30 ნოემბერი, 2017
"იმხელაზეა ფასები ავარდნილი, ხალხი როგორ არსებობს მიკვირს"
მომღერალი ნინი ბადურაშვილი ლარის კურსის გაუფასურებით შეწუხებულია. ამის შესახებ ნინი სოციალურ ქსელში წერს.

„ღამე რომ მიფრინავ ევროპაში და ასეთი ბედნიერი კურსი რომ გხვდება. ანუ, ფაქტობრივად, სახლი უნდა გავყიდო იმისათვის, რომ 100 ევრო მოვიპოვო, ხო? დიდი მადლობა, კარგი კურსია უდავოდ! გაიხარეთ" - წერს ბადურაშვილი.

ბადურაშვილის პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ბუნებრივია, ლარის გაუფასურება ბევრ ადამიანს აწუხებს, მათ შორის ცნობილ ადამიანებსაც. 

თუმცა, გამოჩნდნენ ისეთებიც, რომლებმაც მომღერლის პოსტი, პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანეს: 
"მერე კალაძე რო აირჩიეთ იმას უთხარი ნინი, აქ
რას იძახი. ზატო ტვინი აქვს თავის ცოლს" - დაწერა ერთ-ერთმა მომხმარებელმა. რაზეც მომღერალმა უპასუხა: კალაძე რა შუაშია?  ვოცნებობ, რომ ლარი გამყარდეს. არა რა თქმა უნდა ვიცი ვინც არის შუაში და მას ვთხოვ რომ გვიშველოს რამე თორე იმხელაზეა ფასები ავარდნილი ხალხი როგორ არსებობს მიკვირს.


Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS