პოპულარული ტელეწამყვანების მონაწილეობით „ეტალონი“ „პირველი არხის“ ეთერში 19:00 სთ-ზე დაიწყება.
2014 წლის „ეტალონის“ პირველ გადაცემაში „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ცნობილმა ტელესახეებმა მიიღეს მონაწილეობა. თამაში მხიარულად და საახალწლო განწყობით წარიმართა, მონაწილეები კი განათლებასა და პროფესიონალიზმს უწევდნენ პოპულარიზაციას.
ვინ გაიმარჯვა მხიარულ ინტელექტუალურ პაექრობაში და რა პრიზები გადაეცა ყველაზე იღბლიან ტელესახეს, ამას 4 იანვარს შეიტყობთ. პოპულარული ტელეწამყვანების მონაწილეობით „ეტალონი“ „პირველი არხის“ ეთერში 19:00 სთ-ზე დაიწყება.