02 დეკემბერი, 2017
მარიკო ლეჟავა ვერაზე მომხდარი მკვლელობის დეტალებზე
მომღერალი მარიკო ლეჟავა ნანუკა ჟორჟოლიანის სტატუსზე 51-ე სკოლასთან მომხდარი შემთხვევის შესახებ წერს:

"დედას ვფიცავარ ეხლაც არ ვარ გონზე.. ჩემი ძმის მეგობარი იყო ეგ ბავშვი რომელიც გარდაიცვალაა.. უბრალოდ გასაშველებლად მივიდა. არც იცოდა რა ხდებოდა დაა უკნიდან იმ არაადამიანმა, ფუაი რა სახელით შევამკო არ ვიცი, ფილტვში დააარტყა!!!

და მეორეე ბავშვი გულშიაა და ბარძაყში დაჭრილი.. ქირურგი გაოგნებული იყო ასეთ სადისტური ჭრილობები ცხოვრებაში არ მინახავსო… ნოლოვანი ტოლერანტობა კი არა, აი ჩემი ხელით გამოვფატრავდი იმ არაკაცს!!!!!!

დე
დამ შვილი სკოლაში გამოუშვაა და მიცვალებული მიუსვენეს.. შოკიდან ვერ გამოვდივარ. ეგრევე იმას წარმოვიდგენ რომ ჩემი ძმა შეიძლება ყოფილიყო იქ გამშველებელი და ეგეთი რამ დამართნოდა გული მაქვს გაგლეჯილიიი… სადისტი ცივსისხლიანი ბავშვები. არ მჯერა როგორ გაიმეტეს სასიკვდილოდ.. რაებს ვწერ არც ვიცი", - წერს მარიკო ლეჟავა.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS