13 ნოემბერი, 2017
"მე ვიქნები პირველი ქართველი დედა, რომელიც ჰომოსექსუალი შვილის დაქორწინებას ზარ-ზეიმით აღნიშნავს"
მარიამ კუკუნაშვილი რომ ძლიერი და წარმატებული ქალია, ამას მისი საქმიანობაც მოწმობს. თუმცა, მას სხვა ძლიერი მხარეებიც აქვს. მამაკაცი, რომელმაც შემდგომში დედა მოკლა და საღორეში დამარხა, მარიამმა თავდაცვის მიზნით, სახლის მეორე სართულიდან გადააგდო. მან ასევე, უჩივლა მასზე მოძალადე ამერიკის საელჩოს თანამშრომელს, რომელსაც პროცესი მოუგო. მარიამი ტოლერანტული დამოკიდებულებით გამოირჩევა ელგებეტე თემის მიმართ და ამბობს, რომ თუკი მისი შვილი იქნება არატრადიციული ორიენტაციის, პირველი დედა იქნება საქართველოში, რომელიც ზარზეიმით აღნიშნავს შვილის მისივე სქესის წარმომადგენელთან ქორწინებას.

- თქვენ კესარია აბრამიძის
გამოსვლა არ მოგეწონათ ელგებეტე თემის მიმართ და "ფეისბუქზეც" დაპოსტეთ, როგორია თქვენი დამოკიდებულება მათ მიმართ?

- კესარიამ რატომღაც მოირგო ის როლი, რომ ის იმდენად კარგია, მას არავინ ერჩის... თუ ეს ილუზია მას ცხოვრებაში ყავარჯნად გამოადგება, კი ბატონო, რატომაც არა. მაგრამ, ეს არ ნიშნავს, რომ ქვეყანაში ჰომოფობია არ არის. ლგბტ თემის დევნა გრანტების მიღების მიზნით, ხელოვნურად შექმნილი სკანდალებია და სხვა არაფერი... კესარიას გამოსვლამ ძალიან დიდი გაღიზიანება გამოიწვია ლგბტ თემში და ეს ბუნებრივიც იყო. ელგებეტე თემის მიმართ ხორციელდება უდიდესი აგრესია და ძალადობა. ბუნებრივია, მათ უნდა იბრძოლონ თანასწორობისთვის, არამხოლოდ მათ, არამედ ჩვენ, მთელმა საზოგადოებამ. საზოგადოების განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა, სწორედ ის თანასწორობაა, რითაც საზოგადოების ყველა წევრი თანაბრად უნდა სარგებლობდეს. რაც შეეხება პროპაგანდას, ამას სწორედ ის მცირერიცხოვანი ესქტრემისტი ადამიანები ახორციელებენ, ვინც "ქართული მარშის" შემადგენლობაში არიან. მსგავსი ექსტრემისტები ლგბტ თემს იყენებენ პოლიტიკური მანიპულაციების მიზნით, ხოლო ჟურნალისტთა გარკვეული ნაწილი - გადაცემს რეიტინგის ასამაღლებლად. რაც შეეხება ჩემს პირად დამოკიდებულებას, ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ ექნება იმას, ჩემი შვილი ჰომოსექსუალია თუ ჰეტეროსექსუალი. შვილები ჩემი პირადი ფობიების მათზე ფიქსაციისთვის არ გამიჩენია. მე მათ თავისუფალ ადამიანებად ვზრდი და ისეთი ცხოვრება ექნებათ, როგორიც მათ მოესურვებათ. დედის სიყვარული შვილისადმი, რასაკვირველია, იმით არ განისაზღვრება, თუ ვისთან ექნება შვილს სექსი. თუ ჩემი შვილი ჰომოსექსუალი იქნება, გპირდებით, მე ვიქნები ის პირველი ქართველი დედა, ვინც ჰომოსექსუალ შვილს თავის დამკვიდრებაში დაეხმარება; ჰომოსექსუალი შვილის ქორწინებას საყვარელ ადამიანთან ზარზეიმით აღნიშნავს და საკუთარ სახელს ქართულ ლგბტ ისტორიის განვითარებაში ოქროს ასოებით ჩაწერს.

ხათუნა კორთხონჯია
ჟურნალი "თბილისელები"
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 40 /
უცნობი
ესარაა ადამიანი. ჯერ გეებზე ყიდის ბავშვებს უცხოეტში და ეხლა კიდევ ზარზეიმით შევხვდებიო ჯანდამბამდე გზა ქონია რა ვის აუნტერესებს ჯერ ეს და მერე მისი ვითომ შვილები
11:03 / 15-11-2017
გამოხმაურება / 0 /
keti
ეს ახლა ლაპარაკობს ასე თამამად, თორემ აბა ფაქტის წინაშე დააყენოს შვილმა, მიხვდება, რამხელა ტრაგედიაა, როცა შთამომავლობას ვერ ტოვებ! ვის რაში აინტერესებს მისი ჭკუა და განათლება, ერთსქესიანებისთვის ბავშვების მიყიდვით თუ გახდა მილიონერი? სამარცხვინოა და მეტი არაფერი!
02:11 / 15-11-2017
გამოხმაურება / 0 /
ნოა
რომელუ მოკლავდით მაგისთვის შვილებს დაწერეთ, მაინტერესებს რამდენი ხართ..
22:41 / 14-11-2017
გამოხმაურება / 0 /
ბენო
შენ გენაცვალე! ძალიან პროგრესული კი ხარ, მაგრამ ზარზეიმი ცოტა ზედმეტი მოგივიდა. თვითონ გჯერა, რასაც ამბობ?
22:22 / 14-11-2017
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ქართველი ბავშვების გეებზე გადაცემით რომ გახდა მილიონერი და არც მალავს, ეს ის ქალი არ არის? აღარ იცის რითი გაამართლოს თავის ქმედება. ნახეთ იუთუბზე ფილმი "ვინ ამარაგებს გეი უცხოელებს ქართველი ბავშვებით". ნახეთ და გაიგებთ ვინც არის ეს "ქალი".
17:14 / 14-11-2017
გამოხმაურება / 0 /
ლაზარწ
მიყვარხარ შენ
16:00 / 14-11-2017
გამოხმაურება / 0 /
:)
მოკალით, ჩახოცეთ ....
10:55 / 14-11-2017
გამოხმაურება / 0 /
კახელი
ჯერ გაკრასკული რასა გავ და გარეცხილი რა იქნება. ამაზე ვინ გადაირია ნეტა? გეფიცები შვილებსა და მერე კიდე შვილიშვილებსაცა, მეცოდები ძალიანა
02:31 / 14-11-2017
გამოხმაურება / 0 /
ცირა
ანუ სულ ერთია როგორი იქნება შენი შვილი. შეიძლება არ მოიკვეთო მაგრამ რანაიად გექნება ერთნაირრი შეგრძნება. მაგრად იტყუები და თავი მაგარ ადამიანად გინდა მოაჩვენო ყველას. იტყუებიიიი
17:42 / 13-11-2017
გამოხმაურება / 0 /
Nita
Vai shens patrons ubedurs. Ra istoriazr da oqros asoebze laparakob. Mshvidobashi mogaxmaros gmertma. Ginda da gyavdes vin gishlis.
17:38 / 13-11-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS