03 იანვარი, 2014
რატომ უყვარს ქართველები ირინა შეიკს
არის რამდენიმე მარკის სახე, საცურაო კოსტიუმებს აქტიურად წარმოადგენს და მსოფლიოში ცნობილ, ერთ-ერთ საუკეთესო და სექსუალურ სპორტსმენ კრიშტიანუ რონალდოს ხვდება მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური და ლამაზი ქალბატონი ირინა შეიკი გასულ წელს განსაკუთრებულად აქტუალური და პოპულარული იყო. წლის განმავლობაში რამდენიმე მნიშვნელოვანი რეიტინგის სათავეში მოექცა, რამდენიმე შთამბეჭდავი ფოტოსესია და სარეკლამო გადაღებაც იყო მის ანგარიშზე.

წლის ბოლოსკენ ირინა ქართველი დიზაინერის ანუკი არეშიძის ჩვენებაზეც გამოჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ, როგორც ანუკიმ აღნიშნა, ირინას ბებია ჰყავდა ცუდად. 20 დეკემბერს ცნობილი ლამაზმანის ბებია გალია
შაიხლისლამოვა 89 წლის ასაკში გარდაიცვალა.

სწორედ მისი გაზრდილები არიან ირინა და მისი უფროსი და. ბებო ზრდიდა შვილიშვილებს, სანამ მათი დედა რამდენიმე სამსახურში მუშაობდა, რომ გაჭირვებული ოჯახი გამოეკვება.

''შენ ყოველთვის დარჩები ჩვენს გულში სიცოცხლის მოყვარულ, კეთილ, მზრუნველ, მოსიყვარულე ადამიანად! ჩვენ შენით ვამაყობთ და გვიყვარხარ! მხოლოდ შენისთანა ძლიერი ქალი თუ შეძლებდა 19 წლის ასაკში ომში მოხალისედ წასვლას, რომ ჩვენი სამშობლო დაეცვა! ჩვენ ყოველთვის გვეყვარები და გვეხსომები! შენ სამაგალითო ხარ, ძლიერი, მამაცი და უბრალოდ, საყვარელი!'' - ასეთი სიტყვები მიუძღვნა ირინა შეიკმა ბებიის გარდაცვალებას.

ირინას დეკემბრის დასაწყისში გააგებინეს, რომ ბებიამისი კომაში ჩავარდა და საავადმყოფოში იმყოფებოდა. მან ყველა საქმე მიატოვა და მშობლიურ მხარეში, ბაშკირეთში გაფრინდა. რამდენიმე დღე გაატარა ავადმყოფის ლოგინთან და მისი გამოჯანმრთელებისთვის ლოცულობდა.

გალია შაიხლისლამოვაზე ცნობილია, რომ ბაშკირეთის ქალაქ სიბაიში ცხოვრობდა, მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობდა და დაზვერვაში მუშაობისთვის რამდენიმე მედალი ჰქონდა მიღებული. ახალგაზრდობაში ისეთივე ლამაზი იყო, როგორიც მისი შვილიშვილი.
ირინას ძალიან უყვარდა თავისი ბებია, ხშირად ნახულობდა, საჩუქრებით ანებივრებდა. ბებიასთან ჩასული იხსენებდა ბავშვობას, სიღარიბის წლებს. იქ მყოფი თვითონ ჩეხდა შეშას, აცხობდა ბლინებს... მერე ამ ფოტოებს სოციალური ქსელით ავრცელებდა ხოლმე.

ქართველების მოყვარული სუპერმოდელი

მსოფლიოში ცნობილი მოდელი ჩელიაბინსკშია დაბადებული, ემანჟელინსკში, 1986 წლის 6 იანვარს. მისი ნამდვილი გვარი შაიხლისლამოვაა. მამამისი მაღაროელი იყო და ირინას ბავშვობაში გარდაიცვალა, ფილტვების ანთებით. დედამისი, მუსიკის მასწავლებელი, რამდენიმე სამსახურში მუშაობდა. ირინას მამა წარმოშობით თათრეთიდან იყო, დედა - რუსი. სწორედ ამ ნაზავის წყალობაა მისი ეგზოტიკური გარეგნობა.

მოდელის კარიერა ირინამ ჩელიაბინსკში გამართულ სილამაზის კონკურსზე დაიწყო - ''სუპერმოდელი 2004''. სწორედ იქ დაინახა ცნობილმა სკაუტმა გია ჯიქიძემ. ამ ადამიანის აღმოჩენილია ასევე ნატალია ვოდიანოვა, ევგენია ვოლოდინა. მანვე ''აჩუქა'' მსოფლიოს ირინა შეიკი. გიამ ირინას შესთავაზა, პროფესიონალი მოდელი გამხდარიყო.

ირინაც დათანხმდა და ასე დაიწყო მისი თავბრუდამხვევი წარმატება ჯერ ევროპაში, მერე კი - ამერიკაში. როგორც ჩანს, სწორედ მისი ბიოგრაფიის ამ დეტალის დამსახურებაა ის, რომ ირინას განსაკუთრებულად უყვარს ქართველები. მის მეგობრებს შორის ბევრი ქართველია, მათ შორის ცნობილი ბიზნესმენი მამუკა ფიფია.

უყვარს ხინკალი და საქართველოში ჩამოსვლითაც დასდო პატივი ქართველ თაყვანისმცემლებს, როდესაც თბილისისა და მოსკოვის ''დინამოების'' ამხანაგურ მატჩს კრიშტიანუ რონალდოსთან ერთად დაესწრო.

ირინა 2007 წლიდან ნამდვილი სუპერმოდელია, იღებს ცნობილი და პრესტიჟული ჟურნალებისთვის, ბრენდებისთვის. არის რამდენიმე მარკის სახე, საცურაო კოსტიუმებს აქტიურად წარმოადგენს და მსოფლიოში ცნობილ, ერთ-ერთ საუკეთესო და სექსუალურ სპორტსმენ კრიშტიანუ რონალდოს ხვდება.

გარდა სამოდელო კარიერისა, ირინა საქველმოქმედო საქმიანობითაც გამოირჩევა. მშობლიურ ემანჟელინსკს ეხმარება, უდედმამო და ავადმყოფ ბავშვებს თანხებს ურიცხავს, მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაზე ზრუნავს.

ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
მარიამი
რა კარგია როცა ადამიანი ლამაზთან ერთად კეთილიცაა)
15:48 / 06-01-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS