06 დეკემბერი, 2017
"დღეს რომ ორი ბავშვის მკვლელობა ეროვნული ტრაგედიაა, თქვენს თაობაში ეს ჩვეულებრივი ყოველდღიურობა არ იყო" - ცნობილი ინტელექტუალის სკანდალური პოსტი
ინტელექტუალური თამაშის „რა? სად? როდის?“ მონაწილე, ცვატა ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
მიმართვა მასწავლებლებს: „თქვენ არ იყავით ისინი, ცემაში რომ ხდიდით და ხდით მოსწავლეებს სულს?“
ერთ-ერთი კერძო სკოლის მასწავლებელი, ინტელექტუალური თამაშის „რა? სად? როდის?“ მონაწილე, ცვატა ბერძენიშვილი მასწავლებლებსა და ე.წ. ბიძერებს მიმართავს და კითხულობს, რა უფლება აქვთ მათ ქვეყნის საამაყო ახალგაზრდობა ლანძღონ.

ცვატა ბერძენიშვილის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ.

„ძალიან გაბრაზებული ვწერ ამ სტატუსს და შეიძლება ცოტა არეულ-დარეული, დიდი და უხეში გამომივიდეს, შეიძლება მერე ვინანო ამის დაწერა,
მაგრამ მაინც უნდა ვთქვა – სამაგიეროდ, გულწრფელი იქნება.

ძვირფასო მასწავლებლებო, ახლა რომ გამოდიხართ და ბავშვების მკაცრად აღზრდის ლეგიტიმაციას ითხოვთ და ჩამორთმეულ “უფლებებზე” წუწუნებთ – თქვენ არ ხართ ის, ვინც ძალადობრივ და აგრესიულ გარემოში ზრდიდა ამ ბავშვებს?

თქვენ არ იყავით ისინი, ცემაში რომ ხდიდით და ხდით მოსწავლეებს სულს და ეს აღზრდის ერთადერთი სწორი მეთოდი გგონიათ? თქვენ არ უწოდებდით და უწოდებთ მათ დებილებს, იდიოტებს, განუვითარებლებს და სხვა ათასგვარ სალანძღავ სიტყვას? თქვენ არ დაუმახინჯეთ ბევრ ბავშვს ბავშვობა და ბევრს შეაძულეთ საერთოდ განათლება? რამეს ვამატებ?

ძვირფასო “ბიძერებო”, რომ გამოდიხართ ენაგადმოგდებული და ახალგაზრდობას ლანძღავთ, ეს რა თაობა მოდისო, თქვენ რა თაობა იყავით, გახსოვთ საერთოდ? თქვენმა თაობამ არ დაანგრია და დააქცია ეს ქვეყანა? თქვენ არ იყავით, ტანკებით რომ დასდევდით ერთმანეთს და რუსთაველზე ტყვიების წვიმას აწყობდით?

თქვენი თაობა არ იყო, ყველა კუთხეში რომ ვიღაცას კლავდა? თქვენ არ დაგვიტოვეთ ეს დამპალი მემკვიდრეობა? დღეს რომ ორი ბავშვის მკვლელობა ეროვნული ტრაგედიაა, თქვენს თაობაში ეს ჩვეულებრივი ყოველდღიურობა არ იყო? რაიმე მეშლება?

ვინ მოგცათ თქვენ უფლება, რომ გამოდიხართ და ამ ქვეყნის საამაყო ახალგაზრდობას ლანძღავთ? იმ ახალგაზრდობას, რომელიც წლებია ცდილობს თქვენი ჩასვრილი მოწმინდოს და მაინც ყელამდე ნეხვში რომ ტივტივებს, ისევ თქვენივე დამსახურებით? აცნობიერებთ მაინც, რა მემკვიდრეობა დაგვიტოვეთ?

რაღაც მოსაზრებებს გავეცანი ახლა და გაცეცხლებული ვარ, სიტყვებს ძლივს ვუყრი თავს და შეიძლება ზედმეტი მომდის. ვიცი, რომ ყველა მასწავლებელს, ყველა უფროსი თაობის წარმომადგენელს არ ეხება ეს და გულწრფელ ბოდიშს ვუხდი მათ, ხოლო იმათ, ვისაც ეს სტატუსი ეწყინება და აეწვება – უნდა ეწყინოთ და აეწვათ კიდეც, მათთვის დამიწერია ესე იგი.

P.S. სანამ მამაჩემის მაგალითს მომიყვანთ და ამით შეეცდებით “მამების თაობის” რეაბილიტაციას, მანამდე მე თავად შეგახსენებთ, რომ მამაჩემი პირველი მოაწერდა ამ ტექსტს ხელს, ცოცხალი რომ იყოს“.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 5 /
ლეილა
აი მე კი იმ 90-იანებიდან მოყოლებული მასწავლებელი ვარ და გასახსენებელი მეც ბევრი მაქვს, თუმცა აზრი არ აქვს, ცოტას გავიხსენებ. მაგალითად როგორ ვხსნიდი გაკვეთილს მთლად გაყინული, ცარცს ავიღებდი, დაფისკენ შევტრიალდებოდი და ცრემლებს მოვიწმენდდი ხოლმე, სამსახურში სულ ფეხით დავდიოდი, იმიტომ რომ სამგზავრო ფული არ მქონდა, ბავშვებს უფასოდ ვამზადებდი. ერთხელ ჩანტა გამომტაცეს ხელიდან, ინსტიქტურად გავეკიდე ქურდს, რას დავეწეოდი, გამახსენდა რომ იმ ლამაზ ჩანთაში (ნათესავმა გამომიგზავნა საზღვარგარეთიდან) მხოლოდ ცარცი და ცხრილი მედო, მეტი არაფერი. გვლანძღეთ მასწავლებლები, ამაზე ადვილი არაფერია, ია გერმანიამ კი მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ყველაფერი ნულიდან რომ დაიწყო, მასწავლებელს ყველაზე მაღალი ხელფასი დაუწესა, რადგან სახელმწიფო იყო და იცოდა, რომ სწორედ მასწავლებელს უნდა აღეზარდა მომავალი თაობა, რომელიც ქვეყანას ფეხზე დააყენებდა... ლანძღეთ მასწავლებლები, თქვენ მეტი არაფერი შეგიძლიათ
13:53 / 10-12-2017
გამოხმაურება / 0 /
nino
chven vart eri romelic shecdomebse ver da ar scavlobs.
21:40 / 07-12-2017
გამოხმაურება / 0 /
თეო
არაჩვეულებრივი შეფასებაა. ყოჩაღ!
14:33 / 07-12-2017
გამოხმაურება / 0 /
ზუკა 1990
ათას პროცენტიანი ხარ... ტვინი წაიღეს ამ ჩვენი თაობის ლანძღვით... მთელი ბავშვობა შიმშილში,სიცივეში,უშუქობაში,ომში და შიშში გაგვატარებინეს, ქვეყანას დედა მოუტყნეს, ერთი პრეზიდენტი მოკლეს მეორე ჩამოაგდეს,მესამე ქვეყნიდან გაიქცა და კიდე რა თაობა მოდისო.. ნამუსი არ გაქვთ? P.S. მაინც მშვენიერი თაობა გავიზარდეთ და მგონი ეს დავამტკიცეთ კიდევაც ბევრჯერ
12:33 / 07-12-2017
გამოხმაურება / 0 /
111
რთული მოსასმენია, მაგრამ სამწუხაროდ სიმართლეა.აქვე გავიხსენებ შემთხვევას, რომელიც დღემდე მძიმედ მახსოვს: 90-იანი წლებია, არ არის ტრანსპორტი. დაახლოებით 12 წლის ვარ, ქალაქის პერიფერიიდან ქალაქის ცენტრში ფეხით გვიწევდა კილომეტრების გავლა.შუადღეა,ავუყევი ელბაქიძის აღმართს, გავდივარ გვირაბში და ვხედავ როგორ გადმოიღო გამვლელი მანქანის ფანჯრიდან ვიღაცამ იარაღის ლულა, დღემდე მახსოვს როგორ გაჩერდა დრო,როგორ გამეყინა კიდურებში სისხლი, წამიერად გავიფიქრე ნუთუ აქ უნდა შეწყდეს ჩემი, ღვთისგან ბოძებული სიცოცხლე? ეს ის დრო იყო, როცა არაფრისთვის, უბრალოდ, მიზეზ გარეშე კლავდნენ.თუმცა მე გამიმართლა, ადგილზე გაკვავებულს ჩამიარა მანქანამ და დავინახე ასე 5-6 წლის ბავშვი, რომელსაც სავარაუდოდ სათამაშო ავტომატი ეკავა და თან მუშტს მიღერებდა.
18:38 / 06-12-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS