10 ნოემბერი, 2017
"გამოვიდეთ კაცები, ვთქვათ, რომ გვიყვარს ქალები და ვატაროთ აღლუმები?" - დათო ევგენიძე გეი-აღლუმების წინააღმდეგია
საქართველოში ერთსქესიანთა უფლებებზე მსჯელობა არ წყდება. საკუთარი მოსაზრება გადაცემაში "სხვა მხარე" მუსიკოსმა დავით ევგენიძემაც დააფიქსირა.

"როდესაც ერთსქესიანთა ქორწინებაზეა ლაპარაკი, არავინ ითვალისწინებს, რომ ამით ეძლევათ უფლება, ჰყავდეთ შვილი, რომელსაც შენ უკეთებ პროპაგანდას, რომ ასე უნდა იცხოვროს. საერთოდ, ეს მგონია ფინანსური ორგანიზაციების ფულის ტრიალის ხერხი.

რატომ უნდა ჩამიტარო აღლუმი? რაც გინდა, ის ქენი, მაგრამ გამოვიდეთ კაცები, ვთქვათ, რომ გვიყვარს ქალები და ვატაროთ აღლუმები? შენ თუ კაცი გიყვარს, გიყვარდეს, ღმერთმა გაგიმარჯოს. თავისი არჩევანია. არავინ არანაირ უფლებებს არ ართმევს.

მაგრამ როდესაც შენ ითხოვ ქორწინების დაკანონებას, შენ არღვევ იმ ბავშვის უფლებას, რომელიც უნდა აიყვანო და გაზარდო. კანონი შეილახება იმ ბავშვისთვის, რომელსაც ზრდის ორი მამა", - განაცხადა ევგენიძემ.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
!!!
ბატონო დავით გეების თემით დაკავებული არასამთავროები,რომლებიც ვითომ მათ უფლებებს იცავენ,სინამდვილეში თვითონ მდიდრდებიან იმ ფულით რომელსაც უგზავნიან საზღვარგარეთიდან ვითომ გეებზე მზრუნველი"მამები".სინამდვილეში ამ "მამებს" გეები სულაც არ ადარდებთ,მათ უნდათ ჩვენს ქვეყანაში იყოს სულ მუდამ არეულობა ,რომ არ გვქონდეს დრო ვიფიქროთ ქვეყნის გაძლიერებაზე და აღორძინებაზე.
13:59 / 13-11-2017
გამოხმაურება / 0 /
kato
ნეტა ყველა ქარტველი ტქვენნაირად ფიქრობდეს ბატონო.
23:45 / 10-11-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS