29 დეკემბერი, 2013
გრძელ ფეხებზე მეოცნებე ქეთი მელუამ მამა გამოაჩინა
ორსულობის ამბავს არ ადასტურებს, თუმცა ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში ის აღიარა, რომ ოცნებობს, უფრო გრძელი ფეხები ჰქონდეს ბრიტანეთში მოღვაწე ქართველი მომღერლისთვის ეს წელი, წინა წლების დარად, წარმატებული იყო.

კვლავაც დასახელდა ბრიტანეთის ყველაზე წარმატებულ და მაღალანაზღაურებად მომღერალთა სიაში, მისი ახალი ალბომი ''ქეთევანი'' წლის საუკეთესო ალბომებს შორის მოიხსენიეს. თავად ქეთი კი - ერთ-ერთ ყველაზე გემოვნებიანად ბრიტანელ ვარსკვლავთა შორის.

მოდის კრიტიკოსებმა ქეთის სადა, უბრალო და იმავდროულად დახვეწილი სტილი დადებითად შეაფასეს. დადებითი შეფასებები მიიღო მისმა შავმა კაბამ, შიფონის დეტალებით, და თეთრმა
მოკლე შარვალმა, ''რედ-2''-ის პრემიერაზე.

Rating

გასულ წელს, ქეთას გარშემო სკანდალური ინფორმაციაც გავრცელდა - თითქოსდა თავის ქმარს, ინგლისელ მოტომრბოლელ და მუსიკოს ჯეიმს ტაუზლენდს დაშორდა.

თუმცა ქეთი და ჯეიმსი კვლავაც ერთად ჩნდებოდნენ ღონისძიებებზე და სავარაუდოდ, კვლავ ერთად არიან. ეგ კი არა, ბრიტანულ პრესაში ეჭვიც კი გამოთქვეს, ქეთი ორსულად ხომ არ არისო?

Rating

ორსულობის ამბავს არ ადასტურებს, თუმცა ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში ის აღიარა, რომ ოცნებობს, უფრო გრძელი ფეხები ჰქონდეს.

ადრეც არაერთხელ აღუნიშნავს, რომ უკმაყოფილოა თავისი სიმაღლით - 155 სანტიმეტრია. ''უფრო გრძელი ფეხები რომ მქონდეს, სიამოვნებით ვატარებდი დაბალძირიან მოდურ ფეხსაცმელს'', - აღიარა ქეთიმ.

სხვათა შორის, ერთ-ერთ ღონისძიებაზე მომღერალი ქართველ მამიკოსთან ერთად გამოჩნდა. აქამდე მის საქართველოში მცხოვრებ ბაბუას იცნობდა საზოგადოება, ახლა კი ქეთის მამაც გავიცანით - ამირან მელუა.

სალომე დადიანი
სპეციალურად
''რეიტინგის'' საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 10 /
ზაკო
ნინო, რომელი მუსიკის მიმდევარი ხარ. ნინო ჩხეიძე თუ მოგწონს, საინტერესოა. მართლა მაინტერესებს, მოგწონს ნინო?
18:09 / 13-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ცოტნე
გადახედეთ სომხურ პრესას და ვერსად ნახავთ იქ შაკირასა და აზნავურის შესახებ მსგავს რამეს.პირიქით ...მალე მელუასაც სომეხად გამოაცხადებენ.
16:04 / 03-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ცოტნე
ნამდვილად შეეძლო ჟურნალისტს უფრო ღირსეულად მოქცეოდა ქეთიზე სტატიის სათაურს მაგრამ ეხლა უკვე გვიანია.იმედია გამოასწორებს ...
16:01 / 03-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ცოტნე
ქეთი მელუა მსოფლიო დონის ვარსკვლავია.ნაცვლად იმისა რომ მისით ვამაყობდეთ სოგიერთი ტვინნაღრძობი აკრიტიკებს.არ მოგწონს და ჩაიკმიდე ენა...აქ რას აანონსებ შენს ახვარ აზრებს.მაგრამ ალბათ შენ არაქართველი ხარ.
15:57 / 03-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ნანა
ალიან საყვარელია და მისი სიმღერებიც ძალიან მომწონს.წარმატებებს ვუსურვებ მთელი გულით
12:05 / 02-01-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS