22 ნოემბერი, 2017
სკანდალი: "სტოპ-ხამის" წამყვანი გურამ შეროზიას ფოთელობის გამო, პროვინციელს, საზოგადოების უმრავლესობას კი ბრბოს უწოდებს
რამდენიმე თვის წინ, ინტერნეტ-სივრცეში გამოჩნდა გადაცემა „სტოპ ხამი“, რომელიც იმ მძღოლებს აჯარიმებს, ვინც მოძრაობის წესებს არ იცავს და მანქანაზე სტიკერებს აკრავენ, წარწერით: მე არ ვიცავ წესებს და ვაპარკინგებ სადაც მინდა.

ქართულ რეალობაში, კერძოდ კი თბილისში, რომ მოძრაობის წესებს თითქმის არავინ იცავს, ყველამ კარგად იცის და ცუდი არ არის, დაუმორჩილებელი მძღოლების მხილება, მაგრამ გააჩნია ვინ გააკეთებს ამას.

„სტოპ ხამის“ მახეში რამდენიმე დღის წინ, ბლოგერი გურამ შეროზია გაეხვია. მას მანქანა სამსახურთან ჰყავდა, ტროტუარზე გაჩერებული და საკუთარი ნომერიც
ჰქონდა დატოვებული.

„სტოპ ხამის“ წამყვანები, გურამ შეროზიას მითითებულ ნომერზე დაუკავშირდნენ და როგორც ბლოგერმა გადამღებ ჯგუფს განუმარტა, სამსახურში ტელეფონის დამტენის ასაღებად დაბრუნდა და ავტომობილი კონკრეტულ ადგილზე იმიტომ გააჩერა, რადგან სხვაგან ადგილი არ იყო.

შეროზიამ დღეს სოციალურ ქსელში პოსტი დაწერა, უფრო სწორად კანონი გამოაქვეყნა, რომელიც მის ქმედებას კანონდარღვევად არ თვლის.

„ეს რა გავიგე!!!

"საქართველოს კანონის საგზაო მოძრაობის შესახებ 37-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალებების დგომა ნებადართულია ერთ რიგად, სავალი ნაწილის კიდის პარალელურად, გარდა იმ ადგილისა, რომელიც სატრანსპორტო საშუალების სხვაგვარად დაყენების პირობებს ქმნის.

სავალ ნაწილთან მოსაზღვრე ტროტუარის ნაპირზე დგომა ნებადართულია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილისთვის, მოტოციკლისთვის, მოპედისა და ველოსიპედისთვის, თუ ისინი დაბრკოლებას არ უქმნიან ქვეითს."

ჰოდა ახლა სასწრაფოდ:

მომიხადოს ბოდიში დიქტატორმა წამყვანმა, უსამართლო მორალისტობისთვის და ის სტიკერი სახეზე გადაიკრას
შეუერთდეს ორი დაკუნთული მაჩო, მარჯვნიდან და მარცხნიდან რომ დაჰყვებიან ხოლმე ღირსების სადარაჯოზე
კამერამენებმა ჩაიტარონ ხარაკირი, თვალებში რომ მაჭყიტებდნენ და დამაბრმავეს უმიზეზოდ
შეუერთდეს ვიღაც გოგოც, ხმის დანადგარი რომ ეჭირა ჩემ თავს ზემოთ და ალყა შემომატყა
და ყველა ინტრიგანმა იდიოტმა, მსგავსი ტექსტებით ვინც გამოდიოდა კომენტარებში:

ეს როგორ იკადრა შეროზიაამ

სხვებს მოუწოდებს და თვითონ დაარღვიააააა?

პროსტა არ ეკადრებოდაააააა

მასე უნდა, მაგას, დაარღვია და მიიღოოო

გააუქმონ ფეისბუქები ცრუ ბრალდებისთვის და გადასახლდნენ ოდნოკლასნიკებზე. გადასახლდნენ რაა, დაბრუნდნენ.
იმედია დიდ ხანს არ მომიწევს ლოდინი, გელით
“, - დაწერა გურამ შეროზიამ.

ბლოგერის პოსტს „სტოპ ხამის“ წამყვანი ლევან კენჭოშვილიც გამოეხმაურა და არც მეტი, არც ნაკლები გურამ შეროზიას საკუთარი წარმომავლობის გამო დასცინა: პროვინციელისგან მეტს რას უნდა ველოდე პრინციპში, ცხრაასჯერ გაჟღერებულ დამაკნინებელ ფრაზას ატრიალებ, ახლა მთელი დიალოგის განმავლობაში. ვიდეოშივე ჩაიჭერი, ადგილი აღარ მიძებნიაო, მერე გეკითხები, ეცადე, რომ გეპოვნა-თქო? და კი-ო, ჩამოყალიბდი, ფოთი - დაწერა კენჭოშვილმა. რის გამოც ის მკაცრად გააკრიტიკეს. რის შემდეგაც, კენჭოშვილმა მორიგი კომენტარი დაწერა და საზოგადოების უმრავლესობას ბრბო უწოდა: გურამ, ახლა განიუსება და საკუთარი არარსებული სიმართლის დამტკიცება გსურს, ამისთვის საჯარო სივრცეს იყენებ, როცა შეგეძლო პირადი შეტყობინების სახით, ცივილურად დაგეფიქსირებინა საკუთარი პოზიცია, მაგრამ სააგენტოებს ხო უნდა მისცე სალაპარაკო და შემდგომში საზოგადოების უმრავლესობას, რომელსაც ბრბო წარმოადგენს, კარგი, დაგიკავშირდებიან შესაბამისი სამსახურები და პასუხსაც გაგცემენ, ოღონდ ეს პოსტი არ წაშალო, გაფიცებ.

თავად განსაჯეთ ვინ უფრო ხამია, ის ვინც არასწორად აპარკინგებს თუ ის, ვინც რაიონში დაბადებულებს დასცინის და პროვინციელებს უწოდებს. ხოლო საზოგადოების უმრავლესობას - ბრბოს. 


Rating




FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 6 /
გიო
ან ერთი ვინ ჩემი დიშლაა ან მეორე :D :D უბრალოდ გადავიკითხე და ძალიან მოზრდილი პიტალო ბიჭები ხართ :D :D თქვენს დედებს დავეცი როგორ საყვარლად არკვევენ ფეისბუკით საქმეებს :D :D
17:03 / 18-12-2017
გამოხმაურება / 0 /
მად
შენ ''კენჭიაანთ'' ბიჭო დიდი უზრდელი ვინმე ხარ და ღირსი ხარ ''ბრბომ'' და ''პროვინციელებმა'' ერთი კარგად დაგცინონ შენ (და შენნაირებიც)თუ ქალაქელი '' კინტოები'' ხართ ვყვირივართ ეს ჩამოსულები?ერთი ციცქნა ქვეყანა გვაქვს რა პროვინციაზე ლაპარაკობთ? ერთ ნაბიჯზეა ყველგან ღირსება ყველა კუთხე კუნჭულშია ღირსება რომელიც ისევე დაკარგეთ როგორც კი იპოვეთ სხვისი უღირსობა...ასე ქუჩა ქუჩა წოწიალი და ქაჯობა თU კაი ბიჭობაა ჩამოვრჩით ეტყობა ევროპას.სხვისი საქმეა ბატონო და მიდით იმათ გაუბედეთ და მოსთხოვეთ დაკისრებული მოვალეობის შესრულება ქუჩას მართავს ''კენჭიაანთ ბიჭი?'' ეგრე დავეცით ...მიდი და დაპარგინდი ეხლა სადაც გინდა ჩემი გითხარი.......ჰმ,გამოგვიჩნდა პატრონი აკონტროლებს ბიჭი პარკინგს ქალაქში
11:35 / 01-12-2017
გამოხმაურება / 0 /
55555
ეჰ,შეროზია, კაცობის რომ არაფერი გეცხო,იქიდან გამოჩნდა,რაც ნაცნობი გოგოს გათხოვებასთან დაკავშირებით დაწერე.არაკაცური საქციელია.ვერ მიხვდები,მაგრამ მაინც დავწერ.იმის მაგივრად,რომ მიგელოცა გაბედნიერება და გაგხარებოდა, რომ ოჯახი იმ პრინციპებით შექმნა,როგორც თვითონ თვლიდა საჭიროდ,მეუღლესთან ერთად გაუჩნდა საერთო ინტერესები და ა.შ.ორღობის დედაკაცივით ჭორაობა დაიწყე,ლობიოსა და უნიტასებზე. დაშორება უწინასწარმეტყველე.რამდენიმე წლის წინ წერდი : სტუდენტობისას ერთ ჭკვიან გოგოსთან მქონდა ურთიერთობა,მაგრამ დამცილდაო.ის გოგო იმდენად ჭკვიანი იყო,იწინასწარმეტყველა,დღეს როგორი კარგი ვიქნებოდიო.ხოდა შენ რომ გგონია,ის გოგო იმაზე უფრო ჭკვიანი გამოდგა.ის იმასაც მიხვდა,მაგ დღევანდელი ‘’სიკარგის’’ მერე როგორი ‘’***’’ გახდებოდი და იმიტომ დაგცილდა. თავს უშველა.ვითომ თავისუფალ იდეებს რომ ქადაგებთ,როცა სხვისი მოქმედების თავისუფლებას ეხება,აკრიტიკებთ ‘’ჩამორჩენილი’’ აზროვნების გამო.ვითომ ‘’ლიბერალები’’ ,არ უშვებთ რომ სხვამ თგვენგან განსხვავებულად იფიქროს.რაც შეეხება,ამ ‘’ხამობაზე’’ ბოდიშის მოხდას :გამოდის ბოდიში მხოლოდ იმიტომ მოიხადე,რომ კანონი გეგონა ასეთი ? შენი შინაგანი კულტურა არაფერს გეუბნება ? ვერ ხვდები,რომ კანონიც რომ იყოს,არსებობს სხვა დაუწერელი,მორალური კანონებიც ? მით უმეტეს,როცა ინტელიგენტობაზე გაქვს პრეტენზია ?ძნელია ხო,ბოლომდე ითამაშო დახვეწილი ადამიანის როლი ? ... ‘’თუ ბუნებამც არ უშველა’’...
20:55 / 25-11-2017
გამოხმაურება / 0 /
ლელა
შეიძლება არასწორად მოიქცა შეროზია,მაგრამ ამ ,,სამართლიანი"კენჭოშვილის საქციელი ყოველგვარ ნორმას სცილდება!:(
00:52 / 25-11-2017
გამოხმაურება / 0 /
ALONZO
ბრბო-ბრბოა ! მაგრამ პროვინციალობა მაინდამაინც რაიონში დაბადებულების "პრივილეგია" არ გახლავს. მესამე-მეოთხე თაობის თბილისელებშიც მრავლადაა ქაჯები (არასწორი პარკინგი, არასწორი ტარება, არასწორი მეტყველება, არასწორი წესი ცხოვრების, და ა.შ.)
18:03 / 22-11-2017
გამოხმაურება / 0 /
კიდევ ჩაიჭერი შეროზია!!
ეგ კანონი მანამდე უნდა გცოდნოდა მასინ იქნებოდი მაგარი ბიჭი, რაო დაგუგლეეე და გაგიხრადაა. სანამ ხელებს მაღლა რომ აწევდი და ბოდიშს მოიხიდიდი. აი მანამდე რომ გხოდნონდა ეგრევე მიახლიდი რა ბოდიში მეკუთვის დავდაგავარო კიდეევ ერთხელ ჩაიწერი ხალხთან ბლოგერო
13:59 / 22-11-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS