23 ნოემბერი, 2017
"ჩეჩნები ტერორისტები არიან და აქ ქართველების მოსაკლავად ჩამოვიდნენ, წარმოუდგენელია " - მარიამ კუბლაშვილი თბილისში ჩატარებულ სპეც-ოპერაციას ეხმაურება
ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ სპეც-ოპერაციას ეხმაურება. გავრცელებული ინფორმაციით, ქართველმა სამართალდამცავებმა ჩეჩნური წარმოშობის ტერორისტები დააკავეს.

"ეს დღე ჩემთვის განსაკუთრებულად მძიმე იყო. დედით ჩეჩენი - ქისტი ვარ, მამით - ქართველი და ეს მხოლოდ სიამაყით მავსებს და მამდიდრებს. შესაბამისად, საუბრები იმაზე, რომ ჩეჩნები ტერორისტები არიან და აქ ქართველების მოსაკლავად ჩამოვიდნენ, წარმოუდგენელია ჩემთვის და უფრო მეტიც, ვიცნობ რა მათ ბუნებას და დამოკიდებულებას ქართველი ერის მიმართ იმთავითვე გამოვრიცხავ ამ განზრახვას.

თუმცა, ფაქტია, რომ მომხდარი უმძიმესი დანაშაულია. ტერორიზმს
არა აქვს ეროვნება, არც სახე აქვს და არც რელიგია. ის დიდი ბოროტებაა.. არ ვიცით ჯერ გამოძიების შედეგები, ამიტომ გთხოვთ თავი შევიკავოთ მკვეთრი და უსამართლო შეფასებებისგან.

ვუსამძიმრებ დაღუპული სპეცრაზმელის ოჯახს, ამ მძიმე წუთებში მე თქვენს გვერდით ვდგავარ და ვლოცულობ, ნათელში ამყოფოს ღმერთმა მისი სული, ის მართლა გმირია. ჩვენ გმირებს არ ვივიწყებთ", - წერს ადვოკატი.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 4 /
ალლე
ამ ორუჯრედიანის კომენტარი ვინმეს აინტერესებს ნეტა?? ფუFFFFF:((((((
12:16 / 27-11-2017
გამოხმაურება / 0 /
გივი
ჩეჩენი ერი რა შუაშია როგორც ჩეჩნებში ისე სხვა ერებშია გარეწარი გათახსირებული ხალხი
21:45 / 26-11-2017
გამოხმაურება / 0 /
ნანა
სწორედაც რომ ადვილად წარმოსადგენია
23:24 / 24-11-2017
გამოხმაურება / 0 /
ვანო
ბაბუ,არც ისე პატარა ჩანხარ,მაგრამ შენ თუ არ გინდა გახსოვდეს,ჩვენ გვახსოვს ჩეჩნების ნათამაშები ფეხბურთი ქართველების თავებით!
18:16 / 24-11-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS