"ამასობაში, ჩიკა მართლა ჩიკა აღმოჩნდა, მტკვარზე გუშინ ისეთები დაატრიალა" - წერს გაბუნია მსახიობზე. როგორც აღმოჩნდა, ჩირაძემ კლუბში უფასოდ შესვლა გადაწყვიტა თავის თანმხლებ პირებთან ერთად.
"რატომ გადაწყვიტა ვინმე ანი ჩირაძემ რომ კლუბში უფასოდ შემოვიდეს, ხელში სასმელით და თან მასთან ერთად მყოფი ტიპებიც უფასოდ უნდა შევუშვათ?
იმავე პოსტში კომენტარებში ანა ჩირაძეც წერს პასუხს ბრალდებაზე და ქეთა გაბუნიას მიმართავს:
"ქეთა, დამისკრინეს ეს თქვენი ღაღადი და რომ არ გიპასუხოთ არ შემიძლია. ჯერ ეს საქვეყნოდ გამოდებული პოსტი-ცოტა უხერხულია მემგონი... მერე.. განა რითი შეწუხდით ასე ,ჩემი საქციელით ნეტაიიი)))) მოკლედ როგორც არი.. საერთოდ არც გიცნობთ და მემგონი ცოტა თავის შეკავება უცხო ადმიანების ლანძღვის დაწყების წინ დაგამშვენებდათ.. ესეიგი რა გაცოფებული უნდა იყო ადმიანი ეს რომ დაწერო. მაპატიეთ თქვენ თუ რამე დაგიშავეთ და სულ კარგად ბრძანდებოდეთ", - წერს ანი ჩირაძე.