რამდენად ღირსეულმა მიიღო გვირგვინი და რატომ ვერ იკავებენ ისინი მსოფლიო კონკურსებზე სასურველ ადგილებს? მოკლედ, გუშინ ბათუმში გაიმართა "მის საქართველოს" ფინალი, რომლის გამარჯვებულიც 24 წლის ნია წივწივაძე გახდა.
მას ბიზნეს ადმინისტრირებისა და მენეჯმენტის ფაკულტეტი აქვს დამთავრებული. უყვარს მოგზაურობა და ცურვა. აქვს საკუთარი ბლოგი, სადაც წერს სტატიებს და აღწერს თავის შთაბეჭდილებებს მოგზაურობასთან
არის სპორტის აქტიური გულშემატკივარი, რაც იმითაც გამოიხატება, რომ ის ცნობილი კალათბურთელის ბექა წივწივაძის, მანიკა ასათიანის მეუღლის და გახლავთ. რაც შეეხება მის პირად ცხოვრებას, მისი შეყვარებული ასევე სპორტსმენი ნიკუშა ჭანტურიაა.