"რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელში გაჩნდა გვერდი, რომელიც დასურათებულია კადრებით ჩემი საავტორო გადაცემიდან („პირადი ექიმი - მარი მალაზონია“, 2015-2016 წწ. სეზონი) და ერთი შეხედვით, მეკუთვნის მე ანუ მარი მალაზონიას.
ძვირფასო მაყურებლებო, კოლეგებო, მეგობრებო, ჩვენი გადაცემის და პირადად ჩემო გულწრფელო გულშემატკივრებო!
მინდა საჯაროდ განვაცხადო:
• მე ანუ მარი მალაზონიას არ მაქვს პერსონალური facebook გვერდი!
• არსებობს მხოლოდ გადაცემის („პირადი ექიმი - მარი მალაზონია“) ოფიციალური facebook გვერდი!
• ჩემს
• მე არ გიგზავნით მეგობრობის თხოვნას,
• მე არ ვიცი ყალბ facebook გვერდზე თქვენთან მიმოწერის შინაარსი,
• მე არ გპასუხობთ კითხვებზე, რომელსაც ყალბ facebook გვერდზე აგზავნით!
ამას ჩემი სახელით აკეთებს ან აკეთებენ!
ვინ და რატომ? არ ვიცი. თუმცა დანამდვილებით ვიცი, რომ ეს შეიძლება სახიფათო იყოს ადამიანების ჯანმრთელობისთვის და შეურაცხმყოფელი ადამიანური ურთიერთობებისთვის. ამიტომ მოგმართავთ თხოვნით! ნუ დაუმეგობრდებით ჩემს სახელს ამოფარებულ უცნობს, რომელმაც გადაწყვიტა ბოროტად ისარგებლოს ადამიანების ნდობით, იმ ნდობით, რომელსაც მე ასე ვუფრთხილდები და მთელი ჩემი სიცოცხლის საპირწონეა", - წერს მალაზონია.