10 ნოემბერი, 2017
"გული მწყდება, რომ არ მყავს შვილი" - რას ნანობს თამუნა ამონაშვილი
თამუნა ამონაშვილი წლებია რუსეთში ცხოვრობს, თუმცა, საქართველოს ხშირად სტუმრობს და საყვარელ ქალაქში ხანგრძლივი დროით რჩება.
განვლილ ცხოვრებაზე და დაშვებულ შეცდომებზე თამუნა ამონაშვილმა გუშინ გადაცემა "პროფილში" ისაუბრა. მან განაცხადა, რომ ბავშვის აყვანა სურს.

"გული მწყდება, რომ არ მყავს შვილი. როდესაც პატარა ვიყავი, მქონდა ასე ვთქვათ, ეს ახირებები, რომ ჩემს კარიერას არ შევწირავ. ცოტა დროულად რომ გავთხოვილიყავი, ალბათ, მექნებოდა ის დიდი ბედნიერება ცხოვრებაში, რაც ყველა ადამიანს აბედნიერებს…

სიამოვნებით ავიყვანდი ბავშვს, გავზრდიდი ერთსაც, ორსაც. ძალიან რთულია, მაგრამ იმდენი
დრო გავიდა, რომ რამდენიმე წელია, მზად ვარ, მეც და რეზიკოც", - განაცხადა მომღერალმა.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS