13 ნოემბერი, 2017
"ძალიან მიმძიმს სიჩუმე და მტკივა გული... მარტო საქართველოში..." - რას წერს სოფო შევარდნაძე ბაბუაზე
ჟურნალისტი სოფო შევარდნაძე ბაბუაზე, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტზე ედუარდ შევარდნაძეზე პოსტს ავრცელებს. ტელეწამყვანი წუხილს გამოთქვამს იმ ფაქტის გამო, რომ ცოტა ხნის წინ თბილისში გახსნილ გამოფენაზე, რომელიც ბერლინის კედლის დანგრევას ეძღვნებოდა, ედუარდ შევარდნაძის ფოტოსთვის ადგილი არ მოიძებნა:

"ძალიან იშვიათად ვწერ ჩემს ბაბუაზე საერთოდ რამეს, მითუმეტეს პოლიტიკურ კონტექსტში. მაგრამ არის მომენტები, როდესაც ძალიან მიმძიმს სიჩუმე და მტკივა გული. მარტო საქართველოში შეიძლება გაიხსნას ევროპის მოედანზე გამოფენა ბერლინის კედლის ფრაგმენტიდან და არ იყოს იქ ჩემი ბაბუის, ედუარდ შევარდნაძის ფოტო. ეს
არც ადამიანურ, არც ობიექტურ და მით უმეტეს არც ისტორიულ ლოგიკაში არ ჯდება. საინტერესოა, თუ საერთოდ ექნებოდა ხალხს იმის საშუალება, რომ კედლის ფრაგმენტს ხელით შეეხოს, არამც თუ ჩემი ბაბუის, ედუარდ შევარდნაძის უდიდესი როლი ბერლინის კედლის დანგრევაში და ევროპის გაერთიანებაში. მარტო საქართველოში..." - წერს სოფო შევარდნაძე ფეისბუქის პირად გვერდზე.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ნია
მონანიებას უყურეთ, დიდებული ფილმია!
07:19 / 13-11-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS