01 დეკემბერი, 2017
რას ჰყვება ჩხუბის დროს მოკლულ მოსწავლეზე თანაკლასელი - "ის უბრალოდ გამშველებელი იყო..."
თბილისში, ხორავას ქუჩაზე, სკოლის მოსწავლეებს შორის მომხდარი ჩხუბის დროს 16 წლის მოზარდი მოკლეს, მისი პარალელური კლასელი კი მძიმედ დაჭრეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორივე არასრულწლოვანს დაპირისპირების დროს ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენეს. 16 წლის ლ.დ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ხოლო დ.ს-ს, რომელიც რესპუბლიკურ საავადმყოფოში უმძიმეს მდგომარეობაში შეიყვანეს, ორი ოპერაცია ჩაუტარდა. ამ დროისთვის ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.


AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, გარდაცვლილი ლ.დ და დაჭრილი დ.ს პარალელური კლასელები და მეგობრები იყვნენ. ლ.დ ვერაზე, ერთ-ერთ ქუჩაზე ცხოვრობდა. ჩვენ დაჭრილისა და გარდაცვლილის
ვინაობას შეგნებულად არ ვასახელებთ.

სავარაუდოდ, დაპირისპირება 51-ე სკოლის რამდენიმე მოსწავლესა და კიდევ ერთი სკოლის აღსაზრდელებს შორის მოხდა. არასრულწლოვნების ჩხუბის მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია. შსს-მ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. სამართალდამცველებს დანაშაულში ბრალდებული ამ დრომდე არ დაუკავებიათ.

მოკლულ ლ.დ-ს მისი თანაკლასელი და მეგობარი ნ.ე. უკონფლიქტო ადამიანად ახასიათებს. ჩვენთან საუბარში 51-ე სკოლის მოსწავლე ამბობს, რომ ლ-ი საუკეთესო, მედლის კანდიდატი მოსწავლე იყო.

- ლ-ი ჩემი კარგი მეგობარი იყო, დღეს საკონტროლო გვქონდა მათემატიკაში, მან ვერ დაწერა კარგად და ამის გამო დავცინე კიდეც, ვეხუმრებოდი... ზოგადად, ლ-ი საუკეთესო, მედლის კანდიდატი მოსწავლე იყო. კონფლიქტური ადამიანი არ ყოფილა, ძალიან კარგი ბიჭი იყო. ზოგადად, ჩვენს სკოლაში ბავშვები ერთმანეთთან დაპირისპირებულები არ არიან. 

განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS