14 ნოემბერი, 2017
რა გჭირს ასეთი სხვას, შენთვის უცხო ადამიანს, საძაგლობები დაუწერო? - ეკა ხოფერია მაია ასათიანის გარშემო ატეხილ სკანდალს ეხმაურება
ჟურნალისტი ეკა ხოფერია სოციალურ ქსელში მაია ასათიანის შესახებ ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება:

"არც დილის ტრადიციული ჩაის და არც კაპუჩინოს პოსტია. სხვა ამბავზე მინდა დავწერო. გუშინ ერთ მაღაზიაში ვიყიდე ნივთი, საჩუქრად. მოცულობით დიდი იყო და ჩემი ახლობლის შვილისთვის მინდოდა, ვთხოვე, ყუთში რომ ჩავდოთ, რა ვიცი, შევფუთოთ-მეთქი... საჩუქრად მინდა ერთი საყვარელი პატარა გოგოსთვის. არ გვაქვს ყუთიო, ეგ როგორ-მეთქი, მოკლედ არ გვაქვსო. მომიწია ასე პირდაპირ წაღება. მეწყინა და გავბრაზდი კიდეც, ერთი მომენტი გავიფიქრე, დავწერ ფეისბუქზე მაღაზიის სახელსაც და სერვისზეც
ერთ ორ სიტყვას... მერე წარმოვიდგინე, რომ ისევ იმ გოგოებს " მოხვდებათ", ვინც იქ მუშაობენ, შეიძლება დამქირავებელმა გაბრაზებულმა მათზე იყაროს ჯავრი და სამსახურიდანაც გაუშვას... არ დავწერე, ცხადია. ან რატომაა ცხადი, შეიძლება არცაა სწორი... მაგრამ მე ასე გადავწყვიტე

რატომ გიყვებით ამ ამბავს ძილის წინ. მაია ასათიანის სტატუსებს ვაწყდებოდი დღეს დროის რაღაც მონაკვეთებში. გაზიარებული ჰქონდა მის " მოკრიტიკეთა" და " ჭკუისმსწავლელთა" ნაწერები, დამაინტერესა, შევედი ამ გოგონების თუ ქალბატონების გვერდებზე. შევდივარ, ჩვეულებრივი, ნორმალური ადამიანები, ისეთივე ადამიანები, როგორებიც ჩვენ ვართ, ჰყავთ მეგობრები, ალბათ ოჯახის წევრები, გაღიმებულები იღებენ ფოტოებს, დებენ, ვიღაც უწონებს, ვიღაც გულებს უწერს... ვუყურებ და ვფიქრობ, აი რა გრჯის ან რა გჭირს ასეთი სხვას , შენთვის უცხო ადამიანს, საძაგლობები დაუწერო? რატომ გიჩნდება ეს სურვილი? რა გრძნობა გეუფლება ამ შენი სისაძაგლის ქვეშ მერე ამყოლი საშინელებები რომ იწერება?

არ ვიცი, ვერასდროს ვიპოვი პასუხს ამ კითხვაზე ალბათ. ვერასდროს მივხვდები, რა სიამოვნებას უნდა იღებდე ასე ადგე და უბრალოდ ადამიანს გული ატკინო და წერო და წერო მასზე

და ეს სტატუსი არ ეხება მხოლოდ მაიას თემას, ზოგადად , ფეისბუქი ხშირად სრულიად დაუცველს ხდის ადამიანს სხვა ადამიანების აგრესიისგან , სამწუხაროდ, ზოგჯერ ეს ასეა

მე ვირჩევ სიკეთეს და მხოლოდ კეთილ ადამიანებს, თქვენთვისაც, მათ შორის"
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 8 /
ხათი . ნინოს
100_% მართალია. და ნეტავი კითხულობდნენ ამას ან ეკა და ან მაია
19:09 / 16-11-2017
გამოხმაურება / 0 /
ნინო ჯავახიშვილი
როგორც დედას და როგორც ქალს-ვუთანაგრძნობ,როგორც ჟურნალისტი ზიზღს იწვევს თავისი უტვინო გადაცემებით ჩემში.თქვენ რატომ არ გლანძღავენ?
00:05 / 16-11-2017
გამოხმაურება / 0 /
ირა
გენაცვალე ნინო ჩემი სათქმელი ბოლომდე თქვი.ეს საქართველოა ყველა დედას აშოროს ღმერთმა მაიას ტრაგედია,მაგრამ ქართველ დედას შვილი არასოდეს ძუძუების ამოყრით არ უგლოვია.ალბათ ეს ევროპული გლოვაა ძუძუები ილოცებიანო ეს ხუმრობით მაგრამ გლოვასთან თუ რამე კავშირში იყო ეს ეხლა გავიგე
23:48 / 15-11-2017
გამოხმაურება / 0 /
მზე
დაწყევლილები იყავით მაიასავით ყველანი ვინც მას შეურაცხყოფას მიაყენებს.თქვენ ბოზ მამიდებს მიხედეთ ნაბიჭვრები.ღმერთი არ გაგიწყრეთ.აბა თქვენ თავს დაუკვირდით და თქვენ გულებში ჩაიხედეთ მაიას დეკოლტეს ჩაცმაზე აკრიტიკებთ და ადანაშაულებთ თქვენ კი ბოზობთ საყვარლები გყავთ და ქმრებს ზურგს უკან დასცინით და ამის მერე სხვებზე ლაყბობთ.მლანძღეთ რამდენიც გინდათ ნოკია ჩემთვის და სრული არქონა თქვენისიტყვები.
23:38 / 15-11-2017
გამოხმაურება / 0 /
მარინე
რატომ თქვენ არ გაკრიტიკებენ უმშვენიერესო ქალბატონო ეკა, თქვენ რა ძუძუები არა გაქვთ რომ არ გვაჩვენებთ?
16:43 / 15-11-2017
გამოხმაურება / 0 /
დალი
შენი სიკეთე არ გაიშვა ხოფერია,ვიცით რა ჩიტიც ხარ
12:43 / 15-11-2017
გამოხმაურება / 0 /
ზაზუნა
ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ მაია თავის თავს ებრძვის. იმ უბედურების შემდეგ სულ ცდილობს ტელეწამყვანისთვის შეუფერებელი დეკოლტეებით და მოკლე კაბებით თითქოს პროვოკაციაზე იწვევს მაყურებელს, რომ მერე განაწყენებულმა რაღაცა უმტკიცოს. თუ თვითონ თვლის, რომ ასე უნდა გამოიყურებოდეს, გააგრძელოს, როგორც მოსწონს და ყველა მოცლილის კომენტარზე ნუ რეაგირებს.
00:59 / 15-11-2017
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ეკა, გენაცვალე, შენს გულში ჩაიხედე და მითხარი, რამდენად მოგწონს მაიას ჩაცმულობა. ხომ იყავი წამყვანი როდისმე ასე გამომწვევად გეცვაა?ხალხი გადაირია მისი დახატული გოგოს სიკვდილი რომ გაიგო. ვიძახდით, თავს არაფერი აუტეხოსო და 2კვირაში ამოყრილი ძუძუთი, შემომსკდარი მოკლე კაბით, ფეხი-ფეხზე გადადებული ბაყვის ბოლო რომ უჩანს იქამდე და დაბოლილივით ხარხარებს უაზრობებზე..საქ-ში არც ერთი წამყვანი არ ჯდება ასე ვულგარულად ჩაცმული ეთერში..მითუმეტეს ჯერ არგაციებული შვილის ტკივილის მერე გვარამიას კი არა, სულიერი ვერ გაუბედავდა ასე მოიქეციო. არავინ ამბობს თან ჩაყევიო, სამსახურში რატომ დაბრუნდაო. ცოცხალი ადამიანი კიდეც გაიცინებს, მომავალზეც იფიქრებს, მაგრამ ზღვარგადასულია მისი მოქმედებები და მიუღებელი ნორმალური ადამიანისთვის. და კიდევ, ყოველ გადაცემაში ვითომ ძალიან დამწუხრებული როლს ვერ ირგებს. აღარავის სჯერა.და ნუღა გიკვირთ ხალხის რეაქცია რაა.
18:57 / 14-11-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS