30 დეკემბერი, 2013
ექსკლუზივი!!! მაია ასათიანი - ''რატომ მიწევს სიკეთის გამო თავის მართლება''...
გუშინ, სამი ადამიანი დამიკავშირდა და სამივე მათგანი ჟანას ბინის ქირის ფულს ცალკ-ცალკე უხდიდა. ამ დროს, ჩვენ ვიცოდით, რომ ქუჩაში ცხოვრობდა გადაცემა ''პროფილმა'' ხუთშაბათს მორიგი სატელევიზიო სეზონი ქველმოქმედებით დაასრულა და სამი ოჯახი ახალი ბინით გაახარა. მაყურებელმა ბევრი იტირა, გადაცემის გმირების ისტორიაზე.

მათ შორის განსაკუთრებული ისტორია, მარტოხელა ჟანა ვახტანგიშვილს ჰქონდა. როგორც გადაცემიდან გავიგეთ, ჟანა 5 წლის შვილთან ერთად ღამეს ქუჩაში ათევდა და თავშესაფარის არქონის გამო, შესაძლოა ზამთარში სიცივით გაყინულიყო.

''პროფილში'' მას ერთოთახიანი ბინა აჩუქეს. ავეჯითა და ტექნიკით
მოუწყეს და ყოველთვიური დახმარებაც დაუნიშნეს.

გადაცემის გასვლიდან ორი დღის შემდეგ, სოციალურ ქსელში გადაცემის ოფიციალურ გვერდზე სპეციალური განცხადება გამოქვეყნდა. გადაცემის შემოქმედებითი ჯგუფი მაყურებელს დახმარებას სთხოვდა.

როგორც აღმოჩნდა, ჟანამ ბინაზე უარი თქვა, მიზეზი კი მხოლოდ ის აღმოჩნდა, რომ ბინა სამტრედიაში მდებარეობდა, ჟანას კი ვაკეში, მათხოვრობით უფრო მეტი შემოსავალი ჰქონდა, ვიდრე რეგიონში ექნებოდა. ჟანა თბილისში დაბრუნდა და ძველი საქმიანობა გააგრძელა.

მოგვიანებით ამ თემაზე სოციალურ ქსელში ვინმე ეკა გრიგალავამ სტატუსი გამოაქვეყნა, რომ ჟანა ერთ წელზე მეტია რაც ქუჩაში არ ცხოვრობს და ბავშვი ბაღში დადის. გადაცემაში კი გამოყენებული იყო ძველი კადრები დოკუმენტური ფილმიდან.

სამტრედია საცხოვრებლად ჟანას არ აურჩევია. არც სამსახური შეუთავაზებიათ. ბინა ლტოლვითა საცხოვრებელში იყო და არ იყო შეყვანილი გაზი, წყალი...

რა მოხდა რეალურად და ვინ ტყუის, ამ თემაზე კომენტარი მაია ასათიანს ვთხოვეთ. ჟურნალისტი მართლაც მძიმე მდგომარეობაშია, რადგან გადაცემა დიდი ხანია რაც ქველმოქმედებას ეწევა, მაგრამ მსგავსი ფაქტის წინაშე პირველად აღმოჩნდნენ.

მაია ასათიანი:
- რამდენიმე წელია რაც ჟანას ვიცნობთ და მასთან ხშირი კონტაქტი გვაქვს. ბოლო ორი თვის განმავლობაში ის ხშირად გვირეკავდა და გვეუბნებოდა, რომ თანახმა იყო მიწურშიც ეცხოვრა. ზოგმა ჩათვალა, რომ მე ძალით ვჩუქნი ხალხს ბინებს. არადა, ძალიან ბევრი კომპანია შევაწუხეთ და გაგვიხარდა, რომ ერთი მათგანი დაგვთანხმდა. გული მწყდება, რომ ახლა მე მიწევს სიკეთის გამო თავის მართლება.

და რაც მთავარია, იმაზე მიწევს თავის მართლება, რომ ბინა არის სამტრედიაში და არა თბილისში. ჟანას ბინის გარდა, ამ კომპანიამ 300 ლარიანი დახმარებაც დაუნიშნა. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ჩავიდეს იქ და ნახოს, რომ გაზი ნამდვილად შეყვანილია.

აბა, 460 ლარიან გაზქურას ტყუილად ხომ არ ვიყიდდით? სად არის ლოგიკა, რომ მე ვარ გიჟი და ძალით ვჩუქნი ადამიანებს ბინებს? ამ ყველაფერს უკვე შანტაჟის ფორმა აქვს. ძალიან ბევრი ადამიანი მირეკავს და თანადგომას მიცხადებს.

გუშინ, სამი ადამიანი დამიკავშირდა და სამივე მათგანი ჟანას ბინის ქირის ფულს ცალკ-ცალკე უხდიდა. ამ დროს, ჩვენ ვიცოდით, რომ ქუჩაში ცხოვრობდა. დღეს უკვე ვფიქრობ, რომ მსგავსი პრობლემები სახელმწიფომ და სოციალურმა სამსახურებმა უნდა მოაგვარონ და არა სატელევიზიო გადაცემებმა.

ჩვენ გვინდოდა, რომ საზოგადოებაში ჟანას რესოციალიზაცია მომხდარიყო. რაც შეეხება კადრებს, ძველი არ ყოფილა, ყველა კადრი ჩვენს მიერაა გადაღებული. ჩვენ ვიცოდით, რომ მას თავზე ჭერი არ ჰქონდა, სამწუხაროდ მოტყუებულნი დავრჩით...

- მაია, იცოდა ჟანამ რომ სამტრედიაში აპირებდით მისთვის ბინის შეძენას?
- ამ პერიოდის განმავლობაში ჟანასთან ხშირი კონტაქტი გვქონდა და გადაცემის გარეთაც ვეხმარებოდით. როდესაც წერილი მოგვწერა, წერდა, რომ ის მზად იყო მიწურში ცხოვრებაზეც. თანხით, რომელიც გვქონდა, ნამდვილად შეგვეძლო მიწურის ყიდვა თბილისში, თუმცა ვარჩიეთ, რომ ადამიანს ქონოდა კომფორტული, კეთილმოწყობილი ბინა, სამსახური და შემოსავლის წყარო და ღირსეულად ეცხოვრა.

სამი სხვადასხვა ვარიანტი შევთავაზეთ, კახეთი, ოზურგეთი და სამტრედია. მან თავად გადაწყვიტა სამტრედიაში ცხოვრება. მაყურებელს ვეკითხები, სად არის ჩემი დანაშაული? ჩვენ ხომ ვაჩუქეთ, რაში მდებენ ბრალს. მგონია, რომ ვიღაც შეგნებულად აგორებს ჩვენს წინააღმდეგ, აბსოლუტურად უსუსურ, შავ პიარს!

- რა გადაწყვეტილებას მიიღებთ, ჟანა თუ უარს იტყვის იქ ცხოვრებაზე?
- არ ვიცი, დღეს უნდა მოვიდეს ჟანა, რომელიც კატეგორიულ უარს აცხადებს სამტრედიაში ცხოვრებაზე და აცხადებს, რომ ბინა გავყიდოთ, ფული დავამატოთ და ახალი ბინა ვუყიდოთ თბილისში.

ფოტოები სამტრედიის ბინიდან...

Rating


Rating

ნინო გიგიშვილი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 72 /
ნაბოზარი იქნება ეგ
როდის იყო ბოზებს პროპაგანდას უცევდნენ.მაია შენ ისე მოგატყუეს ალბათ როგორც ნახვარი საქართველო როგორც ჩანს ჟანას თოვლის გაგუა გამოუჩნდა რომელიც აფინანსებს........ტიროა Fული არ მაქვს "დაეხმარეთ ჩემს შვილს შიაო"და მერე ტელოფონით და ზმანზე და ფეისბუქის კომენტარების გაკიცხვიტ ჩნდება და უარყოფს ყვლაფერს და გვაბოლებს ვიტომ ამნზია დაგვემართა და ხალხნო საიდან ვიცნობთ მას თუ არა მისივე მონაყოლი ისტორიიდან???:D:D
00:37 / 01-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ლია
უმადურ კას მთელი სამყარო რომ აჩუქო ,იტყვის დიდიხანია ამის ღირსი ვიყავიოო...მაიკო შენ მაგაზე არ ინერვიულო
00:06 / 01-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ჩამოართვით დედობის უFლება
ამნაერ იდიოტკას ჩამოაღტვოთ დედობის Uფლება,ბავშვს შეუნახეთ ეგ ბინა და აუკრძალეთ დედამის ურთიერთობა მასთან,თორემ Bინასაც გაუყიდის პატარას და საერთოდ ნულზე დატოვებს,დეგენერატი ქალი
15:32 / 31-12-2013
გამოხმაურება / 0 /
მანჩი
ამბიციები კარგი ქონია ქალბატონს.გავგიჯდი მართლა ბევრია ვინც იმსახურებს სახლს და ქუჩაში ცხოვრობს..სიკეთე ესე გადაუხადა?არაფრის ღირსია ეს ქალი, აფერისტი,მატყუარა.
14:37 / 31-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ნატა
რა ბინა უნდა ამ ქალს, როგორც თავად ამბობს არასდროს ჰქონია თავშესაფარი და გაუშვით, იყოს ქუჩაში, ოღონდ ბავშვი ჩამორთვით და მიეცით იმას ვისაც ლოგინში წოლა და მაგიდასთან უყვარს ჯდომა და საქმის კეთება.
14:27 / 31-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინი
ვაიმე ჯანა გემოვნება გაქვს ვაკეში გინდა ეტყობა ბინა ისიც უნდა წაართვათ რაც მიეცით და სხვას მისცეთ მათხოვრადაა გაზრდილი და მასე დარჩება
14:04 / 31-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ბატო
როგორც ქარტველების უმეტესობა ჟანაც უმადური აღმოჩნდა,რა არის ამაში გასაკვირი?
10:00 / 31-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ინგა
ეგ ჟანა ეტყობა ავადმყოფია,მოუნდა თბილისში თან ვაკეში,რამდენი წელია ვწვალობ საზგვარგარეთ და ერთი ბინა ვერ მიყიდია შვილებისთვის.მათხოვარი და წუნია მაგაზეა.თუ არ უნდა ნუ უნდა.იმდენი უსახლ კაროა სხვას მიეცით და დაგლოცავთ.ჟანამ კიდე თავის თავი აბოლოს უაზრო ტყუილებით
04:50 / 31-12-2013
გამოხმაურება / 0 /
მაკა
მაიკო გმერტი სიკეტიტ დადაგიხდის
23:47 / 30-12-2013
გამოხმაურება / 0 /
მაკა
ხალხს სიკეტის დანახვა არ უნდა
23:44 / 30-12-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS