08 დეკემბერი, 2017
"მე მიშას თაობა ვარ და მიშას თანამებრძოლი ვარ" - თინა ბოკუჩავა
დეპუტატი თინა ბოკუჩავა, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და აცხადებს, რომ ის მიშას თაობაა.
"მე #მიშასთაობა ვარ
2003 წელს ვარდების რევოლუციას აშშ-ში, Smith College-ის ბიბლიოთეკის სარდაფში ვუყურე, კომპიუტერების დარბაზში (Computer Lab). 100%-იანი დაფინანსებით ვსწავლობდი, საკუთარი კომპიუტერი არ მქონდა. ხოდა რომ დავინახე ეკრანზე ეს კაცი, ვარდით ხელში, როგორ შეიჭრა პარლამენტში, მივხვდი, რომ რაღაც ახალი დაიწყო ჩემს ქვეყანაში.

15 წლის ასაკში კორუფციას, კრიმინალს, სიღატაკეს და უიმედობას გავექეცი ამერიკაში. არ მინდოდა (და არც შეეძლოთ) ჩემს მშობლებს 10-15 ათასი გადეხადათ
ჩემს უნივერსტეტში "მოხვედრაში". საქართველოსკენ გამოხედვა არ მინდოდა. მაგრამ იმ ღამეს მივხვდი, რომ ახალი საქართველო დაიბადა.

ხოდა მართალია, ვინმე მდინარაძეს (რომელსაც რა შეუქმნია ამ ცხოვრებაში again? შემახსენეთ), სცხვენია, რომ მიშა საქართველოს მესამე პრეზიდენტია, მე ვარ უზომოდ ამაყი, რომ #მიშასთაობა ვარ და მიშას თანამებრძოლი ვარ. კაცის, რომელიც აფრქვევს თავისუფლებას, რომელიც არასოდეს იღლება, არასოდეს ნებდება და რომელსაც წარმატების სწამს, როგორც არავის.

თავისუფლების იდეის და უკეთესი მომავლისკენ სწრაფვის განსხეულებაა ეს კაცი. და ვერა და ვერ მიხვდნენ რეგიონის ოლიგარქები, რომ იდეის ჯინს ლამპარში ვერ დაამწყვდევ :) ამიტომ ვერ მოუგეს და ამიტომ ვერ მოუგებენ. ამიტომ გაიმარჯვებს და ამიტომ გავიმარჯვებთ ყველა, ვინც იდეისთვის ვიბრძვით.

ყინულიანი წლის თავზე გადასხმის გარეშე, გიწვევთ #მიშასთაობა-ს, მოყვეთ თქვენი ისტორია. ჩვენ მეტნი ვართ ვიდრე ბნელი, კორუმპირებული, იდეისგან დაცლილი, მორჩილი და წარსულში ჩარჩენილი ფსევდო პოლიტიკოსები. ჩვენ #მიშასთაობა ვართ", - წერს ბოკუჩავა.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
ჯემალი
მშვიდობაში მოიხმარეთ ერთმანეთი დაგვანებეთ ჩვენ თავი
11:16 / 11-12-2017
გამოხმაურება / 0 /
ვალერი
ყოჩაღ გოგონა
00:47 / 11-12-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS