13 ნოემბერი, 2017
"მე ვიქნები პირველი ქართველი დედა, რომელიც ჰომოსექსუალი შვილის დაქორწინებას ზარ-ზეიმით აღნიშნავს"
მარიამ კუკუნაშვილი რომ ძლიერი და წარმატებული ქალია, ამას მისი საქმიანობაც მოწმობს. თუმცა, მას სხვა ძლიერი მხარეებიც აქვს. მამაკაცი, რომელმაც შემდგომში დედა მოკლა და საღორეში დამარხა, მარიამმა თავდაცვის მიზნით, სახლის მეორე სართულიდან გადააგდო. მან ასევე, უჩივლა მასზე მოძალადე ამერიკის საელჩოს თანამშრომელს, რომელსაც პროცესი მოუგო. მარიამი ტოლერანტული დამოკიდებულებით გამოირჩევა ელგებეტე თემის მიმართ და ამბობს, რომ თუკი მისი შვილი იქნება არატრადიციული ორიენტაციის, პირველი დედა იქნება საქართველოში, რომელიც ზარზეიმით აღნიშნავს შვილის მისივე სქესის წარმომადგენელთან ქორწინებას.

- თქვენ კესარია აბრამიძის
გამოსვლა არ მოგეწონათ ელგებეტე თემის მიმართ და "ფეისბუქზეც" დაპოსტეთ, როგორია თქვენი დამოკიდებულება მათ მიმართ?

- კესარიამ რატომღაც მოირგო ის როლი, რომ ის იმდენად კარგია, მას არავინ ერჩის... თუ ეს ილუზია მას ცხოვრებაში ყავარჯნად გამოადგება, კი ბატონო, რატომაც არა. მაგრამ, ეს არ ნიშნავს, რომ ქვეყანაში ჰომოფობია არ არის. ლგბტ თემის დევნა გრანტების მიღების მიზნით, ხელოვნურად შექმნილი სკანდალებია და სხვა არაფერი... კესარიას გამოსვლამ ძალიან დიდი გაღიზიანება გამოიწვია ლგბტ თემში და ეს ბუნებრივიც იყო. ელგებეტე თემის მიმართ ხორციელდება უდიდესი აგრესია და ძალადობა. ბუნებრივია, მათ უნდა იბრძოლონ თანასწორობისთვის, არამხოლოდ მათ, არამედ ჩვენ, მთელმა საზოგადოებამ. საზოგადოების განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა, სწორედ ის თანასწორობაა, რითაც საზოგადოების ყველა წევრი თანაბრად უნდა სარგებლობდეს. რაც შეეხება პროპაგანდას, ამას სწორედ ის მცირერიცხოვანი ესქტრემისტი ადამიანები ახორციელებენ, ვინც "ქართული მარშის" შემადგენლობაში არიან. მსგავსი ექსტრემისტები ლგბტ თემს იყენებენ პოლიტიკური მანიპულაციების მიზნით, ხოლო ჟურნალისტთა გარკვეული ნაწილი - გადაცემს რეიტინგის ასამაღლებლად. რაც შეეხება ჩემს პირად დამოკიდებულებას, ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ ექნება იმას, ჩემი შვილი ჰომოსექსუალია თუ ჰეტეროსექსუალი. შვილები ჩემი პირადი ფობიების მათზე ფიქსაციისთვის არ გამიჩენია. მე მათ თავისუფალ ადამიანებად ვზრდი და ისეთი ცხოვრება ექნებათ, როგორიც მათ მოესურვებათ. დედის სიყვარული შვილისადმი, რასაკვირველია, იმით არ განისაზღვრება, თუ ვისთან ექნება შვილს სექსი. თუ ჩემი შვილი ჰომოსექსუალი იქნება, გპირდებით, მე ვიქნები ის პირველი ქართველი დედა, ვინც ჰომოსექსუალ შვილს თავის დამკვიდრებაში დაეხმარება; ჰომოსექსუალი შვილის ქორწინებას საყვარელ ადამიანთან ზარზეიმით აღნიშნავს და საკუთარ სახელს ქართულ ლგბტ ისტორიის განვითარებაში ოქროს ასოებით ჩაწერს.

ხათუნა კორთხონჯია
ჟურნალი "თბილისელები"
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 40 /
სეკატორი
ჟურრნალისტიკა საბოლოოდ დასამარდა საქართველოში! თქვენც გაგიჭირდათ,„რეიტინგს“ რომ რეიტინგისთვის ასეთი თემებით იკვებებით და ვდილობთ ქართველისთვის,მართლმადიდებელისთვის კატეგორიულად მიუღებელი სიმახინჯე,ასე შეფუთული და არისტოკტატული ვარცხნილობასავით შემოგვაჯვერცხოთ თავზე!! მაშ მიიღეთ გაბტაზებული და განაეყენებული მკითხველის ალიყურებიც! სირცხვილის მანქანის,ეშელონის ერთერთი კუპე-საიტი ხართ როგირც ჩანს... მეტი არაფერი... ამ ურცხ არსებას მივმართავ: მე ასეთ შვილთან ერთად თავს დავიწვავდი,როცა გონზე მოსვლის და გამოჯანმრთელების ყველა ცდას ამოვწურავდი!!! შენ შეიძლება დედა ხარ,მაგრამ არა ქართველი!! თქვენ თქვვენს ავადმყოფურ ფილოსოფიას ნურავის ასხურებთ,საკუთრივ გქონდეთ!!! მებრალებით!!!
02:51 / 04-06-2019
გამოხმაურება / 0 /
ююю
მე კიდევ პირველი ქართელი, რომელიც ოჯახში რძლად „ვაჟკაცის“ შემოსვლამდე ან თქვენი „ვაჟკაცის“ სხვის ოჯახში რძლად შესვლას უკვე გილოცავთ.
01:47 / 04-06-2019
გამოხმაურება / 0 /
ნაზი,გამრავლდით ,მაგრამ როგრ ნეტა რა საინტერესოა? რომ არ გიჭერენ და არ გაჯენენ ციხეში ,მიტო გაიჯეჯილე
ნაგავი ქალიიიი
01:22 / 04-06-2019
გამოხმაურება / 0 /
!!!
ტვინნაღრძობი ხალხი შორს ჩვენგან . პროპაგანდას ნუ გაუწევთ და თავში დიდი ლოდი გიხლიათ. ყველა ადამიანი ამბობს იყავით მაგრამ ჩუმად . ეს ძროხა ქალი კი გამოვიდა და დროშებს გვიფრიალებს
00:25 / 04-06-2019
გამოხმაურება / 0 /
სოფი
ვაი შე უდგეუროოო,ცოდვაააა ხარ ცოდვააააა
23:11 / 25-10-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS