13 ნოემბერი, 2017
"მე ვიქნები პირველი ქართველი დედა, რომელიც ჰომოსექსუალი შვილის დაქორწინებას ზარ-ზეიმით აღნიშნავს"
მარიამ კუკუნაშვილი რომ ძლიერი და წარმატებული ქალია, ამას მისი საქმიანობაც მოწმობს. თუმცა, მას სხვა ძლიერი მხარეებიც აქვს. მამაკაცი, რომელმაც შემდგომში დედა მოკლა და საღორეში დამარხა, მარიამმა თავდაცვის მიზნით, სახლის მეორე სართულიდან გადააგდო. მან ასევე, უჩივლა მასზე მოძალადე ამერიკის საელჩოს თანამშრომელს, რომელსაც პროცესი მოუგო. მარიამი ტოლერანტული დამოკიდებულებით გამოირჩევა ელგებეტე თემის მიმართ და ამბობს, რომ თუკი მისი შვილი იქნება არატრადიციული ორიენტაციის, პირველი დედა იქნება საქართველოში, რომელიც ზარზეიმით აღნიშნავს შვილის მისივე სქესის წარმომადგენელთან ქორწინებას.

- თქვენ კესარია აბრამიძის
გამოსვლა არ მოგეწონათ ელგებეტე თემის მიმართ და "ფეისბუქზეც" დაპოსტეთ, როგორია თქვენი დამოკიდებულება მათ მიმართ?

- კესარიამ რატომღაც მოირგო ის როლი, რომ ის იმდენად კარგია, მას არავინ ერჩის... თუ ეს ილუზია მას ცხოვრებაში ყავარჯნად გამოადგება, კი ბატონო, რატომაც არა. მაგრამ, ეს არ ნიშნავს, რომ ქვეყანაში ჰომოფობია არ არის. ლგბტ თემის დევნა გრანტების მიღების მიზნით, ხელოვნურად შექმნილი სკანდალებია და სხვა არაფერი... კესარიას გამოსვლამ ძალიან დიდი გაღიზიანება გამოიწვია ლგბტ თემში და ეს ბუნებრივიც იყო. ელგებეტე თემის მიმართ ხორციელდება უდიდესი აგრესია და ძალადობა. ბუნებრივია, მათ უნდა იბრძოლონ თანასწორობისთვის, არამხოლოდ მათ, არამედ ჩვენ, მთელმა საზოგადოებამ. საზოგადოების განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა, სწორედ ის თანასწორობაა, რითაც საზოგადოების ყველა წევრი თანაბრად უნდა სარგებლობდეს. რაც შეეხება პროპაგანდას, ამას სწორედ ის მცირერიცხოვანი ესქტრემისტი ადამიანები ახორციელებენ, ვინც "ქართული მარშის" შემადგენლობაში არიან. მსგავსი ექსტრემისტები ლგბტ თემს იყენებენ პოლიტიკური მანიპულაციების მიზნით, ხოლო ჟურნალისტთა გარკვეული ნაწილი - გადაცემს რეიტინგის ასამაღლებლად. რაც შეეხება ჩემს პირად დამოკიდებულებას, ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ ექნება იმას, ჩემი შვილი ჰომოსექსუალია თუ ჰეტეროსექსუალი. შვილები ჩემი პირადი ფობიების მათზე ფიქსაციისთვის არ გამიჩენია. მე მათ თავისუფალ ადამიანებად ვზრდი და ისეთი ცხოვრება ექნებათ, როგორიც მათ მოესურვებათ. დედის სიყვარული შვილისადმი, რასაკვირველია, იმით არ განისაზღვრება, თუ ვისთან ექნება შვილს სექსი. თუ ჩემი შვილი ჰომოსექსუალი იქნება, გპირდებით, მე ვიქნები ის პირველი ქართველი დედა, ვინც ჰომოსექსუალ შვილს თავის დამკვიდრებაში დაეხმარება; ჰომოსექსუალი შვილის ქორწინებას საყვარელ ადამიანთან ზარზეიმით აღნიშნავს და საკუთარ სახელს ქართულ ლგბტ ისტორიის განვითარებაში ოქროს ასოებით ჩაწერს.

ხათუნა კორთხონჯია
ჟურნალი "თბილისელები"
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 40 /
ნიკოლოზი
"მარიამ კუკუნაშვილი რომ ძლიერი და წარმატებული ქალია, ამას მისი საქმიანობაც მოწმობს"------წარმატება ზოგს ფულის შოვნა, ზოგს კარგი მაკიაჟის გაკეთება ზოგს ცნობადობა ჰგონია, ქორწინებას სიხარულით აღნიშნავ კი არა მაგ შემთხვევაში ორ აგურს უნდა ეძებდე თავში სარტყმელად, ისე არც გამიკიკვირდება ეგეთი განწყობის ფსიქოლოგიის გამო მართლა მაგის გაკეთებამ მართლა რომ მოგიწიოს,-----რაა სიხარული და სასიხარულო ამში მაინც რომ ერკვეოდე ის ჯობდა მთელს შენს ფულს და ბიზნესს ერთად აღებულს....
15:21 / 18-04-2018
გამოხმაურება / 0 /
ქართველი დედა
დიდი სიამოვნებით იზამ მაგას -ისეთი მილიონების სუნი ასდის მაგას რო...
14:14 / 17-04-2018
გამოხმაურება / 0 /
ლილი
ამ ქალმა ზედმეტი მილიონებით გააფრინა მგონი. რაც არ უნდა ფული ქონდეს მაინც უგემოვნებოა.
10:28 / 17-04-2018
გამოხმაურება / 0 /
დუდა
ქალი კი არა აგი ცეხია ბუჯო
20:17 / 16-04-2018
გამოხმაურება / 0 /
ალექს
აი ამას აკლია თუ აკლია,ისე უნდა გამრავლდეს შენი ოჯახი ამ оно-ებით,რომ არ ეღირსო მატზე უკეთესს,მე შენ რომ მოგწონს ისეთი შვილის ყოლას სულ არ მყავდეს მირჩევნია,და ვისაც მოგწონთ და მხარს უჭერთ ამ დეგრადირებულ ადამიანებს თქვენ ოჯახებში არ დაილიოს.
19:34 / 16-04-2018
გამოხმაურება / 0 /
წწწწწ
რატომაც არა, აქორწინე და სხვა თქვენნაირებსაც მოუწოდე, რომ იქორწინონ. მხოლოდ მარტო თქვენნაირებს! მაგრამ ჩუმად,კანონების მორგების გარეშე.
18:50 / 16-04-2018
გამოხმაურება / 0 /
ამოწყდი
აუცილებლად. მეც მომხრე ვარ რომ იქორწინონ თქვენნაირებმა და თქვენმა შთამომავლებმა. რომ დაწყდეთ ერთხელ ხა სამუდამოდ
23:05 / 12-04-2018
გამოხმაურება / 0 /
=====
აბა რა უნდა თქვას?! მისი კლიენტების დიდი ნაწილი ჰომოსექსუალები არიან, ისინი ქირაობენ სუროგატ დედებს ბავშვის გასაჩენად ამ ქალბატონის კლინიკებში!
15:48 / 11-04-2018
გამოხმაურება / 0 /
ცირა
თქვენისთანები დააჩქარებთ არმაგედონს როგორც ღმერთმა ბაბილონი სდომი და გომორა გაანადგურა ისეთი განადგურება ელის თქვენისთანა ერს
15:38 / 11-04-2018
გამოხმაურება / 0 /
ჯემალი
არ გამოულიოს ღმერთმა შენ ჯიშსა და ჯილაგს პიდარასტები.იყავი და იქორწინეთ.
14:21 / 17-11-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS