30 დეკემბერი, 2013
ექსკლუზივი!!! მაია ასათიანი - ''რატომ მიწევს სიკეთის გამო თავის მართლება''...
გუშინ, სამი ადამიანი დამიკავშირდა და სამივე მათგანი ჟანას ბინის ქირის ფულს ცალკ-ცალკე უხდიდა. ამ დროს, ჩვენ ვიცოდით, რომ ქუჩაში ცხოვრობდა გადაცემა ''პროფილმა'' ხუთშაბათს მორიგი სატელევიზიო სეზონი ქველმოქმედებით დაასრულა და სამი ოჯახი ახალი ბინით გაახარა. მაყურებელმა ბევრი იტირა, გადაცემის გმირების ისტორიაზე.

მათ შორის განსაკუთრებული ისტორია, მარტოხელა ჟანა ვახტანგიშვილს ჰქონდა. როგორც გადაცემიდან გავიგეთ, ჟანა 5 წლის შვილთან ერთად ღამეს ქუჩაში ათევდა და თავშესაფარის არქონის გამო, შესაძლოა ზამთარში სიცივით გაყინულიყო.

''პროფილში'' მას ერთოთახიანი ბინა აჩუქეს. ავეჯითა და ტექნიკით
მოუწყეს და ყოველთვიური დახმარებაც დაუნიშნეს.

გადაცემის გასვლიდან ორი დღის შემდეგ, სოციალურ ქსელში გადაცემის ოფიციალურ გვერდზე სპეციალური განცხადება გამოქვეყნდა. გადაცემის შემოქმედებითი ჯგუფი მაყურებელს დახმარებას სთხოვდა.

როგორც აღმოჩნდა, ჟანამ ბინაზე უარი თქვა, მიზეზი კი მხოლოდ ის აღმოჩნდა, რომ ბინა სამტრედიაში მდებარეობდა, ჟანას კი ვაკეში, მათხოვრობით უფრო მეტი შემოსავალი ჰქონდა, ვიდრე რეგიონში ექნებოდა. ჟანა თბილისში დაბრუნდა და ძველი საქმიანობა გააგრძელა.

მოგვიანებით ამ თემაზე სოციალურ ქსელში ვინმე ეკა გრიგალავამ სტატუსი გამოაქვეყნა, რომ ჟანა ერთ წელზე მეტია რაც ქუჩაში არ ცხოვრობს და ბავშვი ბაღში დადის. გადაცემაში კი გამოყენებული იყო ძველი კადრები დოკუმენტური ფილმიდან.

სამტრედია საცხოვრებლად ჟანას არ აურჩევია. არც სამსახური შეუთავაზებიათ. ბინა ლტოლვითა საცხოვრებელში იყო და არ იყო შეყვანილი გაზი, წყალი...

რა მოხდა რეალურად და ვინ ტყუის, ამ თემაზე კომენტარი მაია ასათიანს ვთხოვეთ. ჟურნალისტი მართლაც მძიმე მდგომარეობაშია, რადგან გადაცემა დიდი ხანია რაც ქველმოქმედებას ეწევა, მაგრამ მსგავსი ფაქტის წინაშე პირველად აღმოჩნდნენ.

მაია ასათიანი:
- რამდენიმე წელია რაც ჟანას ვიცნობთ და მასთან ხშირი კონტაქტი გვაქვს. ბოლო ორი თვის განმავლობაში ის ხშირად გვირეკავდა და გვეუბნებოდა, რომ თანახმა იყო მიწურშიც ეცხოვრა. ზოგმა ჩათვალა, რომ მე ძალით ვჩუქნი ხალხს ბინებს. არადა, ძალიან ბევრი კომპანია შევაწუხეთ და გაგვიხარდა, რომ ერთი მათგანი დაგვთანხმდა. გული მწყდება, რომ ახლა მე მიწევს სიკეთის გამო თავის მართლება.

და რაც მთავარია, იმაზე მიწევს თავის მართლება, რომ ბინა არის სამტრედიაში და არა თბილისში. ჟანას ბინის გარდა, ამ კომპანიამ 300 ლარიანი დახმარებაც დაუნიშნა. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ჩავიდეს იქ და ნახოს, რომ გაზი ნამდვილად შეყვანილია.

აბა, 460 ლარიან გაზქურას ტყუილად ხომ არ ვიყიდდით? სად არის ლოგიკა, რომ მე ვარ გიჟი და ძალით ვჩუქნი ადამიანებს ბინებს? ამ ყველაფერს უკვე შანტაჟის ფორმა აქვს. ძალიან ბევრი ადამიანი მირეკავს და თანადგომას მიცხადებს.

გუშინ, სამი ადამიანი დამიკავშირდა და სამივე მათგანი ჟანას ბინის ქირის ფულს ცალკ-ცალკე უხდიდა. ამ დროს, ჩვენ ვიცოდით, რომ ქუჩაში ცხოვრობდა. დღეს უკვე ვფიქრობ, რომ მსგავსი პრობლემები სახელმწიფომ და სოციალურმა სამსახურებმა უნდა მოაგვარონ და არა სატელევიზიო გადაცემებმა.

ჩვენ გვინდოდა, რომ საზოგადოებაში ჟანას რესოციალიზაცია მომხდარიყო. რაც შეეხება კადრებს, ძველი არ ყოფილა, ყველა კადრი ჩვენს მიერაა გადაღებული. ჩვენ ვიცოდით, რომ მას თავზე ჭერი არ ჰქონდა, სამწუხაროდ მოტყუებულნი დავრჩით...

- მაია, იცოდა ჟანამ რომ სამტრედიაში აპირებდით მისთვის ბინის შეძენას?
- ამ პერიოდის განმავლობაში ჟანასთან ხშირი კონტაქტი გვქონდა და გადაცემის გარეთაც ვეხმარებოდით. როდესაც წერილი მოგვწერა, წერდა, რომ ის მზად იყო მიწურში ცხოვრებაზეც. თანხით, რომელიც გვქონდა, ნამდვილად შეგვეძლო მიწურის ყიდვა თბილისში, თუმცა ვარჩიეთ, რომ ადამიანს ქონოდა კომფორტული, კეთილმოწყობილი ბინა, სამსახური და შემოსავლის წყარო და ღირსეულად ეცხოვრა.

სამი სხვადასხვა ვარიანტი შევთავაზეთ, კახეთი, ოზურგეთი და სამტრედია. მან თავად გადაწყვიტა სამტრედიაში ცხოვრება. მაყურებელს ვეკითხები, სად არის ჩემი დანაშაული? ჩვენ ხომ ვაჩუქეთ, რაში მდებენ ბრალს. მგონია, რომ ვიღაც შეგნებულად აგორებს ჩვენს წინააღმდეგ, აბსოლუტურად უსუსურ, შავ პიარს!

- რა გადაწყვეტილებას მიიღებთ, ჟანა თუ უარს იტყვის იქ ცხოვრებაზე?
- არ ვიცი, დღეს უნდა მოვიდეს ჟანა, რომელიც კატეგორიულ უარს აცხადებს სამტრედიაში ცხოვრებაზე და აცხადებს, რომ ბინა გავყიდოთ, ფული დავამატოთ და ახალი ბინა ვუყიდოთ თბილისში.

ფოტოები სამტრედიის ბინიდან...

Rating


Rating

ნინო გიგიშვილი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 72 /
რუსო
მიეცით მარტოხელა დედას ეგ ბინა და ისევ ტელევიზიის საშუალებით ჩამოართვით და სხვას გადაეცით
17:40 / 30-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინა
ეგ თავხედი ქალი!!!! არ ნებავს სამტრედიაში? ხოდა ეგდოს ქუჩაში, და საერთოდაც ნორმალურ ქვეყანაში მაგ ქალს დედობის უფლებას ჩამოართმევდნენ!!! როცა აქვს ღვთის წყალობით თავშესაფარი, ისიც ნაჩუქარი წავიდეს და იქ იცხოვროს!!! ან არადა შვილს მაინც ნუ უფუჭებს და უმახინჯებს ცხოვრებას!!!!!
17:11 / 30-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ნანა
- რა გადაწყვეტილებას მიიღებთ, ჟანა თუ უარს იტყვის იქ ცხოვრებაზე? - არ ვიცი, დღეს უნდა მოვიდეს ჟანა, რომელიც კატეგორიულ უარს აცხადებს სამტრედიაში ცხოვრებაზე და აცხადებს, რომ ბინა გავყიდოთ, ფული დავამატოთ და ახალი ბინა ვუყიდოთ თბილისში :დ რა ხდება ავალდებულებს მაიას ბინა უყიდოს? ღმერთო რა ნაგლი ქალი ყოფილა,სიტყვები არ მყოფნის
17:08 / 30-12-2013
გამოხმაურება / 0 /
1
სხვას მიეცით ეგ ბინა თბილისში სად ვაკეში უნდა ბინა??? ბოდიშით სხვა არ ეკადრება??? ნაგლია ეგ ჟანა და თავის თავს არცხვენს
16:52 / 30-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ლიკა
ირაკლი-ს მოიცა, რისი თქმა გინდა, თუ არ უცხოვრია, პროფილმა წაიყვანა ძალით და ისე გადაუღო? ფაქტია, რომ ძალიან უნამუსოდ მოიქცა
16:49 / 30-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ქეთი
ნუ ხართ ასეთი აგრესიულები..ჩვენ არავინ ვიცით სინამდვილესი რა მოხდა,აქ სხვა რაღაცა ხდება რომელიც ჩვენ არ ვიცით და ამიტომ არის ამდენი გაუგებრობა..ნუ ვლანძღავთ ამ ქალს მან ისედაც ამდენი ტკივილი გადაიტანა.
16:30 / 30-12-2013
გამოხმაურება / 0 /
თაკო
და საერთოდ რომ ჩამოართვათ არ გინდათ? არ უნდა ნუ უნდა, რას იმართლებთ თავს, სხვა ათასი გაჭირვებულია :)
16:28 / 30-12-2013
გამოხმაურება / 0 /
.....
მადლობის მაგიერია ქუჩაში ეგდო ძაგლივით და ეხლა სახლი აქვს...უმადური და დეგენერატია
16:21 / 30-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ირაკლი
კარგია, თუ მიხვდა მაია ასათიანი,რომ მსგავსი გადაცემების კეთება პიარის გამო სირცხვილია.ჟანას ვიცნობ 13 წლის ასაკიდან,არავითარი საშინელი ქალი არ არის,რაც უთხრეს გადაცემის ჩაწერისას, ის გააკეთა.არასდროს უცხოვრია იმ გასაოცარ ადგილას რაც გვაჩვენეს.
16:08 / 30-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ელენე
აუ ეტყობოდა მაგ ჟანას ვინც იყო. ეცინებოდა თოთქოს თავის ამბავს რომ ყვებოდა. მე აქეთ ვტიროდი მაგის მდგომარეობის შემყურე და ის კი ...
15:46 / 30-12-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS