მსახიობი სტანისლავ ბონდარენკო მეორე შვილის მამა გახდა. ამის შესახებ ის ინსტაგრამზე წერს და ახალშობილის ფოტოსაც ავრცელებს.
"დღეს, დილის 9:50 წუთზე დაიბადა მშვენიერი გოგონა ალექსია სტანისლავოვნა. მადლობა ჩემო ძვირფასო აურელია, მე შენ ძალიან მიყვარხარ. ბედის გადაწყვეტილებით, ახლა ზედიზედ ორი შვილის დაბადების დღეს აღვნიშნავ", - წერს სტასი ინსტაგრამზე.