06 იანვარი, 2014
ქეთა თოფურია რუსეთში ყველაზე გემოვნებიანად დაასახელეს
ქეთი აქტიურად მისდევს მოდას, თუმცა არასდროს ღალატობს საკუთარ თავს -ცოტა გიჟმაჟური, თავისუფალი და ცელქია ქეთასთვის გასული წელი მართლაც წარმატებული იყო. განსაკუთრებით ალბათ იმის გამო, რომ პირადი ცხოვრება აიწყო და ოჯახი შექმნა. მისი ლამაზი და მრავალფეროვანი ქორწილი წლის საუკეთესო ვარსკვლავურ ქორწილებს შორის დასახელდა.

გარდა ამისა, ქეთას კარიერული თვალსაზრისითაც დატვირთული წელი ჰქონდა -კონცერტები, ახალი სინგლები, გამოსვლები, ფოტოსესიები და ა.შ. და, რასაკვირველია, რუსული საზოგადოება გასულ წელსაც აქტიურად ადევნებდა თვალს ქეთას ჩაცმულობას, რითაც თავიდანვე გამოირჩეოდა.

გასულ წელს სხვადასხვა ღონისძიებაზე გამოჩენილი
ქეთა, როგორც წესი, ორიგინალურად და საინტერესოდ ჩაცმული, საყოველთაო ყურადღების ცენტრში ექცეოდა და შემდეგ ყველა განიხილავდა მის სტილს.

ქეთა უკვე რამდენიმე წელია რუსეთის საუკეთესოდ ჩაცმულ და გემოვნებიან ვარსკვლავთა სიაში ხვდება. 2013 წელიც არ ყოფილა ამ მხრივ გამორჩეული და ქეთა კვლავაც საუკეთესოთა შორის არის.

ერთ-ერთმა პირველმა გემოვნებიანთა სია რუსმა ფეშენ-ექსპერტმა, დიზაინერმა ალექსანდრ როგოვმა შეადგინა. პირველი ადგილი მან ვერა ბრეჟნევას არგუნა, მეორე -რენატა ლიტვინოვას, მესამე პოზიციაზე კი ქეთა აღმოჩნდა.

- ქეთი ნამდვილი მშვენიერი ქართველი ქალია, არა მხოლოდ შესანიშნავი ვოკალის მფლობელი, არამედ საუკეთესო გემოვნების მქონეც, -აღნიშნავს როგოვი, - არ შევეხები მის საკონცერტო სამოსს, ყოველდღიურად ყოველთვის დახვეწილია.

ქეთი აქტიურად მისდევს მოდას, თუმცა არასდროს ღალატობს საკუთარ თავს -ცოტა გიჟმაჟური, თავისუფალი და ცელქია. მისი ერთ-ერთი ღირსება ის არის, რომ ახალგაზრდა დიზაინერებს უდგას გვერდში.

მართლაც, ქეთას კოსტიუმების ავტორი ძალიან ხშირად არის რუსეთში მოღვაწე კიდევ ერთი ქართველი, დიზაინერი ბესარიონი.

ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
ლადო
ხათუნა გოგორიშვილი უფრო გემოვნებიანია,განსაკუთრებით როცა დილიდან წვერი აქვს გაპარსული!
01:26 / 12-01-2014
გამოხმაურება / 0 /
მაიკო
ქეთუშაა სუპერ !!!! უმაგრესიააა, პირადად მე ვამაYობ რომ ქართველია და ესეთი ლამაზია!!!! შეუდარებელია!!!! ქეთას ფანი ვარ!!!!!!!!
20:32 / 06-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინო
მართლა მაგარი გემოვნება აქვს ამ გოგოს
18:42 / 06-01-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS