30 დეკემბერი, 2013
ექსკლუზივი!!! მაია ასათიანი - ''რატომ მიწევს სიკეთის გამო თავის მართლება''...
გუშინ, სამი ადამიანი დამიკავშირდა და სამივე მათგანი ჟანას ბინის ქირის ფულს ცალკ-ცალკე უხდიდა. ამ დროს, ჩვენ ვიცოდით, რომ ქუჩაში ცხოვრობდა გადაცემა ''პროფილმა'' ხუთშაბათს მორიგი სატელევიზიო სეზონი ქველმოქმედებით დაასრულა და სამი ოჯახი ახალი ბინით გაახარა. მაყურებელმა ბევრი იტირა, გადაცემის გმირების ისტორიაზე.

მათ შორის განსაკუთრებული ისტორია, მარტოხელა ჟანა ვახტანგიშვილს ჰქონდა. როგორც გადაცემიდან გავიგეთ, ჟანა 5 წლის შვილთან ერთად ღამეს ქუჩაში ათევდა და თავშესაფარის არქონის გამო, შესაძლოა ზამთარში სიცივით გაყინულიყო.

''პროფილში'' მას ერთოთახიანი ბინა აჩუქეს. ავეჯითა და ტექნიკით
მოუწყეს და ყოველთვიური დახმარებაც დაუნიშნეს.

გადაცემის გასვლიდან ორი დღის შემდეგ, სოციალურ ქსელში გადაცემის ოფიციალურ გვერდზე სპეციალური განცხადება გამოქვეყნდა. გადაცემის შემოქმედებითი ჯგუფი მაყურებელს დახმარებას სთხოვდა.

როგორც აღმოჩნდა, ჟანამ ბინაზე უარი თქვა, მიზეზი კი მხოლოდ ის აღმოჩნდა, რომ ბინა სამტრედიაში მდებარეობდა, ჟანას კი ვაკეში, მათხოვრობით უფრო მეტი შემოსავალი ჰქონდა, ვიდრე რეგიონში ექნებოდა. ჟანა თბილისში დაბრუნდა და ძველი საქმიანობა გააგრძელა.

მოგვიანებით ამ თემაზე სოციალურ ქსელში ვინმე ეკა გრიგალავამ სტატუსი გამოაქვეყნა, რომ ჟანა ერთ წელზე მეტია რაც ქუჩაში არ ცხოვრობს და ბავშვი ბაღში დადის. გადაცემაში კი გამოყენებული იყო ძველი კადრები დოკუმენტური ფილმიდან.

სამტრედია საცხოვრებლად ჟანას არ აურჩევია. არც სამსახური შეუთავაზებიათ. ბინა ლტოლვითა საცხოვრებელში იყო და არ იყო შეყვანილი გაზი, წყალი...

რა მოხდა რეალურად და ვინ ტყუის, ამ თემაზე კომენტარი მაია ასათიანს ვთხოვეთ. ჟურნალისტი მართლაც მძიმე მდგომარეობაშია, რადგან გადაცემა დიდი ხანია რაც ქველმოქმედებას ეწევა, მაგრამ მსგავსი ფაქტის წინაშე პირველად აღმოჩნდნენ.

მაია ასათიანი:
- რამდენიმე წელია რაც ჟანას ვიცნობთ და მასთან ხშირი კონტაქტი გვაქვს. ბოლო ორი თვის განმავლობაში ის ხშირად გვირეკავდა და გვეუბნებოდა, რომ თანახმა იყო მიწურშიც ეცხოვრა. ზოგმა ჩათვალა, რომ მე ძალით ვჩუქნი ხალხს ბინებს. არადა, ძალიან ბევრი კომპანია შევაწუხეთ და გაგვიხარდა, რომ ერთი მათგანი დაგვთანხმდა. გული მწყდება, რომ ახლა მე მიწევს სიკეთის გამო თავის მართლება.

და რაც მთავარია, იმაზე მიწევს თავის მართლება, რომ ბინა არის სამტრედიაში და არა თბილისში. ჟანას ბინის გარდა, ამ კომპანიამ 300 ლარიანი დახმარებაც დაუნიშნა. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ჩავიდეს იქ და ნახოს, რომ გაზი ნამდვილად შეყვანილია.

აბა, 460 ლარიან გაზქურას ტყუილად ხომ არ ვიყიდდით? სად არის ლოგიკა, რომ მე ვარ გიჟი და ძალით ვჩუქნი ადამიანებს ბინებს? ამ ყველაფერს უკვე შანტაჟის ფორმა აქვს. ძალიან ბევრი ადამიანი მირეკავს და თანადგომას მიცხადებს.

გუშინ, სამი ადამიანი დამიკავშირდა და სამივე მათგანი ჟანას ბინის ქირის ფულს ცალკ-ცალკე უხდიდა. ამ დროს, ჩვენ ვიცოდით, რომ ქუჩაში ცხოვრობდა. დღეს უკვე ვფიქრობ, რომ მსგავსი პრობლემები სახელმწიფომ და სოციალურმა სამსახურებმა უნდა მოაგვარონ და არა სატელევიზიო გადაცემებმა.

ჩვენ გვინდოდა, რომ საზოგადოებაში ჟანას რესოციალიზაცია მომხდარიყო. რაც შეეხება კადრებს, ძველი არ ყოფილა, ყველა კადრი ჩვენს მიერაა გადაღებული. ჩვენ ვიცოდით, რომ მას თავზე ჭერი არ ჰქონდა, სამწუხაროდ მოტყუებულნი დავრჩით...

- მაია, იცოდა ჟანამ რომ სამტრედიაში აპირებდით მისთვის ბინის შეძენას?
- ამ პერიოდის განმავლობაში ჟანასთან ხშირი კონტაქტი გვქონდა და გადაცემის გარეთაც ვეხმარებოდით. როდესაც წერილი მოგვწერა, წერდა, რომ ის მზად იყო მიწურში ცხოვრებაზეც. თანხით, რომელიც გვქონდა, ნამდვილად შეგვეძლო მიწურის ყიდვა თბილისში, თუმცა ვარჩიეთ, რომ ადამიანს ქონოდა კომფორტული, კეთილმოწყობილი ბინა, სამსახური და შემოსავლის წყარო და ღირსეულად ეცხოვრა.

სამი სხვადასხვა ვარიანტი შევთავაზეთ, კახეთი, ოზურგეთი და სამტრედია. მან თავად გადაწყვიტა სამტრედიაში ცხოვრება. მაყურებელს ვეკითხები, სად არის ჩემი დანაშაული? ჩვენ ხომ ვაჩუქეთ, რაში მდებენ ბრალს. მგონია, რომ ვიღაც შეგნებულად აგორებს ჩვენს წინააღმდეგ, აბსოლუტურად უსუსურ, შავ პიარს!

- რა გადაწყვეტილებას მიიღებთ, ჟანა თუ უარს იტყვის იქ ცხოვრებაზე?
- არ ვიცი, დღეს უნდა მოვიდეს ჟანა, რომელიც კატეგორიულ უარს აცხადებს სამტრედიაში ცხოვრებაზე და აცხადებს, რომ ბინა გავყიდოთ, ფული დავამატოთ და ახალი ბინა ვუყიდოთ თბილისში.

ფოტოები სამტრედიის ბინიდან...

Rating


Rating

ნინო გიგიშვილი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 72 /
წკუპი
კარგად ვიცბნობ მაიას და მინდა ხმამაღლა განვაცხადო რომ არააა ის კქლი ვინც შოუს გამო უსირცხვილოდ იტყუება..დარწმუნებული ვარ ყველაფერი გაიღო ამისთვის..მაგრამ არ დაუფასდა ამ კრეტინი გოგოს გამო..
18:59 / 30-12-2013
გამოხმაურება / 0 /
თამო
მაგან რა შვილი უნდა გაზარდოს?.. ნორმალური პირობები ვერ შეირგო.. იმის მაგივრად კმაყოFილი ყოფილიყო.. რაც არ ეგირსებოდა ის ეგირსა და კიდევ პრეტენზიები აქვს?! ბოდიში ახლა საბურთალო ვერა ან ვაკე რომარაა? შეირგოს ის რაც აქვს!!!
18:55 / 30-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ქეთი
უსირცხვილო და უნამუსო ქალია.. ღირსია იცხოვროს ქუჩაში..თითქოს მისი წინაპარი ვაკეში გაზრდილა რა..:((( მაგრამ მისმა შვილმა რა დააშავა? :( მე მხოლოდ ბავშვი მეცოდება..
18:51 / 30-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ჟანა დ'არკი
დუპლექსის ტიპის ბინა უყიდეთ სასწრაფოდ ვაკეში,მოსაშვილის ქუჩაზე არანაკლებ და ლექსუსიც არ დაგავიწყდეთ,აბა საწყალი ჟანა ფეხით ხომ ვერ ივლის?
18:32 / 30-12-2013
გამოხმაურება / 0 /
დოდი6161
"თუ უსირცხვილოს არ არცხვენთ, ბაძვით მორცხვიც გაურცხვდების". თუ არ ვცდები ასეა ეს გამონათქვამი, ხო და ჩემის აზრით ისევ ტელე გადაცემით შეარცხვინეთ ეგ ქალი რომ სხვამ არ გააკეთოს იგივე რამ და მართლა გაჭირვებული ადამიანები არ დაზარალდნენ.
18:11 / 30-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინა
ადამიანს ჩუქნიდე და კიდე პრეტენზიებით იყოს ეს უკვე მეტის მეტია.მა4თლაც რომ უნდა ჩამოართვათ ბინა ამ უმადურ გოგოს.განა ცოტაა გაჯირვებული ხალხი ვინც მანდ დიდი სიამოვნებით იცხოვრებს.ნათქვამი როა მართალია,უმადურ ადამიანს მთელი ცხოვრება რო აჩუქო ჩათვლის რომ ეს დიდი ხნის უკან უნდა გეჩუქებიაო
18:07 / 30-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ჩამოართვით ბინა
ჩამოართვით ბინა და სხვა გაჭირვებულს გადაეცით ვისაც მართლა უჭირს და პროფესიათ არ აქვს გამხდარი მოწყალების თხოვნა
17:56 / 30-12-2013
გამოხმაურება / 0 /
დალი
მაგ ქალს ჩამოართვით ეგ ბინა, და ვინც სიკეთეს დაინახავს იმას გადაეცით, ისე შვილიც რომ ჩამოერთვას არც ეგ იქნება დანაშაული!არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისიოოო. მაია შენ ძალიან კარგი ადამიანი ხარ და ყველამ შორს ბინძური ხელები და პირი შენგან!
17:50 / 30-12-2013
გამოხმაურება / 0 /
999
მოხდა დიდი გაუგებრობა! მესამე ხელი იყო ჩარეული და ჟანას ტვინს ურევდა! ეხლა ყველაფერი დალაგდა და და დამთავრდა!
17:47 / 30-12-2013
გამოხმაურება / 0 /
უღირსი არაპრის ღირსი არ უნდა გახადო. ეგ მათხოვარია და მაგას არასდროს არ დაიშლის
17:45 / 30-12-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS