28 ნოემბერი, 2017
"ფორმაში იმიტომ ვარ, რომ მამაკაცების სიმპატია დავიმსახურო"
სექსუალური შევიწროების აკრძალვის მოთხოვნით ქალთა მოძრაობის პეტიცია უკვე პარლამენტშია. სექსუალურ შევიწროებად შეიძლება ჩაითვალოს დასტვენა, ან დასიგნალება, სექსუალური ხასიათის ფრაზები, მიძახება, მიშტერება და ა.შ.

რას ფიქრობს კანონპროექტთან დაკავშირებით ნინი ბადურაშვილი, ამის თაობაზე ჟურნალ "გზას" ესაუბრა.

"არამგონია დაჟინებული მზერა და დასიგნალება დანაშაული იყოს. დასაბუთება აკლია ამ ყველაფერს. პირადად მე და ბევრი სხვა ქალი, იმიტომ უვლის თავს და იმიტომ იპრანჭება, რომ მამაკაცის ყურადღება მიიქციოს. ნამდვილად არ ვაპირებ მამაკაცს იმის გამო ვუჩივლო, რომ ზედმეტად შემომხედა.

როდესაც ვინმეს მოეწონები და
ცქერას დაგიწყებს, ამაზე როგორ უნდა იჩივლო? დეკოლტე თუ გაცვია, მოხდენილად თუ გამოიყურები, მამაკაცი თუ შემოგხედავს, ეს სასიამოვნო უნდა იყოს ნებისმიერი ქალისთვის.

ფორმაში იმიტომ ვარ, რომ მამაკაცების სიმპატია დავიმსახურო. ნამდვილად არ მეწყინება, რომ ვინმემ ზედმეტად შემომხედოს", - აცხადებს მომღერალი.

თემის კომენტირებისას, ნინი ბადურაშვილმა საკუთარი მოსაზრება სამსახურში შევიწროებაზეც გამოთქვა და განაცხადა, რომ ეს დასჯადი უნდა იყოს.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS