"ეს დღე ჩემთვის განსაკუთრებულად მძიმე იყო. დედით ჩეჩენი - ქისტი ვარ, მამით - ქართველი და ეს მხოლოდ სიამაყით მავსებს და მამდიდრებს. შესაბამისად, საუბრები იმაზე, რომ ჩეჩნები ტერორისტები არიან და აქ ქართველების მოსაკლავად ჩამოვიდნენ, წარმოუდგენელია ჩემთვის და უფრო მეტიც, ვიცნობ რა მათ ბუნებას და დამოკიდებულებას ქართველი ერის მიმართ იმთავითვე გამოვრიცხავ ამ განზრახვას.
თუმცა, ფაქტია, რომ მომხდარი უმძიმესი დანაშაულია. ტერორიზმს
ვუსამძიმრებ დაღუპული სპეცრაზმელის ოჯახს, ამ მძიმე წუთებში მე თქვენს გვერდით ვდგავარ და ვლოცულობ, ნათელში ამყოფოს ღმერთმა მისი სული, ის მართლა გმირია. ჩვენ გმირებს არ ვივიწყებთ", - წერს ადვოკატი.