30 დეკემბერი, 2013
ექსკლუზივი!!! მაია ასათიანი - ''რატომ მიწევს სიკეთის გამო თავის მართლება''...
გუშინ, სამი ადამიანი დამიკავშირდა და სამივე მათგანი ჟანას ბინის ქირის ფულს ცალკ-ცალკე უხდიდა. ამ დროს, ჩვენ ვიცოდით, რომ ქუჩაში ცხოვრობდა გადაცემა ''პროფილმა'' ხუთშაბათს მორიგი სატელევიზიო სეზონი ქველმოქმედებით დაასრულა და სამი ოჯახი ახალი ბინით გაახარა. მაყურებელმა ბევრი იტირა, გადაცემის გმირების ისტორიაზე.

მათ შორის განსაკუთრებული ისტორია, მარტოხელა ჟანა ვახტანგიშვილს ჰქონდა. როგორც გადაცემიდან გავიგეთ, ჟანა 5 წლის შვილთან ერთად ღამეს ქუჩაში ათევდა და თავშესაფარის არქონის გამო, შესაძლოა ზამთარში სიცივით გაყინულიყო.

''პროფილში'' მას ერთოთახიანი ბინა აჩუქეს. ავეჯითა და ტექნიკით
მოუწყეს და ყოველთვიური დახმარებაც დაუნიშნეს.

გადაცემის გასვლიდან ორი დღის შემდეგ, სოციალურ ქსელში გადაცემის ოფიციალურ გვერდზე სპეციალური განცხადება გამოქვეყნდა. გადაცემის შემოქმედებითი ჯგუფი მაყურებელს დახმარებას სთხოვდა.

როგორც აღმოჩნდა, ჟანამ ბინაზე უარი თქვა, მიზეზი კი მხოლოდ ის აღმოჩნდა, რომ ბინა სამტრედიაში მდებარეობდა, ჟანას კი ვაკეში, მათხოვრობით უფრო მეტი შემოსავალი ჰქონდა, ვიდრე რეგიონში ექნებოდა. ჟანა თბილისში დაბრუნდა და ძველი საქმიანობა გააგრძელა.

მოგვიანებით ამ თემაზე სოციალურ ქსელში ვინმე ეკა გრიგალავამ სტატუსი გამოაქვეყნა, რომ ჟანა ერთ წელზე მეტია რაც ქუჩაში არ ცხოვრობს და ბავშვი ბაღში დადის. გადაცემაში კი გამოყენებული იყო ძველი კადრები დოკუმენტური ფილმიდან.

სამტრედია საცხოვრებლად ჟანას არ აურჩევია. არც სამსახური შეუთავაზებიათ. ბინა ლტოლვითა საცხოვრებელში იყო და არ იყო შეყვანილი გაზი, წყალი...

რა მოხდა რეალურად და ვინ ტყუის, ამ თემაზე კომენტარი მაია ასათიანს ვთხოვეთ. ჟურნალისტი მართლაც მძიმე მდგომარეობაშია, რადგან გადაცემა დიდი ხანია რაც ქველმოქმედებას ეწევა, მაგრამ მსგავსი ფაქტის წინაშე პირველად აღმოჩნდნენ.

მაია ასათიანი:
- რამდენიმე წელია რაც ჟანას ვიცნობთ და მასთან ხშირი კონტაქტი გვაქვს. ბოლო ორი თვის განმავლობაში ის ხშირად გვირეკავდა და გვეუბნებოდა, რომ თანახმა იყო მიწურშიც ეცხოვრა. ზოგმა ჩათვალა, რომ მე ძალით ვჩუქნი ხალხს ბინებს. არადა, ძალიან ბევრი კომპანია შევაწუხეთ და გაგვიხარდა, რომ ერთი მათგანი დაგვთანხმდა. გული მწყდება, რომ ახლა მე მიწევს სიკეთის გამო თავის მართლება.

და რაც მთავარია, იმაზე მიწევს თავის მართლება, რომ ბინა არის სამტრედიაში და არა თბილისში. ჟანას ბინის გარდა, ამ კომპანიამ 300 ლარიანი დახმარებაც დაუნიშნა. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ჩავიდეს იქ და ნახოს, რომ გაზი ნამდვილად შეყვანილია.

აბა, 460 ლარიან გაზქურას ტყუილად ხომ არ ვიყიდდით? სად არის ლოგიკა, რომ მე ვარ გიჟი და ძალით ვჩუქნი ადამიანებს ბინებს? ამ ყველაფერს უკვე შანტაჟის ფორმა აქვს. ძალიან ბევრი ადამიანი მირეკავს და თანადგომას მიცხადებს.

გუშინ, სამი ადამიანი დამიკავშირდა და სამივე მათგანი ჟანას ბინის ქირის ფულს ცალკ-ცალკე უხდიდა. ამ დროს, ჩვენ ვიცოდით, რომ ქუჩაში ცხოვრობდა. დღეს უკვე ვფიქრობ, რომ მსგავსი პრობლემები სახელმწიფომ და სოციალურმა სამსახურებმა უნდა მოაგვარონ და არა სატელევიზიო გადაცემებმა.

ჩვენ გვინდოდა, რომ საზოგადოებაში ჟანას რესოციალიზაცია მომხდარიყო. რაც შეეხება კადრებს, ძველი არ ყოფილა, ყველა კადრი ჩვენს მიერაა გადაღებული. ჩვენ ვიცოდით, რომ მას თავზე ჭერი არ ჰქონდა, სამწუხაროდ მოტყუებულნი დავრჩით...

- მაია, იცოდა ჟანამ რომ სამტრედიაში აპირებდით მისთვის ბინის შეძენას?
- ამ პერიოდის განმავლობაში ჟანასთან ხშირი კონტაქტი გვქონდა და გადაცემის გარეთაც ვეხმარებოდით. როდესაც წერილი მოგვწერა, წერდა, რომ ის მზად იყო მიწურში ცხოვრებაზეც. თანხით, რომელიც გვქონდა, ნამდვილად შეგვეძლო მიწურის ყიდვა თბილისში, თუმცა ვარჩიეთ, რომ ადამიანს ქონოდა კომფორტული, კეთილმოწყობილი ბინა, სამსახური და შემოსავლის წყარო და ღირსეულად ეცხოვრა.

სამი სხვადასხვა ვარიანტი შევთავაზეთ, კახეთი, ოზურგეთი და სამტრედია. მან თავად გადაწყვიტა სამტრედიაში ცხოვრება. მაყურებელს ვეკითხები, სად არის ჩემი დანაშაული? ჩვენ ხომ ვაჩუქეთ, რაში მდებენ ბრალს. მგონია, რომ ვიღაც შეგნებულად აგორებს ჩვენს წინააღმდეგ, აბსოლუტურად უსუსურ, შავ პიარს!

- რა გადაწყვეტილებას მიიღებთ, ჟანა თუ უარს იტყვის იქ ცხოვრებაზე?
- არ ვიცი, დღეს უნდა მოვიდეს ჟანა, რომელიც კატეგორიულ უარს აცხადებს სამტრედიაში ცხოვრებაზე და აცხადებს, რომ ბინა გავყიდოთ, ფული დავამატოთ და ახალი ბინა ვუყიდოთ თბილისში.

ფოტოები სამტრედიის ბინიდან...

Rating


Rating

ნინო გიგიშვილი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 72 /
ნუკრი
მაია ასათიანს ამ კერძო შემთხვევაზე ვერაფერს ვეტყვი, მაგრამ მისი გადაქცემა მხოლოდ სიკეთეს არ თესავს. ის გამწარებული ებრძვის იმ ოჯახებს,რომლებსაც მშობლების მიერ საავადმყოფოებსა და ბავშვთა სახლებში მიტოვებული ბავშვები ყავთ ნაშვილები.ხდება ისეც,რომ შვილად აყვანის შემდეგ ოჯახს საკუთარი შვილიც შესძენიათ, ნაშვილებმაც და საკუთარმაც იცოდნენ,რომ ღვიძლი9 და ძმანი იყვნენ.ამ გადაცემის მესვეურები კი დაძრწიან,ინფორმაციას აქვეყნებენ და შვილოების გადამგდებ ბიოლოგიურ ვითომ დედ–მამას აპოვნინებენ "საყვარელ,დაკარგულ"შვილებს.ამით მთელ ცხოვრებას უნგრევენ არა მარტო მშვილებლებს,რომლებმაც ბევრ ვითომ ნამდვილო მშობელზე მეტი გააკეთეს შვილის აღზრდისათვის,მთელი ცხოვრება და სიყვარული აჩუქეს მათ,არამედ ნაშვილებსაც, რომელსაც უკვე აღარავისი სჯერა. ბრალს სდებს ბიოლოგიურ და გამზრდელ მშობელსაც. ვინ იგებს ამით? რამდენად სამართლიანია ასეთი გადაცემის ეთერში გაშვება?ნუთუ ღირს ეს გადაცემა ამდენ ცრემლად და ოჯახურ ტრაგედიად. სრულიად ბედნიერ,შეკრული ოჯახის დანგრევად მხოლოდ იმიტომ,რომ შვილის დაბადებისთანავე პირადი ცხოვრების უკეთ მოწყობის საბაბით შვილის უარმყოფელ ვითომ დედას ვაპოვნინოთ სხვის მიერ ტანჯვით გაზრდილი, უკვე ახალი ოჯახის შვილი,რომელსაც უკანასკნელ იმედს ართმევენ?რაღა მნიშვნელობა აქვს კანონით შვილად აყვანის გასაიდუმლოებას?იცით, რომ ამ გადაცემამ ბევრ ადამიანს უარი ათქმევინა ბავშვის აყვანაზე?იქნებ იფიქროს ვინმემ ამ მძიმე პრობლემაზე და ხელფასის გულისთვის ნუ გაამწარებენ ოჯახებს,რომლებსაც არაფერი დაუშავებიათ მიტოვებული პატარების სიყვარულით და რუდუნებით გაზრდით.
11:32 / 03-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ირმა
ნეტა ასეთი ბინა დედაჩემსაც აჩუქოთ, ათასჯერ მადლობას გეტყოდათ, არც გაზი აქვს დანგრეულ ჭერჩამოქცეულ სახლში, არც წყალი და არც ტუალეტი, რად უნდა ახალგაზრდა ჯანღონით სავსე ქალს საჩუქარი, გავიდეს, იმუშაოს და იცხოვროს ისე როგორც უნდა, მოხუცებს არ ეხმარებით არაფრით, ვისაც ნამდვილად უჭირს და სჭირდება ვინმეს დახმარება, ღირსები ხართ ასეტ სიტუაციაში რომ აღმოჩნდით, გეცოდინებათ ვის დაეხმაროთ და ვინ დაგიფასებთ ამის მერე
10:46 / 03-01-2014
გამოხმაურება / 0 /
იზი
დღეს მივხვდი, რომ სატელევიზიო გადაცემიც მოვალეობა არ არისო...მანამდე ე. ვერ მიხვდი თუ ასე გაწყობდა რეიტინგისთვის? ეგ ერთი, და მეორე რუსტავი2-ული სიყალბე მგონია ეგ დიადი სიკეთე", იცი რატომ, ჩემს მეზობელ გენიოს დრამერზეც თქვა გვარამიამ ამ ბავშვს ინსტრუმენტი არ აქვს და რუსთავი 2 ჩუქნისო, არადა ხომ ყველა მეზობელმა იცოდა რომ ინსტრუმენტიც ჰქონდა და დაუღალავადაც შრომობდა, ასეა რრეიტინგისთვის ტყუილები არ უნდა გამიყენო.
07:03 / 03-01-2014
გამოხმაურება / 0 /
მანანა
თავიდანვე მივხვდი, სიუჯეტი ჟანას შესახებ ბლეფი იყო.ჯანა არ გავდა უბინაოს. რუსთავი2-ს სურს ხალხზე მეტისმეტად მზრუნველის როლში მოგვევლინოს . ხალხზე ახლა მშვენივრად ზრუნავს სახელმწიფო.აქამდე არ ენაღვლებოდა ნაციონალთა მთავრობას უსახლკაროთა ბედი. ახლა გაკეთილშობილდით ნაცებო და რუსთავი 2-ის მესვეურებო? ამ გადაცემის მიზანი, ჩემი აზრით ის იყო, რომ რამენაირად დაგემცირებინათ დღევანდელი ხელისუფლების როლი სოციალურ სფეროში. განა ასე არ არის?
01:59 / 03-01-2014
გამოხმაურება / 0 /
არჩილი
დაანებეთ თავი ქალბატონო მაია.თქვენი ფუნქცია პრობლემის გამოტანაა საზოგადოების სამსჯავროზე და არა მისი გადაწყვეტა...გილოცავთ ახალ წელს და გისურვებთ წარმატებებს.
21:48 / 02-01-2014
გამოხმაურება / 0 /
!!!
ჩემნაირ (ვიტყოდი _ კრეტინებს) გულს უჩვილებს ასეთი გადაცემები (და სტატიებიც) და ყველანაირად ვცდილობთ ხოლმე დავეხმაროთ ასეთ "გაჭირვებულებს". აღარ უნდა დამთავრდეს საზოგადოების ნერვებზე თამაში? კარგია, რომ ასეთი ფინალი მოჰყვა ამ გადაცემას. ახლა მაინც დავინახავთ, რომ ზედმეტი არაფერი ვარგა. მაიას რა ეგონა,ის ხომ მხოლოდ იმაზე ფიქრობს, როგორი გადაცემა გამოუვა და არა იმაზე, რამდენად შეესაბამება რეალობას იქ ნაჩვენები ამბები. უნდა დამთავრდეს მუდმივი ქველმოქმედების რეჟიმში ცხოვრება! დავიღალეთ! ყველას ჩვენი პრობლემა გვაქვს!
21:00 / 02-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ტატო
მაია,თქვენ თავს რატომ იდანაშაულებთ_?შენ ხომ სიკეთე გააკეთე და ჟანამ კი ეს სიკეთე ბოროტულად ისარგებლა.ეს ქალი არ არის ამ ბინის ღირსი და ჯობია გამოასახლოთ იმ ბინიდან და მაგაზე უფრო მეტად გაჭირვებული ადამიანებიც არიან ამ ქვეყნად და ჯობია მათ გადასცეთ.
19:47 / 02-01-2014
გამოხმაურება / 0 /
კეკე
დაუნახავი ეგ,მე მარტო ხელა დედა რას არვაკეთებ რომ ჩემ შვილს ერთი ოთახი შევუძინო და ქირით წანწალს თავი დავაგწიო მკითხველიც არავინ მყავს როგორ წვალებით და ნერვების ფასად ვიხდი ქირის ფულს და ასეთი უმადურები ენებს იგრძელებენ მადლობის თქმის მაგივრად,გმერთო ჩემო!
18:21 / 02-01-2014
გამოხმაურება / 0 /
მარი
me clebia saqartveloshi ar kopilvar da arc vapirbdi kidev cxovrebas tumca am paktma sabolood gadamackvetina rom saqartveloshi cxovreba sheudzlebelia es ra xdeba adamiani siketes akeetebs da xalxi am siketes borotulad ikenebs da tavis gegmebistvis ro sxva adamiani dachagros mercmunet aset rmes sxva qveknashi verasodes naxavt
17:33 / 02-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ბენც
ამისთანა ადამიანს რო ნახავ წიხლი უნდა ჩაარტყა რო აღაგრ დაიწუწუნოს :@:@:@ ნაბოთლარი ესა :@:@:@ გაყიდვა მ,ოუნდა :D:D:D:D ნაგლი :@
13:23 / 02-01-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS