13 ნოემბერი, 2017
"მე ვიქნები პირველი ქართველი დედა, რომელიც ჰომოსექსუალი შვილის დაქორწინებას ზარ-ზეიმით აღნიშნავს"
მარიამ კუკუნაშვილი რომ ძლიერი და წარმატებული ქალია, ამას მისი საქმიანობაც მოწმობს. თუმცა, მას სხვა ძლიერი მხარეებიც აქვს. მამაკაცი, რომელმაც შემდგომში დედა მოკლა და საღორეში დამარხა, მარიამმა თავდაცვის მიზნით, სახლის მეორე სართულიდან გადააგდო. მან ასევე, უჩივლა მასზე მოძალადე ამერიკის საელჩოს თანამშრომელს, რომელსაც პროცესი მოუგო. მარიამი ტოლერანტული დამოკიდებულებით გამოირჩევა ელგებეტე თემის მიმართ და ამბობს, რომ თუკი მისი შვილი იქნება არატრადიციული ორიენტაციის, პირველი დედა იქნება საქართველოში, რომელიც ზარზეიმით აღნიშნავს შვილის მისივე სქესის წარმომადგენელთან ქორწინებას.

- თქვენ კესარია აბრამიძის
გამოსვლა არ მოგეწონათ ელგებეტე თემის მიმართ და "ფეისბუქზეც" დაპოსტეთ, როგორია თქვენი დამოკიდებულება მათ მიმართ?

- კესარიამ რატომღაც მოირგო ის როლი, რომ ის იმდენად კარგია, მას არავინ ერჩის... თუ ეს ილუზია მას ცხოვრებაში ყავარჯნად გამოადგება, კი ბატონო, რატომაც არა. მაგრამ, ეს არ ნიშნავს, რომ ქვეყანაში ჰომოფობია არ არის. ლგბტ თემის დევნა გრანტების მიღების მიზნით, ხელოვნურად შექმნილი სკანდალებია და სხვა არაფერი... კესარიას გამოსვლამ ძალიან დიდი გაღიზიანება გამოიწვია ლგბტ თემში და ეს ბუნებრივიც იყო. ელგებეტე თემის მიმართ ხორციელდება უდიდესი აგრესია და ძალადობა. ბუნებრივია, მათ უნდა იბრძოლონ თანასწორობისთვის, არამხოლოდ მათ, არამედ ჩვენ, მთელმა საზოგადოებამ. საზოგადოების განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა, სწორედ ის თანასწორობაა, რითაც საზოგადოების ყველა წევრი თანაბრად უნდა სარგებლობდეს. რაც შეეხება პროპაგანდას, ამას სწორედ ის მცირერიცხოვანი ესქტრემისტი ადამიანები ახორციელებენ, ვინც "ქართული მარშის" შემადგენლობაში არიან. მსგავსი ექსტრემისტები ლგბტ თემს იყენებენ პოლიტიკური მანიპულაციების მიზნით, ხოლო ჟურნალისტთა გარკვეული ნაწილი - გადაცემს რეიტინგის ასამაღლებლად. რაც შეეხება ჩემს პირად დამოკიდებულებას, ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ ექნება იმას, ჩემი შვილი ჰომოსექსუალია თუ ჰეტეროსექსუალი. შვილები ჩემი პირადი ფობიების მათზე ფიქსაციისთვის არ გამიჩენია. მე მათ თავისუფალ ადამიანებად ვზრდი და ისეთი ცხოვრება ექნებათ, როგორიც მათ მოესურვებათ. დედის სიყვარული შვილისადმი, რასაკვირველია, იმით არ განისაზღვრება, თუ ვისთან ექნება შვილს სექსი. თუ ჩემი შვილი ჰომოსექსუალი იქნება, გპირდებით, მე ვიქნები ის პირველი ქართველი დედა, ვინც ჰომოსექსუალ შვილს თავის დამკვიდრებაში დაეხმარება; ჰომოსექსუალი შვილის ქორწინებას საყვარელ ადამიანთან ზარზეიმით აღნიშნავს და საკუთარ სახელს ქართულ ლგბტ ისტორიის განვითარებაში ოქროს ასოებით ჩაწერს.

ხათუნა კორთხონჯია
ჟურნალი "თბილისელები"
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 40 /
უცნობი ნაცნობი
მარიამ რეანიმაციაში რომ მორიგეობდი საწყალი ვირთხასავით და ეშმაკს მიყიდე სული - ის გაიხსენე
11:45 / 16-11-2017
გამოხმაურება / 0 /
სალი
თქვენნაირი ადამიანის არსებობა იმედს მაძლევს, რომ ჩვენი ქვეყანა ოდესმე განვითარდება და ამ სიბნელეს დააღწევს თავს :/
09:30 / 16-11-2017
გამოხმაურება / 1 /
წინ
წინ დაჯექი მალე მიხვალ
23:04 / 12-04-2018
მე
ნოა, არავინ არ მოკლავს შვილს და არც არავინ გადააგდებს, მაგრამ ზარზეიმით ქორწილს გადაუხდიო .....მაშ არაა ღირსი ეს იდიოტკა,რომ უსურვო ჰომოსექსუალები არ გამოგელიოს ოჯახში თქო.საქორწინო მოსაწვევში არ დაავიწყდეს აღნიშვნა რომელია პატარძალი...რა იცი რა ხდება....თავის დაზღვევის მიზნით
03:33 / 16-11-2017
გამოხმაურება / 0 /
ჰმმ
ჯერ მოდი საკუთარ 6 წლის შვილებს დღეში ნახევარი საათზე ოდნავ მეტი გამოუყავი და მერე ილაპარაკე ზოგადად დედობაზე
00:47 / 16-11-2017
გამოხმაურება / 0 /
123
ანუ ბავშვის შექმნისთვის,ჩასახვისთვის,გაჩენისთვის თუ ქალი და მამაკაცია საჭირო და ეს ბავშვი უნდათ გეებს და ლესბოსელებს,რომლებიც ვერ მრავლდებიან,რა გამოვიდოდა ეს რომ უსასრულოდ გაგრძელდეს??პრობლემა იმაში კი არაა,რომ ასებად ჩნდებიან,ყალიბდებიან თუ ასე უნდათ გეებს,ლესბოსელებს რომ იცხოვრონერთად,არამედ იმაშია,რომ უნდათ იმდენად ინტეგრირებულები იყვნენ,რომ გაუთანაბრდნენ ღირებულებებით ნორმად ქცეულ უჯახებს,ქალს+კაცი.უნდათ ისეთივე პატივით,უფლებებით იცხოვრონ და მივიღოთ ნორმად.მე ვეყრდნობიკვლევებს,რომლებიც ჩატარდა ასობითფსიქოლოგის მონაწილეობით სხვადასხვა ქვეყანაში,რომ მნიშვნელობა აქვს,პირველ სექსუალურ გამოცდილებას,აღზრდას და გარემოებას.რაცშეეხება პირველ სექსუალურ გამოცდილებას,ხშირად მოზარდები,თამაშით შესწავლით,ინტერესით,გაუცნობიერებლად,არასრულ სექსუალური ხასიათის პირველ შეხებებს იღებენ მათივე სქესის ბავშვებთან,ჩვენებით,თვალიერებით,შეხებით,რაც შემდგომში უკვე ქვეცნობიერად იწვევს მიდრეკილებას.მთელი სტატიები და კვლევებია ამ თემაზე დამიჯერეთ.აღზრდაშიც ხშირად უშვებენ შეცდომებს მშობლები,ჩაცმით მაგალითად,ასევე როდესაც დედასთან ბიჭი მოზარდი ხშირად მაინც დიდხანს სძინავს ერთ ოთახში,ხედავს ნახევრად შიშველს,ყოველგვარი ცუდი აზრების გარეშე.ანუ ბევრი ფაქტორია და საერთოდ გირჩევთ,ისეთი დრო და ისეთი გარემოა რომ პერიოდულად ფსიქოლოგთან გაიარეთ ზოგადი კონსულტაცია და აკონტროლეთ თავიც შვილებიც და ურთიერთობებიც,რომ არაფერი გამოგრჩეთ.
19:10 / 15-11-2017
გამოხმაურება / 0 /
Tom
Dyra
14:56 / 15-11-2017
გამოხმაურება / 0 /
მეცოდებიი,ის მოგიგოს ღმერთმა რისი ღირსიც ხარ..
14:54 / 15-11-2017
გამოხმაურება / 0 /
@
დედა შვილს ვერასოდეს მოიკვეთავს როგორიც გინდა იყოს ის,მაგრამ როცა შვილი თავისივე სქესის წარმომადგენელზე დაქორწინდება არც ერთი დედისთვის არ იქნება სასიხარულო,უფრო მეტიც სიკვდილის ტოლფასია.ამ ბოლო დროს ორჯერ გავიგე ქართველი ბიჭი ესპანეთში რომ გათხოვდა და ქართველი დემნა ბიჭზე რომ დაქორწინდა.იქნებ ექიმები დაინტერესდნენ რატომ გახშირდა ეს გადახრები,რა იწვევს ამას და დროული სამედიცინო ჩარევით იქნებ გადარჩნენ.
14:34 / 15-11-2017
გამოხმაურება / 0 /
მოქალაქე
საზოგადოებისათვის მეასეხარისხოვანი პრობლემა და საჭორაოდ პირველი... ამ მედიამ ცოტა მეტი ჯანმღტელობის, მოხუცების, ინვალიდების, სოციალურად დაუცველთა პრობლემაზე რომ ილაპარაკოთ და ამას ამდენი დრო არ დაუთმოთ ამას ტვინი უნდა...და კიდევ ჭორაობაზე ორიენტირებული, ლუზერი საზოგადოება არ უნდა გყავდეთ მსმენელი.
14:19 / 15-11-2017
გამოხმაურება / 0 /
ნონა
შენი სახელის ოქროს ასოებით ჩაწერა მოგინდა და "ბლანდავ" რაღაცეებს, გამოხედვაზე გეტყობა, მაგრამ საწინააღმდეგოს მიიღებ მაგ სტარტით, მერწმუნე.
13:58 / 15-11-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS