20 ნოემბერი, 2017
"ჩემი ცოლის დაქალების“ მსახიობს 15 პირი სასტიკად გაუსწორდა
სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" მსახიობი საბა უგრეხელიძე სცემეს. ინფორმაციას ამის თაობაზე კურიერი ავრცელებს. მათი ცნობით, მსახიობზე თავდასხმა ყაზბეგის გამზირზე მოხდა.
საბა უგრეხელიძე ყვება, რომ ქალაქის ცენტრში თავზე 15 პირი დაესხა. მსახიობი არ გამორიცხავს, რომ ანგარიშსწორება ორგანიზებლი იყო და სერიალში შესრულებულ როლს უკავშირდებოდეს.
ის სერიალში შავლეგო მადლიანის ძმაკაცის პერსონაჟს განასახიერებს.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS