14 ნოემბერი, 2017
სააკაშვილის ბებია გარდაიცვალა
საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბებია მზია წერეთელი გარდაიცვალა. ამის შესახებ ფეისბუქის პირად გვერდზე სააკაშვილის ბიძაშვილი, ნიკა ალასანია წერს. პოსტის კომენტარებში მეგობრები მწუხარებას იზიარებენ. როგორც ნიკა ალასანია წერს, მზია წერეთელი წუხელ გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, მას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.

85 წლის მზია წერეთელი საზოგადოებრივად ძალიან აქტიური იყო. ის ხშირად ჩნდებოდა მისი შვილიშვილის, მიხეილ სააკაშვილის და ქალიშვილის, გიული ალასანიას გვერდით და მონაწილეობდა, როგორც პოლიტიკურ, ისე საზოგადოებრივ ღონისძიებებში.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS