ველოდებით სავსე მთვარეობას სასწორის ზოდიაქოს ნიშანში. რაც იმას ნიშნავს, რომ ემოციური ფონი გამძაფრებულია ამ დღეს – განსაკუთრებით კირხჩხიბებისთვის – იმიტომ რომ ზოდიაქოს ამ ნიშანს მთვარე მართავს, ასევე წყლის ნიშნებისთვის (თევზები, მორიელი).
რაკი სავსემთვარეობა სასწორშია, ასევე ემოციური კონტროლი მართებთ სასწორებს, ვერძებს და თხის რქებს. ეს დღე ბალანსის და “ოქროს შუალედის” პოვნის დღეა. ეცადეთ მოახერხოთ “ჟონგლიორობა” და მაქსიმალურად აარიდოთ თავი დაძაბულობას, კონფლიქტებს, დაპირისპირებებს. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ პარტნიორულ ურთიერთობებს,
ამიტომ, ყველაზე მეტი დაკვირვება ზუსტად საყვარელ ადამიანებთან/მეუღლეებთან გმართებთ. ნუ აჰყვებით ემოციებს, ნუ ჩაუდგებით ჯიბრში ძვირფას ადამიანს, ნუ მიაყენებთ შეურაცხყოფას.
მეტი დრო დაუთმეთ მას, მოუსმინეთ, გაუგეთ და მეტი კომპრომისი ეძებეთ ამ მხრივ. აკონტროლეთ ასევე ჯანმრთელობის მდგომარეობაც. იმიტომ რომ, სავსემთვარეობას, როგორც წესი, აქტიურია პრობლემები ნერვულ სისტემასა და წნევის ცვალებადობასთან დაკავშირებით. ასევე გახსოვდეთ, რომ სავსე მთვარეზე, როგორც წესი, ორი რამ მატულობს - მადა და ემოციები. შესაბამისად, ამ ორი ასპექტის მხრივ აკონტროლეთ თავი. თუმცა, სავსე მთვარეს დადებითიც ბევრი აქვს. კერძოდ ის, რომ ეს დღე სურვილების ჩაფიქრების და ასრულებს დღეა. ამ დღეს ისე როგორც არასდროს თქვენი “მინდა” ასმაგად ძლიერია და ნებისმირი სურვილი, რომელსაც სავსემთვარეობისას კოსმოსს გაუგზავნით გაცილებით უფრო მალე და მარტივად აგისრულდებათ.
განაგრძეთ კითხვა: