06 დეკემბერი, 2017
3 ყველაზე თამამი არომატი მათთვის, ვისაც ყოველდღიური ერთფეროვნება მობეზრდა
Chloé Absolu de Parfum, Chloe
აი, კვლავ აღორძინდა წარსულის დიდი პარფიუმერების იდეები და ვარდისა და პაჩულის შეხამებით ხორცშესხმული დიდებით დაუბრუნდა "არომატული მოდის" სამყაროს.
გრილი არომატი ელეგანტური სისადავის კლასიკური ნიმუშია, მასში არც მოწიფული ვნებებია და არც ახალგაზრდული გიჟმაჟი გზნება.

Rating


Rebel, Franck Boclet

ხმამაღალი სახელწოდება "მეამბოხეები" მართლაც 15 წლის მოზარდის ამბოხია. არომატი ნამდვილად მკვეთრია, თუმცა, მასში პროვოკაციის ნატამალიც არ არის. დატკბით ვარდის, ვანილისა და ზაფრანის სურნელით. იგრძნობთ, როგორ აერთიანებს ეს სურნელი აღმოსავლეთსა და დასავლეთს.
ის ერთგვარ შვებას მოჰგვრის გარდატეხის
ასაკში მყოფი მოზარდის ჭირვეულობით დაღლილ მშობლებს.

Rating

Boss The Scent Intense, Hugo Boss

თამამი არომატია, თუმცა, არა ზედმეტად ბრუტალური. ქონდრისა და ციტრუსის არომატი თანდათან გადადის ლავანდის სურნელში, რომელსაც ვანილისა და ტყავის არომატი "ანეიტრალებს", შლეიფად კი გამომშრალი ხისა და ბალზამისებური მოტკბო ამბრა მიჰყვება.

Rating


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS