წლევანდელ სეზონზე პროექტი მაყურებლის წინაშე ჟიურის განახლებული შემადგენლობით წასრდგა. მაკა ჩიჩუა, რუსკა მაყაშვილი და სტეფანე ქვეყნის ნიჭიერებს მსახიობ გიორგი ბახუტაშვილთან ერთად არჩევენ.
როგორც "რეიტინგისთვის" გახდა ცნობილი, პროექტის წამყვანები დღეს შორენა ბეგაშვილი და ზალიკო ბერგერი იქნებიან.
დარჩებიან თუ არა ისინი შოუს წამყვანებად სეზონის ბოლომდე, ჯერჯერობით უცნობია.
შეგახსენებთ, რომ პროექტი "რუსთავი 2"-დან "ტელეიმედზე" გადავიდა, რასაც ნიკა გვარამიას გაღიზიანება მოჰყვა. მან განსაკუთრებული აღშფოთება, სტეფანეს გამო გამოთქვა და განაცხადა, რომ მუსიკოსი "ნაგავიდან ამოიღო".