებზეც ისაუბრა. იხილეთ ვიდეოში სრულად თეა წულუკიანის ინტერვიუ.
იხილეთ ვიდეო: