ელენე ბიზნესმენ დავით დუმბაძის ქალიშვილია, მან განათლება საფრანგეთში მიიღო.
ელენე დუმბაძის და გიორგი ალასანიას ქორწინება ყვითელი პრესის ყურადღების ცენტრში თავიდანვე მოექცა.
წყვილმა ულამაზესი ქორწილი გადაიხადა და საცხოვრებლად ამერიკაში გაემგზავრა, თუმცა...
რამდენიმე თვის წინ, თბილისში გავრცელდა ხმები, რომ ელენე და გიორგი დაშორდნენ.
რა გახდა დაშორების მიზეზი უცნობია.
ჩვენი წყაროს ცნობით, ელენე გიორგის სწორედ იმ პერიოდში დაშორდა, როდესაც ლიკა
ევგენიძე ქმართან დაშორებას დღემდე უარყოფს.
ელენე დუმბაძე მეუღლესთან დაშორების შემდეგ, გარკვეული პერიოდი საქართველოში იმყოფებოდა, ცოტა ხნის წინ კი პარიზში გაემგზავრა, სადაც მეგობრის ქორწილში იყო მიწვეული. ელენეს მეუღლე ქორწილში არ ახლდა.