28 დეკემბერი, 2013
გადაცემა „პროფილი“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს და დახმარებას ითხოვს!!!
მოგმართავთ თხოვნით, ყველა ჩვენს მაყურებელს! ვართ გამოუვალ მდგომარეობაში, იქნებ, დაგვეხმაროთ და გვირჩიოთ, როგორ უნდა მოვიქცეთ შექმნილ ვითარებაში ხუთშაბათს გადაცემა „პროფილმა“ სეზონი დაასრულა და სამი ოჯახი ბინებით გაახარა. მათ შორის იყო ჟანა ვახტანგიშვილი, რომელიც მცირეწლოვან შვილთან ერთად ქუჩაში ათევდა ღამეს. ჟანა გადაცემაში ბინის მიღებით ბედნიერი ჩანდა, იმედს გამოთქვამდა, რომ მისი შვილი ქუჩის ბავშვი არ იქნებოდა.

როგორც აღმონჩდა, მოვლენები სხვანაირად განვითარდა, რადგან დღეს, „პროფილმა“ სოციალურ ქსელში საგანგებო განცხადება გაავრცელა და ხალხს დახმარება სთხოვა.

„მოგმართავთ თხოვნით, ყველა ჩვენს მაყურებელს!
ვართ გამოუვალ მდგომარეობაში, იქნებ, დაგვეხმაროთ და გვირჩიოთ, როგორ უნდა მოვიქცეთ შექმნილ ვითარებაში!

ალბათ, ყველას გახსოვთ, ჩვენი საახალწლო გადაცემის სტუმრის, ჟანა ვახტანგიშვილის ისტორია, რომელიც 5 წლის შვილთან ერთად თავს მათხოვრობით ირჩენს და ღამეს ქუჩაში ათევს. ჟანას ჩვენმა გადაცემამ ერთ-ოთახიანი ბინა აჩუქა ქალაქ სამტრედიაში. მისთვის შევიძინეთ ახალი ავეჯი, ტექნიკა (მაცივარი, გაზქურა, ტელევიზოსი და ასე შემდეგ), დავამონტაჟეთ ცხელი წყლისა და გაზის გამათბობელი.

სამტრედიაში მოვუძებნეთ სამსახური და დავუნიშნეთ ყოველთვიური დახმარება. თუმცა, პირველი სასიხარულო ემოციების გასვლის შემდეგ, დღეს ჟანა ამბობს, რომ თბილისში, ვაკეში მათხოვრობით უფრო მეტი შემოსავალი აქვს და ამიტომ არ სურს მუშაობის დაწყება!

მთავარი პრობლემა კი ისაა, რომ უსახლკარო ადამიანი უარს ამბობს იცხოვროს საკუთარ თბილ, კეთილმოწყობილ სახლში მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ბინა არაა თბილისში. სამწუხაროდ, ჩვენი ბიუჯეტით ვერ შევძელით თბილისში ბინის ყიდვა, თუმცა, სამტრედიაში შევუქმენით ყველა პირობა, რომ ღირსეულად ეცხოვრა.

საკუთარ სახლში გატარებული ორი დღის შემდეგ, ჟანა ისევ თბილისში დაბრუნდა და თავს ისევ მათხოვრობით ირჩენს. ჩვენი მრავალგზის თხოვნისა და საუბრის მიუხედავად, ჟანა გადაწყვეტილებას არ ცვლის და ამბობს, რომ წინასაახალწლო დღეებში თბილისში მათხოვრობით კარგი შემოსავალი შეიძლება მიიღოს და ამ შანსის ხელიდან გაშვება არ უნდა.

6 წლის განმავლობაში ჩვენი გადაცემა პირველად აღმოჩნდა მსგავსი პრობლემის წინაშე (მიუხედავად იმისა, რომ გადაცემის ჩაწერის შემდეგ საცხოვრებელი ქალაქი თავად გოგონამ აარჩია).

მოგმართავთ ყველას, იქნებ, დაგვეხმაროთ და გვირჩიოთ, როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ დროს! ჩვენ ყველას ძალიან გვინდოდა, რომ ჟანა და მისი 5 წლის ქალიშვილი ახალ წელს საკუთარ სახლში შეხვედროდნენ. დღეს კი ჟანა ისევ ქუჩაშია და ისევ მათხოვრობს! იქნებ, დაგვიდგეთ გვერდში, მოგვცეთ მიმართულება, როგორ შეიძლება გადავარჩინოთ ადამიანი საბედისწერო შეცდომის დაშვებისგან!“

სპეციალურად საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 52 /
ის ბინა უნდა გადასცეთ იმ ოჯახს ალბათ ვისაც უფრო ჭირდება. სამწუხაროდ ესეთი ოჯახები უამრავია.მაგ გოგოს ბავშვი რომ უყვარდეს ქუჩაჩი არ დააძინებდა. ბავშვს იყენებს ალბათ იმიტომ რომ მეტი დახმარება მიიღოს ქუჩაში. რომელი დედა იტყოდა თბილ სახლზე უარს.ბავშვი ნამდვილად ცოდოა მაგისთანა დედასთან. შეიძლება ვცოდავ მაგრამ. ფაქტია.
22:20 / 28-12-2013
გამოხმაურება / 0 /
კაიზერ სოზა
მე გირჩევთ რა ქნათ, ჩამოართვით ეგ ნაჩუქარი ბინა, მცირეწლოვანი შვილზე ზრუნვა ითავონ სოც. სამსახურებმა, ჩამორთმეული ბინა კი გადაეცეს სხვა გაჭირვებულს, რომელიც იქნება მადლიერი და შეეცდება თქვენი დახმარებით შეცვალოს საკუთარი ცხოვრება...
22:05 / 28-12-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS