30 დეკემბერი, 2013
ექსკლუზივი!!! მაია ასათიანი - ''რატომ მიწევს სიკეთის გამო თავის მართლება''...
გუშინ, სამი ადამიანი დამიკავშირდა და სამივე მათგანი ჟანას ბინის ქირის ფულს ცალკ-ცალკე უხდიდა. ამ დროს, ჩვენ ვიცოდით, რომ ქუჩაში ცხოვრობდა გადაცემა ''პროფილმა'' ხუთშაბათს მორიგი სატელევიზიო სეზონი ქველმოქმედებით დაასრულა და სამი ოჯახი ახალი ბინით გაახარა. მაყურებელმა ბევრი იტირა, გადაცემის გმირების ისტორიაზე.

მათ შორის განსაკუთრებული ისტორია, მარტოხელა ჟანა ვახტანგიშვილს ჰქონდა. როგორც გადაცემიდან გავიგეთ, ჟანა 5 წლის შვილთან ერთად ღამეს ქუჩაში ათევდა და თავშესაფარის არქონის გამო, შესაძლოა ზამთარში სიცივით გაყინულიყო.

''პროფილში'' მას ერთოთახიანი ბინა აჩუქეს. ავეჯითა და ტექნიკით
მოუწყეს და ყოველთვიური დახმარებაც დაუნიშნეს.

გადაცემის გასვლიდან ორი დღის შემდეგ, სოციალურ ქსელში გადაცემის ოფიციალურ გვერდზე სპეციალური განცხადება გამოქვეყნდა. გადაცემის შემოქმედებითი ჯგუფი მაყურებელს დახმარებას სთხოვდა.

როგორც აღმოჩნდა, ჟანამ ბინაზე უარი თქვა, მიზეზი კი მხოლოდ ის აღმოჩნდა, რომ ბინა სამტრედიაში მდებარეობდა, ჟანას კი ვაკეში, მათხოვრობით უფრო მეტი შემოსავალი ჰქონდა, ვიდრე რეგიონში ექნებოდა. ჟანა თბილისში დაბრუნდა და ძველი საქმიანობა გააგრძელა.

მოგვიანებით ამ თემაზე სოციალურ ქსელში ვინმე ეკა გრიგალავამ სტატუსი გამოაქვეყნა, რომ ჟანა ერთ წელზე მეტია რაც ქუჩაში არ ცხოვრობს და ბავშვი ბაღში დადის. გადაცემაში კი გამოყენებული იყო ძველი კადრები დოკუმენტური ფილმიდან.

სამტრედია საცხოვრებლად ჟანას არ აურჩევია. არც სამსახური შეუთავაზებიათ. ბინა ლტოლვითა საცხოვრებელში იყო და არ იყო შეყვანილი გაზი, წყალი...

რა მოხდა რეალურად და ვინ ტყუის, ამ თემაზე კომენტარი მაია ასათიანს ვთხოვეთ. ჟურნალისტი მართლაც მძიმე მდგომარეობაშია, რადგან გადაცემა დიდი ხანია რაც ქველმოქმედებას ეწევა, მაგრამ მსგავსი ფაქტის წინაშე პირველად აღმოჩნდნენ.

მაია ასათიანი:
- რამდენიმე წელია რაც ჟანას ვიცნობთ და მასთან ხშირი კონტაქტი გვაქვს. ბოლო ორი თვის განმავლობაში ის ხშირად გვირეკავდა და გვეუბნებოდა, რომ თანახმა იყო მიწურშიც ეცხოვრა. ზოგმა ჩათვალა, რომ მე ძალით ვჩუქნი ხალხს ბინებს. არადა, ძალიან ბევრი კომპანია შევაწუხეთ და გაგვიხარდა, რომ ერთი მათგანი დაგვთანხმდა. გული მწყდება, რომ ახლა მე მიწევს სიკეთის გამო თავის მართლება.

და რაც მთავარია, იმაზე მიწევს თავის მართლება, რომ ბინა არის სამტრედიაში და არა თბილისში. ჟანას ბინის გარდა, ამ კომპანიამ 300 ლარიანი დახმარებაც დაუნიშნა. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ჩავიდეს იქ და ნახოს, რომ გაზი ნამდვილად შეყვანილია.

აბა, 460 ლარიან გაზქურას ტყუილად ხომ არ ვიყიდდით? სად არის ლოგიკა, რომ მე ვარ გიჟი და ძალით ვჩუქნი ადამიანებს ბინებს? ამ ყველაფერს უკვე შანტაჟის ფორმა აქვს. ძალიან ბევრი ადამიანი მირეკავს და თანადგომას მიცხადებს.

გუშინ, სამი ადამიანი დამიკავშირდა და სამივე მათგანი ჟანას ბინის ქირის ფულს ცალკ-ცალკე უხდიდა. ამ დროს, ჩვენ ვიცოდით, რომ ქუჩაში ცხოვრობდა. დღეს უკვე ვფიქრობ, რომ მსგავსი პრობლემები სახელმწიფომ და სოციალურმა სამსახურებმა უნდა მოაგვარონ და არა სატელევიზიო გადაცემებმა.

ჩვენ გვინდოდა, რომ საზოგადოებაში ჟანას რესოციალიზაცია მომხდარიყო. რაც შეეხება კადრებს, ძველი არ ყოფილა, ყველა კადრი ჩვენს მიერაა გადაღებული. ჩვენ ვიცოდით, რომ მას თავზე ჭერი არ ჰქონდა, სამწუხაროდ მოტყუებულნი დავრჩით...

- მაია, იცოდა ჟანამ რომ სამტრედიაში აპირებდით მისთვის ბინის შეძენას?
- ამ პერიოდის განმავლობაში ჟანასთან ხშირი კონტაქტი გვქონდა და გადაცემის გარეთაც ვეხმარებოდით. როდესაც წერილი მოგვწერა, წერდა, რომ ის მზად იყო მიწურში ცხოვრებაზეც. თანხით, რომელიც გვქონდა, ნამდვილად შეგვეძლო მიწურის ყიდვა თბილისში, თუმცა ვარჩიეთ, რომ ადამიანს ქონოდა კომფორტული, კეთილმოწყობილი ბინა, სამსახური და შემოსავლის წყარო და ღირსეულად ეცხოვრა.

სამი სხვადასხვა ვარიანტი შევთავაზეთ, კახეთი, ოზურგეთი და სამტრედია. მან თავად გადაწყვიტა სამტრედიაში ცხოვრება. მაყურებელს ვეკითხები, სად არის ჩემი დანაშაული? ჩვენ ხომ ვაჩუქეთ, რაში მდებენ ბრალს. მგონია, რომ ვიღაც შეგნებულად აგორებს ჩვენს წინააღმდეგ, აბსოლუტურად უსუსურ, შავ პიარს!

- რა გადაწყვეტილებას მიიღებთ, ჟანა თუ უარს იტყვის იქ ცხოვრებაზე?
- არ ვიცი, დღეს უნდა მოვიდეს ჟანა, რომელიც კატეგორიულ უარს აცხადებს სამტრედიაში ცხოვრებაზე და აცხადებს, რომ ბინა გავყიდოთ, ფული დავამატოთ და ახალი ბინა ვუყიდოთ თბილისში.

ფოტოები სამტრედიის ბინიდან...

Rating


Rating

ნინო გიგიშვილი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 72 /
nanash
სამწუხაროა ნამდვილად, მაგრამ ძალიან ხშირად როდესაც აკეთებ სიკეთეს ვალდებულებაში გითვლიან და მადლობის ღირსადაც არ გთვლიან.
11:32 / 02-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ოპააა
გამიხარდა რომ არ უჭირს ჯანას ისე როგორც კადრებში იყო ნაჩვენები,ბედნიერი ვარ რომ თურმე უამრავი კეთილი ადამიანი არსებიბს ვინც თუნდაც ქირას უხდის დ. არაერთი აღმოცნდა ასეთი,ასევე უნიკალური ფაქტია როდესაც ადამიანები სურვილისამებს ბინებს ცუქნიან გაჭირვებულებს.ეს ნიშნავს იმას რომ საქართველოი უდიდესი სიკეთე ტრიალებს ,ამას უფალი ხედავს და სიკეთეს არავის დაუკარგავს.თუკი გააკეთეს ის რაც გააკეტეს ჟანასტვის მე ვიტყოდი რომ შეარგონ როგორც უნდა ისე მოიხმაროს სასაყ ედურო არარ ექნება არავისტან ,რადგან კიდევ ერტხელ გამოცნდა რომ ქარტველი ხალხი კეთილსობილია
10:24 / 02-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინო
მაია ნამდვილად დიდ სიკეთეებს აკეთებთ,თქვენ ვერავინ გაგამტყუნებთ,არ ყოფილა ეგ გოგო ღირსი დახმარების და იჯდეს ვაკეში და იმათხოვროს,მიჩვეულია ეგეთ ცხოვრებას,ეტყობა კარგად არ მოშიებია და არ შეცივნია,თორემ სამტრედიაში კი არა და რატომ თუშეთში და სვანეთში არ წავიდოდა.ან კიდევ ვიღაც არიგებს ჭკუას რომ თბილისში მოითხოვოს ბინა.ვეტანხმები ნიკას და კაკოს.
20:58 / 01-01-2014
გამოხმაურება / 0 /
არ შეიძლება ასე , შენ სიკეთე ქენი.... არა ! ეს ქალი არავითარ დახმარებას არ იმსახურებს. ბინა უნდა ჩამოერთვას და მიეცეს იმას ვისაც ნამდვილად უჭირს. და მერე , ასეთი ხალხის შემოწმება უნდა მოხდეს. საქართველოში ხალხის მენტალიტეტი უარესობისკენ შეიჩვალა.... მიეჩვივნენ მათხოვრობას და ფულის გამოძალვას.
19:41 / 01-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ხათათო
ნუ ნერვიულობ მაიკო. კეთილი საქმის კეთება ზეცაში ფასდება. უმადურებს რა დალევს ამქვეყნად. სიმართლე გითხრათ არც მიკვირს. ჩემი სამსახურის გადამკიდე ბევრი მაგალითის მოყვანა შემიძლია... თუმცა სიკეთე ამის მიუხედავად მაინც უნდა აკეთო. გილოცავ ახალ წელს ბედნიერება მოეტანოს შენთვის, ამას იმსახურებ
19:40 / 01-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინო
მაიამდე ბატონი პაატა წააწყდა უმადურობას. ნაყიდი სახლი გაყიდეს და ისევ ბავშვთა სახლში დააბრუნეს შვილები. მაგრამ ამის გამო ქველმოქმედება არ შეუწყვეტიათ. საერთოდ ნათქვამია სიკეთე ქენი ქვაზე დადე, გამოივლი წინ დაგხვდებაო. უმადურობა საერთოდ ახასიათებთ ადამიანებს.ამის გამო გული არ უნდა გავიტეხოთ, ბოროტებასაც ეს უნდა.არ უნდა დავმორჩილდეთ და გავაგრძელოთ ჩვენი საქმე ოღონდ უფრო დაკვირვებით და სიფრთხილით.
13:05 / 01-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ლელა
ჯიგარი ხარ ნიკუშ. მე ქალი ვარ და ასე ვერ ვთქვი. კომენტარი მომეწონა
11:59 / 01-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ლელა
ეგ მართლა მათხოვარი,თვითონ არ მოყვა ყველაფერს პროფილში?! ბინა მქონდეს და არ დავეძებ არაფერსო? თუ ამდენი გულშემატკივარი ყავდა სად იყავით აქამდე?პროფილს ელოდით?ის ყოველთვიური დახმარებაც მოუხსენით და მერე უფრო მეტად კმაყოფილი იქნება მაიკო თქვენი.რატომ უნდა ინერვიულო ვიღაც ,,მინდა მათხოვარი ვიყოს" გულისთვის.
11:55 / 01-01-2014
გამოხმაურება / 0 /
კაკო
ამ ნაგვის ვირთხას რად უნდა ბინა, წავიდეს ისევ სანაგვეზე იქექოს!!
11:54 / 01-01-2014
გამოხმაურება / 0 /
წესრიგა
მაია რატომ ნერვიულობ? რაც არ უნდა ღმერთმა ნუ მისცეს ადექით და სხვა გაჭირვებულ ოჯახს აჩუქეთ სამტრედიაში
10:28 / 01-01-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS