26 ნოემბერი, 2017
"საქართველოში რუსეთის გამარჯვება ტეხავს" - საბავშვო ევროვიზიის ჟიურის სკანდალური განცხადება
საბავშვო ევროვიზია რუსეთის წარმომადგენლის გამარჯვებით დასრულდა. რასაც საზოგადოების აღშფოთება მოჰყვა. საკუთარი გაოცება მიღებული შედეგით, გამოხატა ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა თამრიკო სხვიტარიძემ.

"ხმამაღლა ვაცხადებ - ვიჯექი ევროვიზიის ჟიურიში. მომეწონა რუსეთის კონკურსანტის გამოსვლა - მაგრამ ხმა არ მიმიცია მისთვის - ყველაზე მეტი ქულა სომხებს მივეცი. თუმცა, ჩემს გარდა ჟიურიში კიდევ 4 წევრი იყო, მათ შორის ორი ბავშვი. ჩვენ ერთმანეთის შეფასებების ნახვის უფლება არ გვქონდა. ის რომ საქართველომ რუსეთს მისცა 12 ქულა და რუსეთმა საქართველოს ასევე 12 ქულა მისცა
- ეს კარგი ამბავი მგონია. ბავშვები არ უნდა გაიზარდნონ მტრულად.

თუმცა, ვთვლი და ჟიურიშიც ხმამაღლა ვთქვი - რომ საქართველოში რუსეთის გამარჯვება ტეხავს.

და კიდევ, სულ რომ 2 ქულა მიეღო რუსეთს ჩვენგან, მაინც რუსეთი გაიმარჯვებდა, რადგან ქართველმა ხალხმა არ იაქტიურა და ხალხის ხმა დააკლდა გრიგოლს და არა ჟიურის ხმა.
ნერვებაშლილი თამრიკო
ეს ბოლოა ჩემი ევროვიზიასთან გაკარება - ეს კონკურსი აშკარად ჩემი არ არის ", - წერს სხვიტარიძე.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
ნანა
დიახ,მეც ეს მაინტერესებს.რატომ ვერ გავხსენით ხმის მიცემის გვერდი? ოჯახის 3 წევრი ვცდილიბდით ხმის მიცემას გრიგოლ ყიფშიძესთვის ერთმანეთისგან დამიუკიდებლად,მაგრამ ვერცერთმა ვერ მოვახერხეთ.რატომ? ჟიურიმ ხომ ძალიან შეირცხვინა თავი,ძალიან აღშფოთებული ვარ მათი უგემოვნებიბით და უპრინციპობით.საერთიდ რა უნდოდათ ჟიურიში? ან ვინ შეარჩია ჟიურის შემადგენლობა? სირცხვილია!!!
21:00 / 29-11-2017
გამოხმაურება / 0 /
ლია
რა საძამარცხვინო განცხადებაა, ეს ხომ საბავშვო კონკურსი იყო. გრიგოლ ყიფშიძე მართლაც ძალიან ძლიერი მომღერალია,მაგრამ ნაკლები ხმა მიიღო.გრიგოლს შეუძლია ნებისმიერი კონკურსის გამარჯვებული გახდეს,რუსეთში რომ ჩატარებულიყო და გაემარჯვა,ხოლო რუს ჟიურის წევრს ასე ეთქვა, წარმომიდგენია აქ რა ამბავი ატყდებოდა.
11:39 / 27-11-2017
გამოხმაურება / 0 /
გრიშა
საიტი არ იხსნებოდა ამიტომაც ვერ მივეცით ხმა! რატომ არ იხსნებოდა საქართველოდან(თბილისიდან) ხმის მიცემის გვერდი?!!
00:14 / 27-11-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS