20 ნოემბერი, 2017
"ნიჭიერის" ლაივ-შოუების წამყვანები ზალიკო ბერგერი და შორენა ბეგაშვილი იქნებიან
ტელეიმედის ეთერში დღეს "ნიჭიერის" ლაივ-კონცერტები იწყება.

წლევანდელ სეზონზე პროექტი მაყურებლის წინაშე ჟიურის განახლებული შემადგენლობით წასრდგა. მაკა ჩიჩუა, რუსკა მაყაშვილი და სტეფანე ქვეყნის ნიჭიერებს მსახიობ გიორგი ბახუტაშვილთან ერთად არჩევენ.

როგორც "რეიტინგისთვის" გახდა ცნობილი, პროექტის წამყვანები დღეს შორენა ბეგაშვილი და ზალიკო ბერგერი იქნებიან.
დარჩებიან თუ არა ისინი შოუს წამყვანებად სეზონის ბოლომდე, ჯერჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ, რომ პროექტი "რუსთავი 2"-დან "ტელეიმედზე" გადავიდა, რასაც ნიკა გვარამიას გაღიზიანება მოჰყვა. მან განსაკუთრებული აღშფოთება, სტეფანეს გამო გამოთქვა და განაცხადა, რომ მუსიკოსი "ნაგავიდან ამოიღო".
რა რეაქცია ექნება ზალიკოს და შორენას "იმედზე" გადასვლაზე ჯერჯერობით უცნობია.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
შაპკა
მთლად აიგდეს ქართველი მაყურებელი! ვისაც ლაპარალი შეუძლია ისინი სახლში სხედან. ვაიიი
18:50 / 20-11-2017
გამოხმაურება / 0 /
ნინუცა
ვაი ტქვენპატრონს, ნიკა მეჯავრება გვარამია,მაგრამ წელს არ ვარგა არც ჯიური ზალიკოს რა უნდა მანდ, იდიოტობებს რომ გადაობს ეგ მოგწონტ, რა გვეშველება, როგორ ხალხს აპიარებტ
17:08 / 20-11-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS