30 დეკემბერი, 2013
ექსკლუზივი!!! მაია ასათიანი - ''რატომ მიწევს სიკეთის გამო თავის მართლება''...
გუშინ, სამი ადამიანი დამიკავშირდა და სამივე მათგანი ჟანას ბინის ქირის ფულს ცალკ-ცალკე უხდიდა. ამ დროს, ჩვენ ვიცოდით, რომ ქუჩაში ცხოვრობდა გადაცემა ''პროფილმა'' ხუთშაბათს მორიგი სატელევიზიო სეზონი ქველმოქმედებით დაასრულა და სამი ოჯახი ახალი ბინით გაახარა. მაყურებელმა ბევრი იტირა, გადაცემის გმირების ისტორიაზე.

მათ შორის განსაკუთრებული ისტორია, მარტოხელა ჟანა ვახტანგიშვილს ჰქონდა. როგორც გადაცემიდან გავიგეთ, ჟანა 5 წლის შვილთან ერთად ღამეს ქუჩაში ათევდა და თავშესაფარის არქონის გამო, შესაძლოა ზამთარში სიცივით გაყინულიყო.

''პროფილში'' მას ერთოთახიანი ბინა აჩუქეს. ავეჯითა და ტექნიკით
მოუწყეს და ყოველთვიური დახმარებაც დაუნიშნეს.

გადაცემის გასვლიდან ორი დღის შემდეგ, სოციალურ ქსელში გადაცემის ოფიციალურ გვერდზე სპეციალური განცხადება გამოქვეყნდა. გადაცემის შემოქმედებითი ჯგუფი მაყურებელს დახმარებას სთხოვდა.

როგორც აღმოჩნდა, ჟანამ ბინაზე უარი თქვა, მიზეზი კი მხოლოდ ის აღმოჩნდა, რომ ბინა სამტრედიაში მდებარეობდა, ჟანას კი ვაკეში, მათხოვრობით უფრო მეტი შემოსავალი ჰქონდა, ვიდრე რეგიონში ექნებოდა. ჟანა თბილისში დაბრუნდა და ძველი საქმიანობა გააგრძელა.

მოგვიანებით ამ თემაზე სოციალურ ქსელში ვინმე ეკა გრიგალავამ სტატუსი გამოაქვეყნა, რომ ჟანა ერთ წელზე მეტია რაც ქუჩაში არ ცხოვრობს და ბავშვი ბაღში დადის. გადაცემაში კი გამოყენებული იყო ძველი კადრები დოკუმენტური ფილმიდან.

სამტრედია საცხოვრებლად ჟანას არ აურჩევია. არც სამსახური შეუთავაზებიათ. ბინა ლტოლვითა საცხოვრებელში იყო და არ იყო შეყვანილი გაზი, წყალი...

რა მოხდა რეალურად და ვინ ტყუის, ამ თემაზე კომენტარი მაია ასათიანს ვთხოვეთ. ჟურნალისტი მართლაც მძიმე მდგომარეობაშია, რადგან გადაცემა დიდი ხანია რაც ქველმოქმედებას ეწევა, მაგრამ მსგავსი ფაქტის წინაშე პირველად აღმოჩნდნენ.

მაია ასათიანი:
- რამდენიმე წელია რაც ჟანას ვიცნობთ და მასთან ხშირი კონტაქტი გვაქვს. ბოლო ორი თვის განმავლობაში ის ხშირად გვირეკავდა და გვეუბნებოდა, რომ თანახმა იყო მიწურშიც ეცხოვრა. ზოგმა ჩათვალა, რომ მე ძალით ვჩუქნი ხალხს ბინებს. არადა, ძალიან ბევრი კომპანია შევაწუხეთ და გაგვიხარდა, რომ ერთი მათგანი დაგვთანხმდა. გული მწყდება, რომ ახლა მე მიწევს სიკეთის გამო თავის მართლება.

და რაც მთავარია, იმაზე მიწევს თავის მართლება, რომ ბინა არის სამტრედიაში და არა თბილისში. ჟანას ბინის გარდა, ამ კომპანიამ 300 ლარიანი დახმარებაც დაუნიშნა. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ჩავიდეს იქ და ნახოს, რომ გაზი ნამდვილად შეყვანილია.

აბა, 460 ლარიან გაზქურას ტყუილად ხომ არ ვიყიდდით? სად არის ლოგიკა, რომ მე ვარ გიჟი და ძალით ვჩუქნი ადამიანებს ბინებს? ამ ყველაფერს უკვე შანტაჟის ფორმა აქვს. ძალიან ბევრი ადამიანი მირეკავს და თანადგომას მიცხადებს.

გუშინ, სამი ადამიანი დამიკავშირდა და სამივე მათგანი ჟანას ბინის ქირის ფულს ცალკ-ცალკე უხდიდა. ამ დროს, ჩვენ ვიცოდით, რომ ქუჩაში ცხოვრობდა. დღეს უკვე ვფიქრობ, რომ მსგავსი პრობლემები სახელმწიფომ და სოციალურმა სამსახურებმა უნდა მოაგვარონ და არა სატელევიზიო გადაცემებმა.

ჩვენ გვინდოდა, რომ საზოგადოებაში ჟანას რესოციალიზაცია მომხდარიყო. რაც შეეხება კადრებს, ძველი არ ყოფილა, ყველა კადრი ჩვენს მიერაა გადაღებული. ჩვენ ვიცოდით, რომ მას თავზე ჭერი არ ჰქონდა, სამწუხაროდ მოტყუებულნი დავრჩით...

- მაია, იცოდა ჟანამ რომ სამტრედიაში აპირებდით მისთვის ბინის შეძენას?
- ამ პერიოდის განმავლობაში ჟანასთან ხშირი კონტაქტი გვქონდა და გადაცემის გარეთაც ვეხმარებოდით. როდესაც წერილი მოგვწერა, წერდა, რომ ის მზად იყო მიწურში ცხოვრებაზეც. თანხით, რომელიც გვქონდა, ნამდვილად შეგვეძლო მიწურის ყიდვა თბილისში, თუმცა ვარჩიეთ, რომ ადამიანს ქონოდა კომფორტული, კეთილმოწყობილი ბინა, სამსახური და შემოსავლის წყარო და ღირსეულად ეცხოვრა.

სამი სხვადასხვა ვარიანტი შევთავაზეთ, კახეთი, ოზურგეთი და სამტრედია. მან თავად გადაწყვიტა სამტრედიაში ცხოვრება. მაყურებელს ვეკითხები, სად არის ჩემი დანაშაული? ჩვენ ხომ ვაჩუქეთ, რაში მდებენ ბრალს. მგონია, რომ ვიღაც შეგნებულად აგორებს ჩვენს წინააღმდეგ, აბსოლუტურად უსუსურ, შავ პიარს!

- რა გადაწყვეტილებას მიიღებთ, ჟანა თუ უარს იტყვის იქ ცხოვრებაზე?
- არ ვიცი, დღეს უნდა მოვიდეს ჟანა, რომელიც კატეგორიულ უარს აცხადებს სამტრედიაში ცხოვრებაზე და აცხადებს, რომ ბინა გავყიდოთ, ფული დავამატოთ და ახალი ბინა ვუყიდოთ თბილისში.

ფოტოები სამტრედიის ბინიდან...

Rating


Rating

ნინო გიგიშვილი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 72 /
ლენუკა
მაიააა, შენ მაგაზე არ იდარდო. სიკეთე გააკეთე და ღმერთი დაგიფასებს. უმადურებს კი მიეზღვებათ.
23:04 / 30-12-2013
გამოხმაურება / 0 /
მარინე, ბერი ანდრიას მასწავლებელი
მაია, მედიასივრციდან ერთერთი პირველი გამოეხმაურე და გვერდში დაუდექი სოლიდური სიმსივნით დაავადებულ 20 ბავშვს...შენი უანგარობა და სიკეთის ქმნის ნიჭი მისაბაძი უნდა ყოფილიყო ყველასათვის თუმცა, ჩანს პროფილის მაღალი რეიტინგი თვალში არ მოსდიოდათ ზოგ-ზოგებს..სამწუხაროა, შურმა დააბრმავა მავანნი..ჟანა ბრმა იარაღს ჰგავს ბინძური შავი პიარის მქნელების ხელში...შეუნდოს უფალმა!
21:57 / 30-12-2013
გამოხმაურება / 0 /
123
ახლა დგახხართ და ლანძღავთ კეთილ ხალხს !!! რამდენი ოცნებობს თავის ბინაზე ეს ქალბატონი კიდე იწუნებს სამტრედდიას !!! აბა სამტრედიელებს კითხეთ უნდათ რომ მათ ქალაქში ესეთმა დეგენერატმა ქალმა იცხოვროოოს???
21:52 / 30-12-2013
გამოხმაურება / 0 /
123
უმადური ქალიაა ეგ ჟანა ხალხნო მაიას სიკეთისთვის რატომ ადანაშაულებთ???? ჟანა კი მოსაკლავია !!!!
21:49 / 30-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ჟანა დ'არკი
ავთო შენ თუ ასე გეცოდება ეს ვირიშვილი ვერ წაიყვანე სახლში და არჩინე.წამოწვება და შენ მოუტანე,აჭამე და ასვი.თბილისელი ვარ ,აქ დავიბადე და გავიზარდე,ისე კიარა გუშინ რომ ჩამოვიდნენ და უკვე პერო აქვთ გარჭობილი,მომეცი თვეში 1000 ლარი და ის "ძალით" ნაყიდი ბინა და ვინ ოხერი უარი ვთქვა."ძალით" უყიდეს არა? თურმე არ უნდოდა.
21:00 / 30-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ბექა
ავთო შენ რა მაგრად გაკანკალებს :)ოჯახი რომ გყავდეს სარჩენი არ წაბრძანდებოდი?საერთოდ არ არის მაია ვალდებული ვინმეს რამე უყიდოს.სახლიც მაქვს და უფლის წყალობით ნორმალური შემოსავალიც მაგრამ ჩემ ოჯახს თუ დაჭირდება სამტრედიაში კი არა აღანეთში წავალ. P.S.შენ და ჟანა მაგარი პაკაზუხები ხართ!!!
20:10 / 30-12-2013
გამოხმაურება / 0 /
მარიმარი
ნაჩუქარის დაწუნება არ გამიგია. ნათქვამია, როგორც გიჭირდეს, ისე გილხინესო...
20:01 / 30-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ავთო
დალი და ზოგიერთ ქალბატონს,ეგ ქალი თქვენნაირ დედას ათასჯერ სჯობია თქვენივე კომენტარებიდან გამომდინარე.ჟანა რომ ცუდი ქალი ყოფილიყო აქამდე გაყიდდა ან სულაც მიატოვებდა ბავშვს.რამდენი ყავდა მაიას მასეთები და მერე ფშლუკუნებენ ათეული წლები რომ გავა.ეს ქალი კი რანაირი სიყვარულით ეფერება თავის შვილს და როგორი ქორივით არის გადაფარებული და როგორ უნდა რომ ბედნიერი მომავალი შეუქმნას და თავისნაირი ბოლო რომ არ ჰქონდეს.ჯერ სიმართლე გაიგეთ და მერე ილაპარაკეთ.მერე კიდევ ერთოთახიანი კი არა და სტუდიო ბინაა,აბა გაზქურას რა უნდა საძინებელში.
19:53 / 30-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ავთო
ნუ ილანძღებით უსირცხვილოთ,თუ თბილისელია რა უნდა სამტრედიაში.რაღაც 1500 დოლარიანი სახლი უყიდეს,ისიც ძალისძალად,ფუ მაგათი ქველმოქმედება რა ვთქვი.გეკითხებით უმუშევარ თბილისელებს და ბინიან თბილისელებს,1000 ლარი რომ მოგცენ ხელფასი და მასეთი ბინა თუ წახვიდოდით სამტრედიაში საცხოვრებლად კი არა არამედ სამუშაოდ?
19:37 / 30-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ლოლა
რა უმადურია ეს ადამიანი......ან საერთოდ რა უფლებით ითხოვს რამეს ვინმესგან როდესაც ამხელა რაღაცა გაუკეთეს, მაგრამ შეგნება ყველას არააქვს მითუმეტეს ეგეთ ქალს რომელიც ჩემი აზრით ბოლო დონეზე განუვითარებელი ნაგლი ადამიანია....
19:12 / 30-12-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS