"ხმამაღლა ვაცხადებ - ვიჯექი ევროვიზიის ჟიურიში. მომეწონა რუსეთის კონკურსანტის გამოსვლა - მაგრამ ხმა არ მიმიცია მისთვის - ყველაზე მეტი ქულა სომხებს მივეცი. თუმცა, ჩემს გარდა ჟიურიში კიდევ 4 წევრი იყო, მათ შორის ორი ბავშვი. ჩვენ ერთმანეთის შეფასებების ნახვის უფლება არ გვქონდა. ის რომ საქართველომ რუსეთს მისცა 12 ქულა და რუსეთმა საქართველოს ასევე 12 ქულა მისცა
თუმცა, ვთვლი და ჟიურიშიც ხმამაღლა ვთქვი - რომ საქართველოში რუსეთის გამარჯვება ტეხავს.
და კიდევ, სულ რომ 2 ქულა მიეღო რუსეთს ჩვენგან, მაინც რუსეთი გაიმარჯვებდა, რადგან ქართველმა ხალხმა არ იაქტიურა და ხალხის ხმა დააკლდა გრიგოლს და არა ჟიურის ხმა.
ნერვებაშლილი თამრიკო
ეს ბოლოა ჩემი ევროვიზიასთან გაკარება - ეს კონკურსი აშკარად ჩემი არ არის ", - წერს სხვიტარიძე.