გადაცემა "ექიმები" ეთერში 31 დეკემბერს გავა და წამყვანების გუნდს დავით ლოლაძე აღარ შეუერთდება.
ექიმების "იმედზე" გადასვლას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. კრიტიკოსებს კოტე მათითაშვილმა უპასუხა: "აი, რა მნიშვნელობა აქვს სად ვიქნებით! ჩვენ ჩვენს საქმეს ვაკეთებთ კარგად და მონდომებით, „იმედი“ იქნება თუ „რ-2“, მთავარი გუნდია
რა დაგემართათ, ადამიანებო, (ულტრაუმცირესობას ეხება) შეირგეთ და შეგვარგეთ რა! ვმუშაობთ და თავს არ ვიზოგავთ, რა ხელფასი, რის ხელფასი! წარმოდგენა არ გაქვთ, რა ხდება ტელევიზიებში და აქ იმოძღვრებით! არ შეიძლება ნეგატივის გაერეშე რომ წეროთ? ვახ!", - წერს მათიშაშვილი.