20 ნოემბერი, 2017
სტილის გურუ: თბილისის მერი კახა კალაძე მსოფლიოში ყველაზე გემოვნებიან პოლიტიკოსად დასახელდა
რუსული მედია აქტიურად განიხილავს თბილისის ახალი მერის, კახა კალაძის ოჯახს. ამჯერად, მათი ინტერესის მთავარი სამიზნე, კალაძის გემოვნებაა. თბილისის მერს მსოფლიოში ყველაზე გემოვნებიანი პოლიტიკოსის წოდება ერგო.

22 ოქტომბერს თბილისის ახალი მერი აირჩიეს. ის კახი კალაძე გახდა - საქართველოს ენერგიტიკის ყოფილი მინისტრი, წარსულში კი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სპორტსმენი, ცნობილი ფეხბურთელი, თბილისისა და კიევის "დინამოს", იტალიური "ჯენოასა" და "მილანის" მცველი.

იტალიაში ლამაზმა ცხოვრებამ, მნიშვენლოვანი როლი შეასრულა არა მარტო კალაძის კარიერაში, არამედ მისი გემოვნების ჩამოყალიბებაშიც. საკმარისია მისი ინსტაგრამ გვერდი
დაათვალიეროთ და ამაში თავადვე დარწმუნდებით.

როგორც ნამდვილ იტალიელს, კახა კალაძეს მხრებზე ქიშმირის სვიტერის წამოსხმა უყვარს, რომელიც აუცილებლად იმეორებს წინდების ფერს და პერანგის ტონალობას ეხამება. მას ხშირად ნახავთ ელეგანტური შარფებით, მოდური სათვალეებით, მისი იდეალურად შეკერილი პიკაჯის გულის ჯიბიდან კი ოსტატურად შერჩეული აბრეშუმის ხელსახოცი მოჩანს.

ამ სტილში გამოწყობილი მამაკაცების ნახვა ფლორენციაში Pitti Uomo-ზე შეიძლება.

მანამდე მამაკაცებს შორის ყველაზე მოდურ პოლიტიკოსად კანადის პრემიერ-მინისტრი, ჯასტინ ტრუდო სახელდებოდა, ქალებს შორის მოწინავე ადგილებს კი მელანია ტრამპი და ნამდვილი ფრანგი ქალი, ბრიჟიტ მაკრონი იკავებენ.

ანა გარელი
RatingRatingRatingRating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 4 /
გვიმრაძე ლუიზა
მართლაც სასიამოვნო და კარგი ახალგაზრდაა
11:32 / 27-11-2017
გამოხმაურება / 0 /
თიკო
მიყვარს ეს ოჯახი ძალიან
23:53 / 24-11-2017
გამოხმაურება / 0 /
დათო
აბა შენ იცი კალაძე, კარგი მერობა გაუწიე დედაქალაქს.
13:21 / 22-11-2017
გამოხმაურება / 0 /
ლალუკა
ვიზუალურადაც უხდება. თორემ წარმოიდგინეთ ეგ რომ ნარმანიას ჩაეცვა.
10:33 / 21-11-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS