05 დეკემბერი, 2017
სოფიკო შევარდნაძე სააკაშვილზე: ახლა რად გადაიქცა ის, ალბათ, თქვენ თვითონაც ხედავთ
ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილმა სოფიკო შევარდნაძემ, ОРТ-ის ეთერში გადაცემა "Время покажет"-ში მიხეილ სააკაშვილის შესახებ ისაუბრა.

"მიხეილ სააკაშვილის მიმართ ჩემი დამოკიდებულება არ შეიძლება იყოს დადებითი. მან დაამხო ის ხელისუფლება, რომლის ხელმძღვანელიც ბაბუაჩემი იყო და ამ გზით მოვიდა ხელისუფლებაში.

მე მას მთელი ცხოვრებაა ვიცნობ, იმ დროიდან, როდესაც ის ბაბუაჩემის მმართველობის დროს იუსტიციის მინისტრი იყო. მინდა, სწორად გამიგოთ. მე მაქვს ორი ქვეყანა - რუსეთი და საქართველო და მე ორივე ზუსტად ისე მიყვარს, როგორც უნდა გიყვარდეს საკუთარი სამშობლო.

მე არ
მინდა არჩევანის გაკეთება, რადგან ორივე რუსეთიც და საქართველოც ჩემი ქვეყანაა და როგორი დამოკიდებულებაც არ უნდა მქონდეს მე სააკაშვილის მიმართ, ჩემმა ხალხმა ოდესღაც ის აირჩია პრეზიდენტად. ახლა რად გადაიქცა ის, ალბათ, თქვენ თვითონაც ხედავთ. მაგრამ მე არ მინდა მასზე კომენტარის გაკეთება რუსულ ტელევიზიაში, ზუსტად ისევე, როგორც არასდროს არ გავაკეთებ კომენტარს არც ყოფილ და არც ამჟამინდელ რუსეთის პრეზიდენტზე. იმედია, გამიგებთ", - განაცხადა სოფო შევარდნაძემ.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 21 /
გიო
ბაბუაშენის შვილიშვილს საერთოდ ამოგეღება ხმა? სააკაშვილმა გადაარჩინა ბაბუაშენის მიერ დაღუპული ქვეყანა. ამის მერე კიდევ ბედავ და ხმას იღებ?! სხვათა შორის, მიშა ხალხმა გამოაშვებინა. ასე რომ, მოეშვით, ქოცებო და ქოცების მოტრფიალეებო!
02:40 / 06-12-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS