შორენას თქმით, მან დიდი სირთულეები უკვე გადალახა და სხვა დანარჩენი სასაცილოდ ეჩვენება.
"სირთულეები ჩემი ცხოვრების თანმდევია, ყოველთვის ყველაფერზე მაკრიტიკებდნენ. ვთქვი, ქურქები მიყვარს-მეთქი და გამაკრიტიკეს, ბრილიანტები მიყვარს-მეთქი და ვაიმე, ეს როგორ ვთქვი თურმე. შეყვარებული მყავს-მეთქი და ყველამ გაიკვირვა, გამაკრიტიკეს. ისეთი ქალი მანახა, ვისაც ეს ყველაფერი არ მოსწონს და გავჩუმდები.
მადლობა ღმერთს, ჩემი წარმატება იმ ხალხზე არ არის
- როგორ არის ახლა ევა?
- არ მინდა ევაზე ლაპარაკი. გადავწყვიტე ჩემს შვილზე საჯაროდ აღარასდროს ვილაპარაკო. მთავარია, ბავშვი არის კარგად, დადის, დღითიდღე ლამაზდება.
- რას შესწირავთ სიყვარულს?
- არავის არაფერს შევწირავ. აქეთ უნდა შემომწირონ ყველაფერი. ვფიქრობ, ქალმა არასდროს უნდა შესწიროს სიყვარულს რაღაც. თუ უყვარხარ, პირიქით, აქეთ უნდა გააკეთონ შენთვის ყველაფერი.
ჟურნალი "სარკე"
ლანა კიკნაძე