ქართულ რეალობაში, კერძოდ კი თბილისში, რომ მოძრაობის წესებს თითქმის არავინ იცავს, ყველამ კარგად იცის და ცუდი არ არის, დაუმორჩილებელი მძღოლების მხილება, მაგრამ გააჩნია ვინ გააკეთებს ამას.
„სტოპ ხამის“ მახეში რამდენიმე დღის წინ, ბლოგერი გურამ შეროზია გაეხვია. მას მანქანა სამსახურთან ჰყავდა, ტროტუარზე გაჩერებული და საკუთარი ნომერიც
„სტოპ ხამის“ წამყვანები, გურამ შეროზიას მითითებულ ნომერზე დაუკავშირდნენ და როგორც ბლოგერმა გადამღებ ჯგუფს განუმარტა, სამსახურში ტელეფონის დამტენის ასაღებად დაბრუნდა და ავტომობილი კონკრეტულ ადგილზე იმიტომ გააჩერა, რადგან სხვაგან ადგილი არ იყო.
შეროზიამ დღეს სოციალურ ქსელში პოსტი დაწერა, უფრო სწორად კანონი გამოაქვეყნა, რომელიც მის ქმედებას კანონდარღვევად არ თვლის.
„ეს რა გავიგე!!!
"საქართველოს კანონის საგზაო მოძრაობის შესახებ 37-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალებების დგომა ნებადართულია ერთ რიგად, სავალი ნაწილის კიდის პარალელურად, გარდა იმ ადგილისა, რომელიც სატრანსპორტო საშუალების სხვაგვარად დაყენების პირობებს ქმნის.
სავალ ნაწილთან მოსაზღვრე ტროტუარის ნაპირზე დგომა ნებადართულია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილისთვის, მოტოციკლისთვის, მოპედისა და ველოსიპედისთვის, თუ ისინი დაბრკოლებას არ უქმნიან ქვეითს."
ჰოდა ახლა სასწრაფოდ:
მომიხადოს ბოდიში დიქტატორმა წამყვანმა, უსამართლო მორალისტობისთვის და ის სტიკერი სახეზე გადაიკრას
შეუერთდეს ორი დაკუნთული მაჩო, მარჯვნიდან და მარცხნიდან რომ დაჰყვებიან ხოლმე ღირსების სადარაჯოზე
კამერამენებმა ჩაიტარონ ხარაკირი, თვალებში რომ მაჭყიტებდნენ და დამაბრმავეს უმიზეზოდ
შეუერთდეს ვიღაც გოგოც, ხმის დანადგარი რომ ეჭირა ჩემ თავს ზემოთ და ალყა შემომატყა
და ყველა ინტრიგანმა იდიოტმა, მსგავსი ტექსტებით ვინც გამოდიოდა კომენტარებში:
ეს როგორ იკადრა შეროზიაამ
სხვებს მოუწოდებს და თვითონ დაარღვიააააა?
პროსტა არ ეკადრებოდაააააა
მასე უნდა, მაგას, დაარღვია და მიიღოოო
გააუქმონ ფეისბუქები ცრუ ბრალდებისთვის და გადასახლდნენ ოდნოკლასნიკებზე. გადასახლდნენ რაა, დაბრუნდნენ.
იმედია დიდ ხანს არ მომიწევს ლოდინი, გელით“, - დაწერა გურამ შეროზიამ.
ბლოგერის პოსტს „სტოპ ხამის“ წამყვანი ლევან კენჭოშვილიც გამოეხმაურა და არც მეტი, არც ნაკლები გურამ შეროზიას საკუთარი წარმომავლობის გამო დასცინა: პროვინციელისგან მეტს რას უნდა ველოდე პრინციპში, ცხრაასჯერ გაჟღერებულ დამაკნინებელ ფრაზას ატრიალებ, ახლა მთელი დიალოგის განმავლობაში. ვიდეოშივე ჩაიჭერი, ადგილი აღარ მიძებნიაო, მერე გეკითხები, ეცადე, რომ გეპოვნა-თქო? და კი-ო, ჩამოყალიბდი, ფოთი - დაწერა კენჭოშვილმა. რის გამოც ის მკაცრად გააკრიტიკეს. რის შემდეგაც, კენჭოშვილმა მორიგი კომენტარი დაწერა და საზოგადოების უმრავლესობას ბრბო უწოდა: გურამ, ახლა განიუსება და საკუთარი არარსებული სიმართლის დამტკიცება გსურს, ამისთვის საჯარო სივრცეს იყენებ, როცა შეგეძლო პირადი შეტყობინების სახით, ცივილურად დაგეფიქსირებინა საკუთარი პოზიცია, მაგრამ სააგენტოებს ხო უნდა მისცე სალაპარაკო და შემდგომში საზოგადოების უმრავლესობას, რომელსაც ბრბო წარმოადგენს, კარგი, დაგიკავშირდებიან შესაბამისი სამსახურები და პასუხსაც გაგცემენ, ოღონდ ეს პოსტი არ წაშალო, გაფიცებ.
თავად განსაჯეთ ვინ უფრო ხამია, ის ვინც არასწორად აპარკინგებს თუ ის, ვინც რაიონში დაბადებულებს დასცინის და პროვინციელებს უწოდებს. ხოლო საზოგადოების უმრავლესობას - ბრბოს.