სწორედ ამ უკანასკნელს ეხმაურება გარდაცვლილი მოსწავლის ერთ-ერთი ახლობელი მაია შაღაშვილი და ფეისბუქზე სტატუსს ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"რას იზიარებთ ხალხნო რას! იმას რომ მკვლელის დედა მუშაობის გამო ვერ უვლიდა შვილს? უსუსური თავის მართლება. ლევანის დედა სამსახურიდან
დიახ მკვლელის დედაა მკვლელის. მარტო ეგ "ქალბატონი" კი არა ყველა ის დედა, რომლის შვილსაც ხელებგაკავებული ეჭირათ ეს ბიჭები და უყურებდნენ როგორ დ ა კ ლ ე ს. თანატოლები. ცოტა ემუშავათ და მშიერი ყოლოდათ, ვიდრე მაძღარი მკვლელი აღეზარდა ასეთ დედებს და მამებს არ სჭირდება თანაგრძნობა.
იცით? გუშინ საღამოს დათოს მამა მოვიდა ლევანის მამასთან, ხმამაღლა დაიტირა და მადლობა უთხრა ლევანს რომ მის შვილს 23 საათი აჩუქა. აქ ეს უნდა გენახათ და მერე მუშაობისა და რჩენის მიზეზად მოუცლელ დედას კი არ დაინახავდი, ხორცი დაგეწვებოდათ სისხლი გაგეყინებოდათ, ლევანის და დათოს დედის მნახველებს. დათოს დედა მკვდარსაც ვერ უყურებს სამი წლის უნახავი შვილი მკვდარი როგორ ვნახოო.
ლევანის დედას ჯერ არ უნახავს შვილი გათიშული ნემსებით მოჩვენებასავით დაფარფატებს. მარტო ლევანი უნდა ლევანიკო შვილო რა ვქნას ხავის. აკაკის გამზრდელი წაიკითხოს ყველა მკვლელის დედამ".